24
Jan
2020

#სადანროგორ: ღონისძიებები 24-25 იანვარი

24 Jan 2020

დღეს პარასკევია და რუტინისგან დაღლილ ხალხს ბარები, რესტორნები, კლუბები და სხვადასხვა გასართობი ადგილები სულმოუთქმელად ელიან. ცუდი ამინდისა და სიცივის საპირისპიროდ ეს უქმეები მშვენიერ განტვირთვას გვპირდება. #სადანროგორ ტრადიციულად გთავაზობთ კვირის საუკეთესო ღონისძიებებს:

BASSIANI / HOROOM: SPFDJ ■ NDRX ■ IKA ■ USHERENKO

BASSIANI-ს სცენაზე 24 იანვარს შვედი არტისტი და ქვიარ კოლექტივ HERRENSAUNA-ს ოჯახის უცვლელი წევრი, SPFDJ დაუკრავს. NDRX კი ქართული ელექტონული მუსიკის სცენის აქტივისტი და კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია, ამ სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. რაც შეეხება HOROOM-ის ოთახს, აქ IKA და USHERENKO დაუკრავენ. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Red Light Night Hosted by Bebe Sesitashvili & Irinka Khvedelidze

25 იანვარს “ამბავში” პროტესტისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოს მასპინძლები იქნებიან: ირინკა ხვედელიძე, ბებე სესიტაშვილი. “25 იანვრის red light night ეძღვნება პროტესტის გამბედაობის, უნარის და ნიჭის მქონე ყველა სულიერს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ავრცელებენ სიყვარულს, სიძულვილის პროტესტის ჟანრიდან,” – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Thelonious Monk – Monk’s Mood – Reso Kiknadze Sextet

25 იანვარს, ჯაზ კაფე სინგერში თელონიუს მონკის შემოქმედების მოსმენა შეგეძლებათ. აქაურ განწყობას, ტრადიციულად, რეზო კიკნაძის სექსტეტი შექმნის. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI 中 G2: GENERALI MINERALI ❚ MTVARE ❚ SHINOBI

25 იანვარს G2-ში დაუკრავს ადგილობრივი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი გიორგი ჯინჭარაძე იგივე GENERALI MINERALI. მასთან ერთად წარდგებიან ელენე საბიაშვილი ელექტრო ჟღერადობაზე დამყარებული პროექტით MTVARE და ქართული სცენის ახალბედა წარმომადგენელი SHINOBI. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

სულახალია2 artists talk

თუკი ხელოვნების ხასიათზე ხართ, შეგიძლიათ, 25 იანვარს, 6 საათზე, გალერეა “Window Project”- ში გამართულ შეხვედრას დაესწროთ, რომელზეც გამოფენა “სულახალია2”-ის ხელოვანები მიმდინარე გამოფენაზე ისაუბრებენ. არტისტები: თეო მასპინძელაშვილი, გიორგი ვარდიაშვილი, იოანა წულაია, მარი ყალაბეგაშვილი, სალომე თინიკაშვილი, თეო ხმალაძე. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

ტროელი ქალები / სამეფო უბნის თეატრი

ეს სწორედ ის სპექტაკლია, რომლის ბილეთების შოვნაც ყოველთვის ძალიან რთულია. ეს არის დოკუმენტური სპექტაკლი ომგამოვლილ ქალთა რეალურ მონათხრობის, ევრიპიდესა და სხვა ლიტერატურული წყაროების გამოყენებით. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

განხილვა