9
May
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 9-12 მაისი

9 May 2019

მანამ, სანამ მაისი დასვენების დღეებით განებივრებთ, თამამად შეგიძლიათ, კარგ ღონისძიებებს მეტი დრო დაუთმოთ.. თანაც ამ კვირაში ნამდვილად არგამოსატოვებელი ივენთები გელით. Marketer.ge კი ამჯერადაც თქვენს სამსახურშია და მათ ტრადიციულად გთავაზობთ:

Muzzzle: Dro // Cozy K // Sagga [The Spoon] live at BS76

9 მაისს 21:00 საათზე Backstage76 ქართველი მუსიკოსების პროექტებზე გეპატიჟებათ: “Dro” – სანდრო ფოფხაძის თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტია, “Cozy K” – ნიკა ცქიტიშვილის პროექტია, რომელიც ხაზს უსვამს მუსიკის ლირიკულ ასპექტს გემოვნებიანი მუსიკის აკომპანიმენტით, ხოლო “$agga [The $poon]” – არის გოგი ჩაჩანიძის პროექტი, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია პროდაქშენზე და თანამედროვე ჰიპ-ჰოპის გასართობ ჟღერადობაზე. საღამოზე დასწრების საფასური 15 ლარი იქნება.

პოკემონი: დეტექტივი პიკაჩუ

და აი ისიც, ანიმაცია პიკაჩუს ეკრანიზაცია, სახელწოდებით “პოკემონი: დეტექტივი პიკაჩუ” ქართული კინოთეატრების ეკრანებზე 9 მაისს გამოვა. სეანსებისა და ფასების სანახავად გადადით ბმულზე. 

KHIDI : 999999999 | Black Asteroid | Acierate & Tham | Sevda | Digital Groove Affair

10 მაისს კლუბი KHIDI ბერლინულ კლუბ GRIESSMUEHLE-ის 8 წლის იუბილეს უმასპინძლებს. კლუბი ამ დღეს იტალიურ ეისიდ ტექნო დუეტს 999999999-ს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე მთავარ სცენაზე წარსდგებიან Black Asteroid და Acierate & Thamხოლო G2-ში კი Sevda და Digital Groove Affair.

I Pre-Sale: 30 GEL
II Pre-Sale: 40 GEL

Door: 40 Gel

Sukhishvili ASSA • IKA • Daniel Berhane

10 მაისს, ,,რესპუბლიკა” და “Club Iveria” წარმოგიდგენთ სუხიშვილების პროექტს “ასსას” წარმოგიდგენთ, რომელიც ქართული ნაციონალური ბალეტის საკლუბო ვერსიაა. საღამოზე ასევე წარსდგებიან Future Funktion-ის კოლექტივის წევრი IKA დაბერლინელი დიჯეი Daniel Berhane. დასადგომი ბილეთების ფასი 40ლ-დან 60ლ-მდე მერყეობს, დასაჯდომი კი 100ლ-დან 200ლ-მდე.
ჯგუფი “არა”
11 მაისს, “ELEKTROWERK”-ში ჯგუფი “არა” თავიანთი ბოლო ალბომით “რატომ მომიყვანეთ” წარსდგება. მათ შემდეგ კი რთველი პროდიუსერისა და დიჯეის, დემეტრე მამულაშვილისა და ნოე კვირკველიას Electro პროექტი – May Moon გაჟღერდება. ბილეთების ფასი 15 და 20 ლარია.

𝐓𝐛𝐢𝐥𝐢𝐬𝐢 𝐑𝐞𝐭𝐫𝐨 𝐆𝐚𝐦𝐢𝐧𝐠 ❙ 𝐅𝐚𝐛𝐫𝐢𝐤𝐚

11 მაისს ფაბრიკაში ძველი და ყველასთვის საყვარელი თამაშების თამაში შეგეძლებათ. ფაბრიკაში ტეკენი, მარიო, კონტრას ბიჭები და სხვები გელოდებიან. ორგანიზატორები 𝐒𝐮𝐩𝐞𝐫 𝐌𝐚𝐫𝐢𝐨 𝐁𝐫𝐨𝐬-ს პირველ ლეველის მაქსიმალური ქულების დამგროვებელს “𝐓𝐄𝐓𝐑𝐈𝐒-ს” აჩუქებენ. მოკლედ, თუ თქვენ ეს ყველაფერი მოგენატრათ, გირჩევთ ფაბრიკას ეწვიოთ!

A World Beyond: Trotsky | Luka Metreveli

11 მაისს, პარამპას საცეკვაო სივრცეში დაუკრავს ორი ქართველი არტისტი – ლუკა მეტრეველი, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა სახელის მიღმა: L8, Purple Papa თავისი საუკეთესო ნამუშევრებით, და რატი ხაზალია, იგივე „Trotsky“,რომელიც თავის მუსიკას კომპლექსური ხასიათითა და დელიკატური შტრიხებით გამოარჩევს. ბილეთების ფასი 15 ლარია. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული. 

HELLADOS

9 მაისს ახმეტელის თეატრში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების “ჰელადოსი” პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი აზერბაიჯანელმა რეჟისორმა დადგა. ბილეთების ფასი 10 ლარია. მათ შეძენას აღნიშნულ ბმულზე შეძლებთ.

განხილვა