31
Jan
2020

#სადანროგორ: ღონისძიებები 31 იანვარი – 1 თებერვალი

31 Jan 2020

იანვრის ბოლო პარასკევიც მოახლოვდა, სულ მალე კი ზამთარს დავემშვიდობებით. და თუმცა ზამთარი ცივ და უჟმურ ამინდებთან ასოცირდება, მისი საღამოები ყოველთვის რაღაცნაირად მყუდრო და მხიარულია. სწორედ ამგვარ ივენთებს შემოგთავაზებთ ტრადიციულად რუბრიკაში #სადანროგორ:

Nikakoi and Erekle Deisadze live band at Republic

31 იანვარს რესპუბლიკაში გაიმართება ნანიკო ჭეიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი. თქვენს წინაშე წარდგებიან ნიკაკოი (ნიკა მაჩაიძე) და ერეკლე დეისაძე ლაივ ბენდთან ერთად. საღამოს ასევე დაუკრავენ DJ Tomma და DJ ლაშა გურგენიძე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: KANCHELI ■ SKYRA ■ ZESKNEL ■ ZITTO

31 იანვარს, BASSIANI ქართული საკლუბო სივრცის წარმომადგენლებს უმასპინძლებს – SKYRA, ZESKNEL, ZITTO და KANCHELI-ს HOROOM-ის ოთახში MERCURRIO, NINASUPSA და SPACEJAM 92 შეუერთდებიან. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI | MANNEQUION Records Night

31 იანვარს KHIDI წარმოგიდგენთ ცნობილი იტალიური ლეიბლის MANNEQUIN RECORDS ღამეს. შოუქეისზე დაუკრავს ლეიბლის დამფუძნებელი, პროექტ AMATO & ADRIANI-ს თანაავტორი (THE HACKER-თან ერთად), იტალიელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი ALESSANDRO ADRIANI. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

TIVI Session #01: Christian Löffler / Parra For Cuva

31 იანვარს TIVI-ს ორგანიზებით წარმოგიდგენთ გერმანელ დიჯეის, ვიზუალურ არტისტსა და ლაივ შემსრულებელს CHRISTIAN LÖFFLER-ს. ღონისძიების ფარგლებში კრისტიანთან ერთად თბილისს პირველად ეწვევა გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი PARRA FOR CUVA. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Lua & JustQuartet Live at bridge records

31 იანვარს The bridge Records წარმოგიდგენთ – Lua-ს სოლო კონცერტს. Lua ცნობილი როგორც გოგონა გიტარით, ახალ წელს ახალი შემართებით იწყებს და ჩვენს სივრცეში პირველ სოლო კონცერტს გამართავს. მასთან ერთად წარმოდგენილი იქნება JustQuartet – სიმებიანი მუსიკის ოსტატები, მისი სულ ახალი ბენდი და ფერადკანიანი ბექები რომლებიც,მუსიკოსის სიმღერებს კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენენ. დასწრება თავისუფალია. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

LOUDspeakers live – LenoSessoins #2

LenoSessions #2 ივენთზე წარმოგიდგენილი იქნება LOUDspeakers. კონცერტის უმაღლესი ხარისხით გასახმოვანებლად შერჩეულ იქნა LenoRecords-ის ხმის ჩამწერი სივრცე, რის გამოც ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა