7
Feb
2020

#სადანროგორ: ღონისძიებები 7 – 9 თებერვალი

7 Feb 2020

თებერვლის მეორე ვიქენდზე თბილისში მშვენიერი განწყობა იგრძნობა. სწორედ იმიტომ, რომ ამ კვირის ლაინაფი ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანია, რჩეული ივენთების ამორჩევა გაგვიჭირდა, თუმცა, ჩვენი გემოვნებით საუკეთესოებს მაინც შემოგთავაზებთ:

 

BASSIANI / HOROOM: SPIELRAUM NIGHT

SPIELRAUM ამსტერდამის კლუბ RADION-ში დაფუძნებული ქვიარ ღამეების სერიაა, რომლის მიზანია ელექტრონული მუსიკის სცენისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური სივრცე შექმნას, სადაც განსხვავებული ადამიანები ერთად ყოფნისას კომფორტულად იგრძნობენ თავს. კლუბის მთავარ სივრცეში HERRENSAUNA-ს დამფუძნებელი და რეზიდენტი დიჯეი MCMLXXXV და KI/KI, ხოლო HOROOM-ის ოთახში AFRA და POLLY F-ს მოსმენა იქნება შესაძლებელი. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და დავით ალადაშვილის კონცერტი

8 თებერვალს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს თბილისის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, რომელსაც უდირიჟორებს მაესტრო დავით მუქერია. პროგრამაშია ცნობილი ჩეხი კომპოზიტორის ანტონინ დვორჟაკი სიმფონია N9 „ახალი სამყაროდან“, რომელიც სიმფონიური რეპერტუარის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებადაა მიჩნეული და პეტრე ჩაიკოვსკის კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის N1, რომელსაც შეასრულებს ნიუ იორკის ჯულიარდის მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებული, პიანისტი დათუნა ალადაშვილი. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Live // Anushka . Nasi . Dea

8 თებერვალს პოლიტიკა სამ სხვადასხვა მიმართულების მუსიკოსს: ანუშკა ჩხეიძეს, ნაზი ჭავჭავაძესა და დეა ბეჟუაშვილს უმასპინძლებს. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Red Light Night Hosted by Anna Dolidze & Niko’s Podcast

ბარ ამბავში გრძელდება საუბრები “შინაგანი პროტესტის” შესახებ და ამჯერად უკვე ანა დოლიძე უმასპინძლებს ნიკო ნერგაძეს. როგორც ივენთის აღწერაში გვპირდებიან, ,,ამბოხის” შემდეგ “ნიკოს პოდკასტი” შემოგთავაზებთ შესაფერის მუსიკას – დასალევად, წასაცეკვებლად.. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI 中 G2: CLINICAL HATES ❚ DOWNWELL ❚ MORDECAI

8 თებერვალს G2-ში ადგილობრივი ტექნო სცენის ახალგაზრდა წარმომადგენლები წარდგებიან: დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლ ORACULO RECORDS-ის ოჯახის წევრი გიორგი ყოლბაია პროექტით DOWNWELL, ვანო ფიფია სასცენო სახელით CLINICAL HATES და ლუკა ფიფია იგივე MORDECAI. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

YOUNG GEORGIAN LOLITAZ @ Woland’s Speakeasy

9 თებერვალს, 20:00 სთ-ზე Woland’s Speakesy ქართულ ინდი როკ ჯგუფს Young Georgian Lolitaz-ს მასპინძლობს. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს. 

ჯამბაზები / Pagliacci

8-9 თებერვალს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი რუჯერო ლეონკავალოს ოპერას “ჯამბაზები” წარმოგვიდგენს. დასაწყისი 19:00 სთ-ზე. მეტი დეტალის სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

განხილვა