in

ჟესტების ენის შესასწავლად, საბავშვო წიგნი ვირტუალურ რეალობას იყენებს

ტექნიკური ინოვაცია მცირეწლოვან ბავშვებს საკუთარი თავის გამოხატვაში დაეხმარება

ბრისტოლში დაფუძნებულმა სტარტაპმა Vika Books-მა შექმნა საბავშვო წიგნი, რომელშიც იმერსიული ტექნოლოგიებია გამოყენებული, რათა ბავშვებს ბრიტანული ჟესტების ენის (BSL) მეშვეობით შეეძლოთ კომუნიკაცია. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ისეთ ბავშვებსაც, რომლებსაც სმენის პრობლემა აქვთ.

“სად არის ჩიტი?” – ეს არის წიგნი, რომელიც დამატებით (AR) და შერეულ (XR) რეალობას აერთიანებს, რომლის მეშეობითაც პატარებსა და მოზრდილებს შორის კომუნიკაციის წახალისებაა შესაძლებელი, ვიდრე ბავშვი ლაპარაკს ისწავლის. ოჯახის წევრები კითხულობენ წიგნს, აჩვენებენ ბავშვს ილუსტრაციებს. შემდეგ კი, აპლიკაციის დახმარებით, ნახატს ანიმაციად გარდაქმნიან. მას თან ახლავს ვიდეო, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა გამოვიყენოთ ჟესტების ენა.

Vika-ს თანახმად, კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ჟესტები “ენის განვითარების ძირითადი ნაწილია” და წიგნის ტექნიკური ინოვაცია მცირეწლოვან ბავშვებს საკუთარი თავის გამოხატვაში დაეხმარება. “საუბრის სწავლა რთულია და შესაძლოა, იმედგამაცრუებელი იყოს მშობლისა და შვილისთვის. Baby BSL კი ბავშვს ადრეულ კომუნიკაციაში, ხარვეზის გადალახვაში ეხმარება” – აცხადებს კომპანია.

სავაჭრო ცენტრები გაიხსნა – ახალი რეალობა და 5 მიზეზი, რატომ უნდა წახვიდეთ „ისთ ფოინთში“

მსოფლიოს მასშტაბით 4.5 მილიონი PlayStation 5 გაიყიდა!