in

#სადანროგორ: ღონისძიებები 21-22 თებერვალი

თებერვალი იწურება – სულ მალე გაზაფხულს შევეგებებით და ნამდვილად გვმართებს, კიდევ ერთი ზამთარი მხიარულად გავაცილოთ. სწორედ ამიტომ, კვირის ბოლოს საუკეთესო ღონისძიებებს გთავაზობთ. აი, ისინიც:

BOG
BOG

 

The BearFox – OneSmallGig@Fabrika

ახალი პროექტის OneSmallGig@Fabrika • ფაბრიკა ფარგლებში, ამიერიდან ცნობილი და უცნობი არტისტები Black Dog Shop-ში დაუკრავენ ხოლმე. პროექტის პირველ ღონისძიებაზე ყველასთვის საყვარელი The BearFox დაუკრავს. დასაწყისი 21:00 სთ, დასწრება კი – თავისუფალია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Niaz Diasamidze-33ა at ”Silk Factory Studio”

21 თებერვალს Silk Factory Studio ნიაზ დიასამიძესა და 33ა-ს უმასპინძლებს. ვისაც ფოლკ-როკ-რეგეს სინთეზი და ქართული საკრავების უნიკალური ჟღერადობა ხიბლავს, ნამდვილად უნდა დაესწროს ამ ღონისძიებას. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: HELENA HAUFF ■ KANCHELI ■ NDRX ■ AZIM FATHI

Bassiani ამ პარასკევს ერთ-ერთ აქტუალურ დიჯეის, Helena Hauff-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მთავარ სცენაზე დაუკრავენ Kancheli და NDRX. Hoorom-ის სცენაზე კი Azim Fathi, HVL და Ninasupsa წარდგებიან. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI 中 SHDW & OBSCURE SHAPE ❚ KLANGKUENSTLER ❚ JORJICK ❚ ROMAN

21 თებერვალს KHIDI-ს მთავარ სცენაზე დაუკრავს ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული, ლეიბლ FROM ANOTHER MIND-ის დამფუძნებელი გერმანული დუო SHDW & OBSCURE SHAPE, Marco Blaesi-სა და Luigi Urban-ის შემადგონლობით. მათთან ერთად წარდგებიან: ასევე გერმანული სცენის წარმომადგენელი, ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი KLANGKUENSTLER და ქართული სცენის პიონერი არტისტი გიორგი ჟორჟოლიანი იგივე JORJICK. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

COLIBRI: FRED P • NIKA J • 98DOTS

21 თებერვალს კლუბი კოლიბრი ჰაუს მუსიკის ლეგენდარულ წარმომადგენელს Fred P-ის უმასპინძლებს. Fred P -ის ოც წლიან კარიერას Resident Advisor-ზე ერთი სიტყვით აფასებენ და „Deep“-ს, მის ჰაუს მუსიკას კი მოგზაურობას უწოდებენ, მოგზაურობას სხვა სამყაროში. Fred P-სთან ერთად კლუბ @Colibri-ში დაუკრავენ ქართველი არტისტები: Nika J და 98dots. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

DECODER: RICHIE HAWTIN / CLAIRE MORGAN / THE FOREST

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER, 3 წლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად უმასპინძლებს თანამედროვე ტექნო სცენის ლეგენდას – Richie Hawtin-ს. მისი სეტები გაჯერებულია ღრმა ჟღერადობით და დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიზიციების ავტორია. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

სიმფონიური მუსიკის კონცერტი

22 თებერვალს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ კონცერტს, რომელიც მიძღვნება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლის თარიღს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, პიანისტი გიორგი გიგაშვილი და მთხრობელი დავით პატარიძე. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში, უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის

Instagram-ის ამ ფილტრებით აფრიკელი ღმერთის სახე შეგიძლიათ მიიღოთ