31
Jan
2019

ელექტრონული ასისტენტი დეპრესიაშია, რადგან ჩიპსის ჭამა არ შეუძლია

31 Jan 2019

Pringles-მა გადაწყვიტა, რომ წელს, „სუპერ თასი 2019-ზე“ თავის რეკლამაში ჭკვიანი მოწყობილობა აქციოს ვარსკვლავად. ვიდეორგოლში, სადაც ორი მეგობარი ერთმანეთში ურევს „პრინგლსის“ სხვადასხვა არომატის ჩიპსებს, „სევდიანი მოწყობილობა“ ამბობს: „სამწუხაროდ, მე არასდროს მქონია ჩიპსის გასინჯვის შესაძლებლობა. ხელები არ მაქვს, არც პირი, რომ დავაგემოვნო და არც სული, რომ ვიგრძნო“. სანამ ის საკუთარ ეგზისტენციალურ კრიზისზე საუბრობს, ერთ-ერთი ბიჭი მიმართავს: „მაგარია, დაუკარი “Funkytown“.

განხილვა