18
Apr
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 18-25 აპრილი

18 Apr 2019

აი, შაბათ-კვირაც ახლოვდება და რუტინისგან დაღლილ ხალხს ბარები, რესტორნები, კლუბები და სხვადასხვა გასართობი ადგილები სულმოუთქმელად ელიან. ღონისძიებათა მცირეხნიანი ანალიზის შემდეგ გეტყვით, რომ ეს კვირა, ძირითადად, ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვისაა, თუმცა, მრავალფეროვანი მკითხველისთვის, რასაკვირველია, ღონისძიებათა მრავალფეროვანი ლაინაფი შევარჩიეთ:

Body Experience is the Center of Creation – Barbara Hepworth

“გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობისა და ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ერთიანდებიან საერთო იდეის გარშემო: სკულპტურის, როგორც ინსტრუმენტისა, რომელიც იწვევს დიალოგს მის იმ პოტენციალზე, რომელიც გვაძლევს საშუალებას აღვიქვათ და დავინახოთ გარემო სხვა თვალით.” – წერია ღონისძიების აღწერაში. თუკი გსურთ ამ გამოფენის ნაწილი გახდეთ, თიბისი სტატუსი და გალერეა Porject Artbeat სიამოვნებით გეპატიჟებათ. გამოფენა ღიაა 11-დან 7 საათამდე.

ფრანსუა ოზონის ფილმი – “ღმერთის სახელით”

18 აპრილიდან კინოთეატრებში ფრანსუა ოზონის ახალი ფილმი “ღმერთის სახელით” გელით. ამ ამბავში აღსანიშნავი ისაა, რომ იგი ბერლინალეს ჟიურის გრანპრის მფლობელი ფილმია. ასე რომ, კინომოყვარულებო, ეს ფილმი გელით! განრიგის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

SvanSikh at Bari-Barshi

ბარი-ბარში 19 აპრილს ქართული პოპ ელექტრო დუოს – “Svansikh” საღამოზე გეპატიჟებათ. როგორც ცნობილია, ბარი-ბარში შესრულდება მათი ახალი ჩანაწერის (SunKiss) ლაივ ვერსია. შესაბამისად. საღამო 21:00 სთ-ზე დაიწყება და ბილეთი 10 ლარი ეღირება.

Skveri lives ∵ Sexy Bicycle

ბარ პოლიტიკის ეზოში 19 აპრილს სკვერის ლაივი გელით, რომელზეც ბარსელონაში მოღვაწე ნიკა კვარაცხელია თავისი ელექტრონული პროექტით “Sexy Bicycle” წარსდგება. საღამო 10 საათზე დაიწყება. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

მძინარე მზეთუნახავი – Sleeping Beauty

60 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენას კვლავ უბრუნდება პიოტრ ჩაიკოვსკის სამმოქმედებიანი ბალეტი „მძინარე მზეთუნახავი“. მისი პრემიერა 19 აპრილს 19:00 სთ-ზე გაიმართება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Khvedeliani • Sumo • Hatsvali • Poison Nova • Nuji

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს კლუბ “მტკვარზე” ისეთი არტისტების ტანდემი დახვდებათ, როგორბიც არიან Khvedeliani, Sumo, Hatsvali. Small Room-ში კი Poison Nova და Nuji. ბილეთის ფასი 20 ლარია. დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

Soundwave: MokuMoku (J&T) / MC Cutkill & Deka / DRO

ცოცხალი მუსიკის პროექტის “Soundwave” ფარგლებში 25 აპრილს 21:00 სთ-ზე ხიდში 3 შემსრულებელი წარდგება: ქართული ჯგუფი MokuMoku (J&T), MC Cutkill & Deka MC Cutkill – ამიკო ნინუა და ჰიპ-ჰოპ არტისტი DRO. ბილეთის ფასი 15 ლარია და მის ყიდვას TKT.GE-ზე შეძლებთ.

განხილვა