სად არის ქალის ადგილი? და საერთოდაც, არსებობს თუ არა მკაცრად განსაზღვრული ადგილი ქალისთვის? დღესდღეობით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები, რომელთა მიხედვითაც, ქალის საქმიანობა კონკრეტულ სფეროებს მოიცავს. ამავე ხედვით, ქალის შესაძლებლობები შეზღუდულია და ნებისმიერი საქმის კეთება არ შეუძლია.
The Body Shop-მა და Forbes Woman Georgia-მ გადაწყვიტეს, განსხვავებული გამოცდილების, ხედვისა და ასაკის ქალებისგან გაეგოთ პასუხი კითხვაზე, თუ სად არის ქალის ადგილი. ისინი გვიყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე, ასაკის მატებაზე, დაგროვილ გამოცდილებაზე, საკუთარ მიღწევებზე, გაბედულ მომენტებზე და, რაც მთავარია, იმაზე, რომ ქალის ადგილი არის ყველგან სადაც მათ სურთ!