in

#სადანროგორ: ღონისძიებები 6-8 მარტი

მარტის პირველ უქმეებზე გვაქვს პატივი, შემოგთავაზოთ საუკეთესო ღონისძიებები და აი ისინიც:

 

Beka Gochiashvili presents

6 მარტს რესპუბლიკის ივენთ ჰოლში ჯაზის მოყვარულებს დაუვიწყარი საღამო ელით. მსმენელს ბექა გოჩიაშვილი ჯაზის ვირტუოზებს წარუდგენს. საღამოს კი შემდეგ DJ მიშო ურუშაძე გააგრძელებს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს

BASSIANI / HOROOM: DJ STINGRAY ■ HECTOR OAKS ■ PARRISH SMITH

6 მარტს BASSIANI-ს მთავარ სცენაზე წარდგებიან: DJ Stingray / Héctor Oaks / parrish smith, Horroom-ში კი: Hamatsuki / Mercurrio / Ika. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

KHIDI 中 GRIESSMUEHLE NACHT

6 მარტს KHIDI წარმოგიდგენთ ბერლინური კლუბ GRIESSMUEHLE-ს შოუქეისს. 8 წლის მანძილზე GRIESSMUEHLE მყარად იკავებს ადგილს ბერლინის მოწინავე კლუბების სიაში და ხშირად მასპინძლობს 48 საათიან საკლუბო ღამეებს, რომლებზეც არაერთხელ დაუკრავთ KHIDI-ს რეზიდენტებს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Matthias Meyer / Art Hall Venue

7 მარტს Art Hall Venue წარმოგიდგენთ – ლეგენდარული ბერლინული Watergate Club-ის რეზიდენტს Matthias Meyer. ქართული სცენისთვის კარგად ნაცნობი 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი არტისტი, რომლის ტრეკებიც ბევრი ქართველი დიჯეის სეტში ხშირად ჟღერს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Mzesumzira Showcase at Dedaena Bar

7 მარტს დედაენის ბარი მზესუმზირის შოუქეისს წარმოგვიდგენს. მსმენელს Alfreda Stieglitz მუსიკალური სელექციით გაუხალისებს საღამოს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

International Women’s Day at Singer

თუკი 8 მარტი ჯერ არ დაგიგეგმავთ და თანაც ჯაზის მოყვარული ხართ, მაშინ ეს საღამო ნამდვილად ზინგერში უნდა გაატაროთ. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

საოჯახო სასტუმრო “ზე ბოლთას” ბრენდინგი – ტერაბანკის პროექტი ქალი მეწარმეებისთვის

რა მარკის მსუბუქ ავტომობილებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში? – ავტოიმპორტის სტატისტიკა