2
May
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 2-5 მაისი

2 May 2019

განახლებული კინოჩვენებები, ღია ცის ქვეშა ღონისძიებები და საცეკვაო ივენთები სწორედ ისაა, რაც ქალაქს გაზაფხულის მოსვლასთან ერთად მოუმრავლდა. დიახ! განტვირთვის ვარიანტების რიცხვი გაიზარდა და თუკი ჯერ კიდევ არ იცით, სად გაატაროთ თქვენი ძვირფასი თავისუფალი დრო, აუცილებლად გადახედეთ Marketer.ge-ს მიერ მომზადებულ ღონისძიებათა “ლაინ აფს”:

 

Klammklang Tbilisi w/ Mana (Hyperdub, IT)

2 მაისს ახალი ბარის – ბუდკას გახსნა განსაკუთრებული ღონისძიებით იგეგმება. იგი წარმოგიდგენთ კოლაბორაციას ციმბირში დაარსებულ ლეიბლთან Klammklang. KK-ს სადებიუტო გამოსვლაში საქართველოში მონაწილეობას მიიღებენ ბერლინელი არტისტი Aseptic Stir და ექსპერიმენტალური არტისტი რუსეთიდან KP Transmission, მექსიკელი ხმის მკვლევარი და მულტიდისციპლინარული არტისტი Hugo Esquinca და ლეიბლის მფლობელები Julia & Stas aka Impossible Territories, რომლებიც კოლექტიურ იმპროვიზაციას მოაწყობენ. საღამოს განსაკუთრებული სტუმარია იტალიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი Daniele Mana. მისი სადებიუტო ალბომი Seven Steps Behind ახლახანს გამოვიდა ლეიბლზე Hyperdub-ი. ბუდკას მონახულების მსურველებს გეტყვით, რომ დასწრება თავისუფალია.

ARTBAT/ MARC ROMBOY / 9EYE

3 მაისს აბრეშუმის ქარხანა ელექტრონული მუსიკის ცნობილ დუეტს – ARTBAT-სა და გერმანელ დიჯეისა და კომპოზიტორ Marc Romboy-ს უმასპინძლებს. ღონისძება ღამის 10 საათიდან დილის 8 საათამდე გაგრძელდება. დასწრების მსურველებს ბილეთების ყიდვა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.

ბოჰემური რაფსოდია – მზიურის თავისუფალი კინოჩვენება

3 მაისს, საღამოს 19:40 სთ-ზე მზიურის თავისუფალი კინოჩვენებების სეზონს “ბოჰემური რაფსოდია” გახსნის. როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, ფილმის დასრულებისთანავე ნებისმიერ მსურველს მიეცემა ფილმის შესახებ აზრის გამოთქმის საშუალება და დაგროვილი ემოციების გაზიარების შესაძლებლობა.

KHIDI 中 DIESEL NIGHT WITH INVOLVE RECORDS: REGAL ❚ FABRIZIO RAT ❚ Z.I.P.P.O ❚ EDUARDO DE LA CALLE ❚ L8

3 მაისს კლუბი KHIDI წარმოგიდგენთ DIESEL NIGHT WITH INVOLVE RECORDS რომელზეც დაუკრავენ კლუბის რეზიდენტი ესპანელი დიჯეი REGAL და ფრანგი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი FABRIZIO RAT. მათთან ერთად დაუკრავს INVOLVE RECORDS-ის ოჯახის წევრი და ლეიბლ FIDES-ის დამაარსებელი Giuseppe Maffei პროექტით Z.I.P.P.O. G2-ში დაუკრავს მადრიდში მოღვაწე არტისტი Eduardo de la Calle. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

BASSIANI / HOROOM: DAX J ■ THE HORRORIST ■ NEWA ■ YOSSI AMOYAL

3 მაისს BASSIANI ბერლინში დაფუძნებულ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერსა და დიჯეის DAX J უმასპინძლებს. Dax J-თან ერთად, მსმენელს BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ოლივერ ჩესლერის პროექტის, The Horrorist-ის ლაივის მოსმენაც შეეძლებათ. კლუბის მთავარ სცენაზე გამოვა ქართველი ტექნო არტისტი NEWA-ც. რაც შეეხება Horoom-ს, აქაურობა Yossi Amoyal-სა და Mercurrio-ს დაეთმობა. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბასიანის საიტს.

Stefan Biniak @Elektrowerk

4 მაისს Elektrowerk მსოფლიოში აღიარებულ გერმანელ დიჯეის – Stefan Biniak-ს უმასპინძლებს, რომელიც ცნობილია თავისი ჰარმონიული ტექნო ჰანგებით. ბილეთის საწყისი ფასი 25 ლარია და მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც tkt.ge-ზე, ისე eventer.ge-ზეც.

Richard Bona & Tbilisi Symphony Orchestra

5 მაისს, ჯ.კახიძის მე-5 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება და მას ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავი, ბას-გიტარისტი – რიჩარდ ბონა გახსნის. კონცერტი გაიმართება თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. ბილეთების ფასი 25 ლარიდან იწყება და მათი შეძენა შეგეძლებათ მოცემულ ბმულზე. 

განხილვა