in

სად და როდის გაანადგურებს NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს?

საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) უკვე არსებობის მესამე ათწლეულში გადავიდა და მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ იმაზე, რისი გაკეთებაც მას ჯერ კიდევ შეუძლია. თუმცა სადგური სამუდამოდ ვერ იარსებებს, რასაც NASA-ს მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშიც ეხმიანება — მასში დეტალურადაა აღწერილი ISS-ის დატოვების გეგმები. საკულტო სადგურის განადგურებას ათ წელზე ნაკლები დრო დასჭირდება…

სადგურის აწყობა 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც მოდულური სექციების უმეტესი ნაწილი კოსმოსში შატლის გამოყენებით წაიღეს. მართალია, ძირითადი სტრუქტურა 2010 წლისთვის დასრულდა, მაგრამ სადგური წლების განმავლობაში აგრძელებდა გაფართოებას. ახლა კი კოსმოსური სააგენტოების უმეტესობა მომავალს დაბალი დედამიწის ორბიტის კომერციულ დანიშნულებაზე ხედავს. ISS კი უკანა პლანზე გადადის.

იმისათვის, რომ განადგურების შემდეგ ISS კოსმოსურ საშიშროებად არ იქცეს, მას ატმოსფეროში ჩავარდნის საშუალება მიეცემა, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. NASA და მისი პარტნიორები 2020-იან წლებს კოსმოსურ სადგურზე მნიშვნელოვან კვლევებს, გრძელვადიან კოსმოსურ ფრენებს, კლიმატის ცვლილებებისა და ორბიტაზე მომავალი კომერციული საქმიანობის პოტენციური ზემოქმედების შესწავლას დაუთმობენ.

NASA-ს ანგარიშის თანახმად, ISS “სიკვდილისთვის” მზადებას 2030 წელს დაიწყებს. 2031-ში სადგური უკუქცევის წერტილს გაივლის, სადაც წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად ააჩქარებს კონსტრუქციის ვარდნას. სადგური იმდენად დიდია, რომ მისი მთლიანად დაშლა შეუძლებელი იქნება… ამრიგად, მაკონტროლებლებს მანევრირების საშუალება ექნებათ, რათა ISS წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, დაუსახლებელ ზონა SPOUA-ში მოაქციონ.

საგულისხმოა, რომ აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო უკვე მუშაობს “მთვარის კარიბჭეზე” — პატარა სადგურსა და საკომუნიკაციო კვანძზე, რომელიც ხელს შეუწყობს ეკიპაჟის ექსპედიციებს მთვარეზე და მის ფარგლებს გარეთ.

ინჟინრებმა ახალი დრონი ლეონარდო და ვინჩის მონახაზებით შექმნეს

რა იწვევს სოციალურ ქსელში „სქროლვაზე“ დამოკიდებულებას?