25
Apr
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 25-30 აპრილი

25 Apr 2019

დღეს ხუთშაბათია, თუმცა, ეს დღე ამ კვირის პარასკევად თამამად შეიძლება ჩაითვალოს. სააღდგომო დასვენებამდე სულ ცოტა დრო რჩება და თუ ჯერ კიდევ არ იცით, #სადანროგორ გაატაროთ თავისუფალი დრო, გადახედეთ ჩვენი ღონისძიებების მრავალფეროვან line-up-ს:

Fukte / ფუქტე – Sŭāsum

25 აპრილს 19:00 სთ-ზე პატარა გალერეა წარმოგიდგენთ მუსიკალურ პერფორმანსს, სახელწოდებით “ფუქტე.” იგი იტალიელი თვითნასწავლი ექსპერიმეტული მუსიკოსის და ნოიზ პერფორმერის ფაბრიციო დე ბონის სოლო პროექტია, რომელიც 2004 წელს დაიწყო. დეტალური ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს. 

BASSIANI / HOROOM: HVL ■ JASSS ■ JD J ■ MACHINE WOMAN ■ DRESVN ■ BUTTECHNO ■ LEVAN SHANIDZE ■ MERCURRIO

25 აპრილს ბასიანი  HVL-ის ალბომს Rhythmic Sonatas შესთავაზებს მსმენელს. მსმენელთა წინაშე ასევე წარდგებიან Buttechno, JASSS და JD J. “ჰორუმის” ოთახში კი  Machine Woman, Levan Shanidze, Dresvn და Mercurrio დაუკრავენ. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბასიანის საიტს.

Vakis Parki At Hard Rock Cafe Tbilisi

ჰარდ როკ კაფე ცნობილი ქართული ბენდის, ვაკის პარკის საღამოზე გეპატიჟებათ. კარგად ნაცნობი ჰიტების მოსმენა 26 აპრილს საზოგადოებას 21:30 სთ-დან შეეძლება.

ლაშა თოფურია ბარი-ბარში

26 აპრილს 21:00 სთ-დან ბარი-ბარში ლაშა თოფურიას საღამოს უმასპინძლებს. საზოგადოებას ბარი სიმღერათა აკუსტიკური ვერსიების მოსასმენად ეპატიჟება. დასწრება თავისუფალია.

ჯაზის საერთაშორისო დღე

30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა! სწორედ ამიტომ, ამ დღეს 19:30 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯაზის საერთაშორისო დღე საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ბენდის „Irakli Louis Ambassadors’’-ისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით აღინიშნება. ბილეთების ფასი კი 5-დან 20 ლარამდე მერყეობს.

მე, კლოდ მონე

ამირანის კინოთეატრი კინომოყვარულებს და არამხოლოდ, 30 აპრილს 19:30 სთ-ზე წარმოგიდგენთ ფილმი-გამოფენის კინოჩვენებას სახელწოდებით, “მე, კლოდ მონე”. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.

განხილვა