in

#სადანროგორ: ღონისძიებები 16-21 მაისი

თუკი თქვენმა კრეატივმა ფრთები შეკვეცა, თუკი გადაღლილობისგან აღარ იცით, რა ქნათ, თუკი გრძნობთ, რომ განტვირთვა უსაშველოდ სწყურია თქვენს სულს (არანაკლებ ხორცს), მაშინ აქ სწორად მოხვდით. ჩვენ კი გეტყვით და გაგახარებთ, რომ ღონისძიებების კუთხით ასეთი მრავალფეროვანი კვირა კარგა ხანია, არ ყოფილა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, თავად ნახეთ Marketer-ის მიერ გაფილტრული ღონისძიებათა “ლაინ აფი”:

John Wick: Chapter 3 – Parabellum

და აი ისიც, თქვენთვის საყვარელი ჯონ ვიკი ქართულ კინოთეატრებს მესამე ნაწილით უბრუნდება. ლეგენდარული კიანუ რივზი კიდევ ერთხელაა მზად თავგადასავლებში გაგხვიოთ. სეანსებისა და სხვა დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს.  

ავიშაი კოენი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი • კახიძის მუსიკალური ცენტრი

17 მაისს, ჯ.კახიძის სახელობის მე-5 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავის, კონტრაბასისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის ავიშაი ქოენის კონცერტი თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. საღამო 20:00 სთ-ზე დაიწყება. ბილეთებისა და სხვა დეტალებისთვის გადადით ბმულზე. 

ინოლა გურგულიას შემოქმედებითი საღამო

17 მაისს ტერავაინი ინოლა გურგულიას შემოქმედებით საღამოს მასპინძლობს. მასში მონაწილეობას მიიღებენ: ია შუღლიაშვილი, დათო შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი, მაგდა ნიკოლეიშვილი, მალალო ლორთქიფანიძე, ნათია ბუბაშვილი, ტრიო “ბალადა”. კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერების მოსმენას ტერავაინში საღამოს 8 საათიდან შეძლებთ.

4GB 2019

წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 4GB დაბრუნდა. წელს იგი 17 -18 და 24-25 მაისს ჩატარდება, ტრადიციულად – საგურამოში. არტისტების სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

ღამე მუზეუმში ◆ Night at the Museum

მუზეუმის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად საქართველოს საგამოფენო სივრცეები ღამით გაიხსნება. საზოგადოებას საშუალება ექნება, ღამით მიიღონ ინსპირაცია და ნახონ ის, რაც აქამდე მხოლოდ დღისით თუ ჰქონდათ ნანახი. ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში 21:00-დან 01:00 საათამდე ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.

HOROOM: ■ GIVI GELASHVILI ■ KRAUMUR

18 მაისს HOROOM-ის ოთახი ახალი თაობის არტისტებს GIVI GELASHVILI-სა და KRAUMUR-ს უმასპინძლებს. ორივე მათგანს მსმენელი მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური სელექციით იცნობს. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბასიანის ოფიციალურ ვებგვერდს. 

BS76 Open Air Stage // Bedford Falls Live.

ქართული ჯგუფის, Bedford Falls-ის მოყვარულებს 19 მაისს Backstage 76-ში საშუალება ექნებათ, მოისმინონ მათი ტრეკები. ბილეთები ტრადიციულად კარზე გაიყიდება და მათი საფასური 10 ლარი იქნება.

ბექა, მაიკი და მეგობრები

20 მაისს უღრან ტყეში ბექა გოჩიაშვილი, მაიკ მიჩელი, ლევან დეისაძე, მიშო ურუშაძე და სპეციალური სტუმარი საღამოს გამართავენ. ისინი Hip Hop, House, Jazz, Funk, Fusion კომპოზიციებს შეასრულებენ. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. 

გესმის კედელი?

“ინდიგო” და კლუბი “მტკვარზე” საზოგადოებას წვეულებაზე იწვევენ. “ამ საღამოს ვაქრობთ ყველა გამოსახულებას და ვუსმენთ. აღვიქვამთ შეხებით და დისტანციის გამოთვლას, სიბნელეში ყოფნას ვსწავლობთ.” – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში. ცნობილია, რომ სივრცეში ორიენტაციის სემინარს სტუმრებისთვის მობილობის ტრენერი, ზურა ჭანტურია გაუძღვება. სემინარის შემდეგ, გაიმართება ფილმის ჩვენება. წვეულებაზე დასწრება თავისუფალია.

თბილისში საერთაშორისო ბიზნეს კონსულტანტი გარეტ ჯონსტონი ჩამოდის

როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები გართობის საშუალებით?