სათამაშოების სამყარო ბავშვებისთვის რომ ნამდვილად ჯადოსნურია, ამაზე ალბათ ყველანი ვთანხმდებით. გმირები, რომლებსაც პატარები უმეგობრდებიან და იყვარებენ, მხოლოდ გასართობი საშუალება არ არის მათთვის. ისინი წლების განმავლობაში ჩვენი შვილების ნაწილნი ხდებიან, რომლებიც მათთან ერთად ატარებენ დროს, იძინებენ, სადილობენ, მიდიან ბაღში, სასეირნოდ და საერთოდ, ყველგან, სადაც პატარების ჟრიამულია, იქ მათი საყვარელი გმირებიც აუცილებლად ჩნდებიან.
სწორედ ამ თემატიკას მიუძღვნა თავისი ბოლო კამპანია სათამაშოების ქსელმა „პეპელა”. აგვისტოდან მოყოლებული, ოქტომბრის ჩათვლით, ბრენდმა სახალისო აქტოვობების მთელი სერია წარმოგვიდგინა, რომლითაც კიდევ ერთხელ გააცოცხლა ყველასთვის კარგად ნაცნობი გმირები და ისინი ახლებური, თავისებური ინტერპრეტაციით დაგვანახა. პეპელას შემოქმედებითმა გუნდმა ეს პერსონაჟები თბილისის ქუჩებსა და მნიშვნელოვან ობიექტებს მოარგო და ერთი სლოგანის ქვეშ გააერთიანა: „სად არ შეხვდებით ჩვენს გმირებს”.
მართლაც, ამ კამპანიის ფარგლებში, წითლებში ჩაცმული, ყველასთვის საყვარელი სპაიდერმენი შემთხვევით არ გამოჩენილა გმირთა მოედანზე, ის ხომ თავადაც სუპერგმირია! ცნობილი საკოლექციო ბრენდის, Hot Wheels-ის მანქანებმაც მთელი ქალაქის ქუჩები დაიპყრეს, მეტროში მგზავრობისას თუ ვიღაცამ უცებ „ექსპექტო პატრონუმ” დაიძახა, არ გაგიკვირდეთ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ჰარი პოტერი და მისი ერთგული მეგობრები სადღაც ახლოს არიან…
ჩვენ ყველანი ვაგროვებთ ლეგოს კოლექციას, მაგრამ ვიფიქრებდით ოდესმე, რომ ლეგოს პერსონაჟები რუსთაველის გამზირზე, ველოსიპედის ძეგლთან გამოგვეცხადებოდნენ? პეპელას კამპანიამ ესეც შესაძლებელი გახადა. ქალაქის სხვა ცენტრალურ უბნებში კი, იქ, სადაც ხშირად დაინახავთ ქუჩის მუსიკოსებს, 𝐁𝐎𝐍𝐓𝐄𝐌𝐏-ის მუსიკალური ინსტრუმენტებიც გამოჩნდა, რათა თბილისში ჯადოსნური მელოდიები გაჟღერებულიყო.
ეს ყველა მაგალითი არ არის. პეპელას კამპანიის ფარგლებში მრავალი ცნობილი სათამაშო განთავსდა თბილისის სხვადასხვა უბანში და იქაურობას თავისი კვალი დაატყო.
ამ კამპანიით „პეპელამ”, ერთი მხრივ, სათამაშოების ჯადოსნური სამყარო გაგვიცოცხლა, მეორე მხრივ კი, შეგვახსენა, რომ ეს გმირები ჩვენი ბავშვების ყოველდღიური ნაწილია და მათი ნახვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება, რომ ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. გარდა ამისა, მაღაზიათა ქსელმა თავისი პროდუქციის მრავალფეროვნებასაც გაუსვა ხაზი და გვაჩვენა, რომ აქ ნებისმიერ გმირთან შეიძლება დამეგობრება – იქნება ეს პერსონაჟი, ფაზლი, მანქანა თუ სხვა სათამაშო. ყველა გმირი, რომლებიც კამპანიაში მოხვდა, პეპელას მაღაზიებში იყიდება.
ყურადღებით იყავით! სადაც არ უნდა მიდიოდეთ, პეპელას გმირებს ნებისმიერ ადგილას შეიძლება წააწყდეთ!
[R]