in

#სადანროგორ დაუსწრებლად!

ამ რუბრიკის ავტორი არასდროს იფიქრებდა, რომ მსგავსი ფორმატის #სადანროგორ-ს შესთავაზებდა მკითხველს, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი ხდება.. ჩვენ კი, ამ არც თუ ისე მარტივ პერიოდში ისღა დაგვრჩენია, შექმნილ მდგომარეობასთან ვადაპტირდეთ, ცოტა ხნით გარეთ გასვლაზე უარი ვთქვათ და გართობის/დროის გაყვანის “შინაურულ” ხერხებს მივმართოთ. შეიძლება, 1 კვირის წინ წასვლა რომელიმე კლუბში გქონდათ დაგეგმილი და ეს გეგმა გადაგედოთ, თუმცა, აბა დაფიქრდით, რამდენი ხანია, თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად დომინო, კარტი, ჭადრაკი ან სხვა, მსგავსი თამაში არ გითამაშიათ? რასაკვირველია, ხმაურიანი პარასკევი საღამოები სულ სხვაგვარი გვახსოვს, თუმცა, თუკი მოვლენებს მეორე მხრიდან შევხედავთ, სწორედ ახლა გვაქვს დრო, გავიხსენოთ ის, რასაც ადრე ვაკეთებდით და დროებით ჩვენთვის უჩვეულო ცხოვრებას მივყოთ ხელი.

 

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ სახლში ნაყოფიერად დროის გაყვანის ერთ-ერთი ეფექტური ხერხი წიგნების კითხვაა. თუმცა, ალბათ, ძალიან ბევრ ადამიანს ამ პერიოდისთვის წიგნები არ მოუმარაგებია. მათთვის კარგი ამბავი გვაქვს! გთავაზობთ რამდენიმე შეთავაზებას, რომლებითაც წიგნების კითხვას კვირების და თვეების განმავლობაში ელექტრონულად უფასოდ შეძლებთ:

Lit.ge

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა მიეცემა lit.ge-ზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2 093 ელექტრონულ წიგნზე.

Lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

  • მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);
  • ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს “სამკითხველოს” გვერდზე, სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;
  • პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;
  • სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი;

საბა

16 მარტიდან, 1 თვის განმავლობაში, გამომცემლების უპრეცენდენტო მხარდაჭერით, უფასო წვდომა ყველა მომხმარებელს საბას მთელ ბიბლიოთეკაზე ექნება. ამისათვის კი, საჭიროა, გადმოწეროთ აპლიკაცია. (ანდროიდზე, iOS-ზე)

სულაკაურის გამომცემლობა

სულაკაურის გამომცემლობა ზრუნავს მოსწავლეებზე და სამთვიან უფასო წვდომას აძლევს მათ ყველა ციფრულ სასწავლო რესურსზე, რომელიც მოსწავლეებს სჭირდებათ ან აინტერესებთ. ამისათვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ sulakauri.edu.ge-ზე და პირველ აპრილამდე გაააქტიუროთ სამთვიანი უფასო წვდომა.

ფეხბურთის ფედერაცია, კორონავირუსთან საბრძოლველად, 100 000 ლარს გამოყოფს

აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, სადაც თხევადი რკინა წვიმს