17
Jan
2020

#სადანროგორ: ღონისძიებები 17-18 იანვარი

17 Jan 2020

ეს კვირა ღონისძიებების მხრივ საკმაოდ დატვირთულია. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ელექტრონულ მუსიკას, დაესწროთ ჯაზის ან ინდი/ფოლკ მუსიკის საღამოებს, შთაგონება მიიღოთ ხელოვნებით ან უბრალოდ სახლში განიტვირთოთ. ბოლო ვარიანტი თქვენზე მოგვინდია, ჩვენ კი ტრადიციულად შემოგთავაზებთ კვირის საუკეთესო ღონისძიებებს:

 

Aliens 2020 : Morten Granau

მორტენ გრანო დანიური სცენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტალანტია. მხოლოდ რამოდენიმე წელიწადში, მორტენი ახალბედიდან ჰედლაინერად იქცა. 2001 წელს 13 წლის ასაკში აღმოაჩინა სფერო Adult Pleasure და დაუყოვნებლივ დაიწყო საკუთარი თრექების შექმნა მის კომპიუტერში და დაიწყო დიჯეობა. 17 იანვარს ეს მუსიკოსი მონოჰოლში წარდგება. ღონისძიების ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI 中 GIJENSU ❚ UUN ❚ BOYD SCHIDT ❚ HARRISON BDP ❚ SEVDA

17 იანვარს KHIDI-ს მთავარ სცენაზე დაუკრავს ტექნო დუო სტოკჰოლმიდან GIJENSU, Anton Abrahamsson-ისა და Oscar Strand-ის შემადგენლობით. მათთან ერთად ლაივ შესრულებით წარდგება დეტროიტში მოღვაწე, წარმოშობით კანზასელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Ryan Malony იგივე UUN. ბილეთებისთვის ეწვიეთ KHIDI-ს ვებგვერდს. 

LIVE ⋅ B.BAND

18 იანვარს ბარ პოლიტიკაში B.Band დაუკრავს, რომელიც ბესო ბაბალაშვილის მუსიკალური პროექტია. თუკი გსურთ საღამო მშვიდად გაატაროთ და ინდი/ფოლკ მუსიკას მოუსმინოთ, ეს ივენთი ნამდვილად თქვენთვისაა. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Work in progress vol 1

18 იანვარს ელექტროაკუსტიკური მუსიკის კონცერტების სერია Work In Progress სტარტს აიღებს 18:00 საათზე კონსერვატორიის მეორე შენობის დარბაზში. მონაწილწობენ: ელენე ალადაშვილი, გვანცა ბუაძე, რეზო კიკნაძე, სინა ჰოსეინ პური, ნატალი მაისურაძე. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

HOROOM RECORDS NIGHT: GACHA ■ HAMATSUKI ■ KVANCHI

18 იანვარს, HOROOM-ის სივრცე GACHA BAKRADZE-ს ახალი კრებულის, EXTENSIONS-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. მასთან ერთად დაუკრავენ HAMATSUKI და Kvanchi. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Reso Kiknadze Sextet at Singer

ჯაზ კლუბ სინგერში რეზო კიკნაძის საღამოები გრძელდება. ჯაზის მოყვარულებს კლუბი 18 იანვრის საღამოს სწორედ აქ ეპატიჟება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Post.Digital.Dreams | Audio installation by Nicolas Kunysz

შაბათს, 18 იანვარს, 18:00 საათზე ახალი მედია გამოფენის Post.Digital.Dreams ფარგლებში ისლანდიაში მცხოვრები, ბელგიელი არტისტის ნიკოლას კუნიშის აუდიო ინსტალაციის ხილვას/მოსმენას შეძლებთ. მისი მონახულება Artarea Gallery-ში შეგიძლიათ. დეტალური ინფორმაციისთვის კი, ეწვიეთ ბმულს.  

განხილვა