ყველგან შეიძლება სმარტფონის გამოყენება, ინტერნეტ სივრცის თვალიერება და შეტყობინებების გაგზავნა, ყველგან და ყველა ვითარებაში, ავტომობილის მართვის პროცესის გარდა. ტელეკომპანია AXN–ი იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს შეუერთდა, რომლებიც თავიანთი ძალებითა და კამპანიებით ცდილობენ ებრძოლონ საჭესთან ყოფნისას ყურადღების ისეთ გამფანტველ საქმიანობებს, რაც შესაძლოა უბედური შემთხვევით დასრულდეს. არაერთი კამპანია და ვიდეორგოლი გვინახავს, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა კვლავაც აქტუალური რჩება. AXN–მა გადაწყვიტა მასაც ეცადა ბედი და 30 წამიანი ვიდეორგოლი გამოუშვა. რგოლში ნაგულისხმებია, რომ ყველგან მიღებული და გამართლებულია სმარტფონის გამოყენება, ყველგან ტაძარში ლოცვისასაც კი, ოღონდ არა ავტომობილის საჭესთან. ტელეფონით ხელში მლოცველ დედაოს არავისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია, ხოლო შეტყობინების კითხვით გართული მძღოლი ნამდვილად საკმაოდ ცუდი შედეგების მომტანია.













