14
Feb
2020

#სადანროგორ: ღონისძიებები 14-15 თებერვალი

14 Feb 2020

მოხდა ისე, რომ დღეს პარასკევია, 14 თებერვალი და ხო.. #სადანროგორ-ის დღე. ალბათ მიხვდებოდით, რომ სიყვარულის დღეს “სასიყვარულო” ივენთები უნდა შემოგთავაზოთ, თუმცა, არც იმათ დავტოვებთ ნაწყენს, ვინც ამ დღეს არ აღნიშნავს. ასე რომ, წარმოგიდგენთ კვირის საუკეთესო ღონისძიებებს და, რაც მთავარია, ძალიან ბევრ სიყვარულს გისურვებთ!

 

The Music of Chet Baker “For Lovers”

ჯაზისა და სიყვარულის კომბინაცია რომ განსაკუთრებულია, მგონი, ეს ყველამ იცის. ჰოდა, ზინგერი 14 თებერვალს საოცარი მუსიკოსის, ჩეთ ბეიკერის შემოქმედებას გთავაზობთ! მოკლედ, ვისაც ჯაზი გიყვართ, მგონი რომ, უკვე იცით, სადაც უნდა გაატაროთ ეს საღამო.. ბილეთებისთვის, ეწვიეთ ბმულს. 

Acoustic Love

დღეს საღამოს არც “ამოდი” აპირებს უმოქმედოდ ყოფნას და ამიტომაც Young Georgian Lolitaz-ის საღამოზე გეპატიჟებათ. მეტი დეტალისთვის, ეწვიეთ ბმულს. 

Sazamtro ~ ანუ სიყვარული წმინდა მთაზე

მზესუმზირის კომუნამ გადაწყვიტა, მთაწმინდის სამფლობელო ერთი დღით სიყვარულის მთად გადააქციოს და დღეს სწორედ რომ აქ გეპატიჟებათ. თუ როგორ აპირებს ამას, თავად ნახავთ, ჩვენ კი ბილეთებს შემოგთავაზებთ.

Valentines day with MF Robots at Republic

14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს რესპუბლიკაში MF Robots წარდგება. როგორც ღონისძიების აღწერაში გვეუბნებიან ორგანიზატორები “სახელი უკვე წარმოდგენას იძლევა რაოდენ ორიგინალურ, ექსპანსიურ მუსიკასა და მუსიკოსებთან გვაქვს საქმე.” მოკლედ, რესპუბლიკა ძალიან კარგ საღამოს გვპირდება და აი, ბილეთების ლინკიც. 

BASSIANI / HOROOM: ANTIGONE ■ NEWA ■ DAVIS ■ HAMATSUKI■MERCURRIO

და თუ თქვენთვის სიყვარულს კლუბური მუსიკა უხდება, ამ საღამოს ბასიანი გიმასპინძლებთ. დღეს BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი ANTIGONE და NEWA-ს დაეთმობა. ANTIGONE პარიზელი დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც ბოლო წლებში თანამედროვე ტექნო სცენის მნიშვნელოვან პერსონად ჩამოყალიბდა. NEWA დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ტექნო არტისტია, რომელიც ძალიან მოკლე დროში საერთაშორისო მუსიკალური სცენის ღირსეულ მონაწილედ იქცა. ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს. 

მძინარე მზეთუნახავი / The Sleeping Beauty

სიყვარულის დღის გასატარებლად ოპერა არაჩვეულებრივი ადგილია. 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი “მძინარე მზეთუნახავს” წარმოგიდგენთ. ბილეთებისთვის გადადით ბმულზე. 

Singles Party – Valentines Day

თუმცა, მათ რა დააშავეს, ვისაც მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია? როგორც საღამოს ორგანიზატორები იუწყებიან, “ეს საღამო ერთი სოციალური შრიალია უიარლიყო გოგოებისთვის და ბიჭებისთვის, იმათთვის, ვინც დაიწყეს და დაამთავრეს, ვინც იწყებს, ვინც არ იცის რომ იწყებს ან არ/ვერ იწყებს..” მოკლედ, აი ამგვარ ხალხს, კაი “ამბავი” გელით!

Zagareli/Kordz/DRO/Eko/SvanSikh/Nikakoi/Tusia Beridze/Anushka

ვალენტინობა კი ჩაივლის, თუმცა მას უმშვენიერესი ღონისძიებები მოჰყვება შემდგომ. სწორედ ამგვარია 15 თებერვალს მონოჰოლში დაგეგმილი საღამო, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. არტისტებს ფოტოზე დაინახავთ, ბილეთების შეძენა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.

RED LIGHT NIGHT hosted by MokuMoku

ლიმბოში 15 თებერვალს დიდი ამბავი გელით – სასიყვარულო განწყობა თურმე ისევე გრძელდება ჩვენს ქალაქში, როგორც ახალი წელი.. ჰოდა, ამ საღამოს ლიმბოში MokuMoku იზრუნებს თქვენს რომანტიკულ განწყობაზე. მეტი დეტალისთვის ბმულს ეწვიეთ.

განხილვა