24
Sep
2019

რატომ ვგრძნობთ თავს უკეთ, როცა სევდიან მუსიკას ვუსმენთ?

24 Sep 2019

2018 წელს, ქანთრი მუსიკის ვარსკვლავმა, რიბა მაკენთაიერმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომ მისთვის, სევდიანი სიმღერების შესრულება, ყოველთვის ტკივილის მოშუშების ერთგვარი გზა იყო. რადგან სიმღერას დარდი გარეთ გამოაქვს, სიბნელიდან – დღის სინათლეზე“.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მაკენთაიერი იმ ერთ-ერთ ყველაზე საკამათო თემას შეეხო, რომლითაც ფსიქოლოგები, დიდი ხანია, დაინტერესებულები არიან: რატომ ანიჭებს სევდიანი მუსიკა ადამიანებს სიამოვნებას?

ბეთჰოვენიდან ბიტლზებამდე, ძალიან ხშირად, მსოფლიო შეყვარებულია სევდიან კომპოზიციებზე. და ეს ფენომენი არა თავად მუსიკიდან, არამედ ადამიანებიდან გამომდინარეობს – ჩვენ განვიცდით სევდიანი ფილმების, ლიტერატურული ნაწარმოებებისა თუ მელანქოლიური არტისტული გამოხატულებების განსაკუთრებულ გავლენას.

კი მაგრამ, რატომ? – ზოგიერთი მკვლევარი ამას „სასიამოვნო სევდასაც“ უწოდებს. რომ მაგალითად, სხვადასხვა ადამიანი, სევდიანი ხელოვნებიდან, განსხვავებული მიზეზით იღებს სიამოვნებას. „ერთი ცენტრალური მიზეზი, რომელიც ბოლოდროინდელ კვლევებშია ხაზგასმული, არის ის, რომ ამ დროს, ასეთი ხელოვნება, ჩვენთან ძალიან ახლოს მოდის ან სულაც, მოძრაობის სურვილს გვიღვიძებს“, – ამბობს ასოცირებული პროფესორი, იონა ვუოსკოსი, ოსლოს Department of Musicology-დან.

ვუოსკოსის ზოგიერთი კვლევა იმასაც ამბობს, რომ ძალიან ემპათიური ადამიანები მიდრეკილები არიან, რომ სევდიანმა მუსიკამ თუ ფილმებმა მათს ქმედებებზე გავლენა იქონიოს, რადგან „ემპათიის ასპექტები საკუთარი თავის ძლიერ იდენტიფიცირებასთანაა დაკავშირებული წიგნებისა თუ ფილმების ფიქციურ პერსონაჟებთან“, – ამბობს ის.

კვლევაში ისიც ნათქვამია, რომ მელანქოლიური მუსიკა თუ ხელოვნების სხვა მიმდინარეობები ფოკუსს ისეთ ემოციებზე აკეთებს, რომელსაც ბევრი ადამიანი, როგორც სასიამოვნოს, ისე აღიქვამს: ნოსტალგია, მშვიდობისმოყვარეობა და ოცნება.

შემდეგი ახსნა გულისხმობს იმას, რომ მელანქოლიურ ხელოვნებას სევდიანი გამოცდილების შემსუბუქება შეუძლია. სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის კვლევის ფარგლებში, გაარკვიეს იმ ადამიანების მუსიკალური გემოვნება, რომლებსაც დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული. დადასტურდა ის, რომ დეპრესიაში მყოფი ადამიანები სევდიანი სტიმულებისკენ იხრებიან, მათ შორის, ასეთივე მუსიკის ჩათვლით.

ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ ამის მიზეზი სევდიანი მდგომარეობის კიდევ უფრო გაზრდაა. თუმცა, USF ამ თეორიას არ ეთანხმება. „დეპრესიულ ადამიანებში სევდიანი მუსიკის მოსმენის ძლიერი მოთხოვნილება შეიძლება, დაკავშირებული იყოს, უფრო მეტად, მის დამამშვიდებელ  ეფექტთან, ვიდრე რაიმე სურვილთან, რომ გაზარდონ ან შეინარჩუნონ სევდიანი განწყობა“.

ხელოვნების ნიმუშს ან სიმღერას, შეუძლია ის კომფორტი უზრუნველყოს, რაც სხვა ადამიანთან, სევდიან მდგომარეობაში, სოციალურ ინტერაქციას შეიძლება, ჰქონდეს.

გარდა ამისა, არსებობს მოსაზრებებიც, რომ სევდიანი მუსიკის მოსმენას თერაპიული ფუნქცია აქვს ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დარდსა და დანაკარგთან გამკლავებას. „ჩვენ ფსიქოლოგიური, ჰორმონალური და ფიზიოლოგიური სისტემები შევქმენით, რომელიც ამ ემოციებთან გასამკლავებლად იყო საჭირო“, – ამბობს თუომას ეროლა, მუსიკალური კოგნიციის პროფესორი, დურჰამის უნივერისტეტში, დიდი ბრიტანეთიდან. და ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული სისტემები მუსიკის მიერაა სტიმულირებული.

„და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, დარდი კარგ მეგობარს გავუზიაროთ, ან ოჯახის წევრის მხარზე ვიქვითინოთ, მუსიკის მოსმენის დროს, შესაძლოა, უფრო მეტი სოლიდარობისა თუ მხარდაჭერის გრძნობა გაგვიჩნდეს“, – ამბობს ეროლა. „ხელოვნების ნიმუშს ან სიმღერას შეუძლია, ის კომფორტი უზრუნველყოს, რაც სხვა ადამიანთან, სევდიან მდგომარეობაში, სოციალურ ინტერაქციას შეიძლება, ჰქონდეს“.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ დამატებითი, ნეგატიური ემოციების მიღებით, შეგიძლია, ჩაახშო ის, რაც გაწუხებს. „რაღაც მხრივ, პარადოქსულია, რომ ნეგატიური ემოციური გამოცდილება შეიძლება, დაკავშირებული იყოს პოზიტიურ შედეგებთან“, – ამბობენ კვლევის ავტორები. მათი კვლევა, ასევე, მხარს უჭერს იდეას, რომ ზოგიერთისთვის, სევდიან ფილმებსა და მუსიკაში ჩართვა შეიძლება, თერაპიულ მიმღებლობასთან იყოს დაკავშირებული.

სევდიან სიმღერას, ფილმსა თუ ხელოვნების სხვა ნიმუშს შეუძლია, უნიკალური სახით, კათარზისამდე მიგვიყვანოს. დარდის გახანგრძლივების მაგივრად, უფრო ხშირად, მელანქოლიური სიმღერებისა თუ წიგნებიდან, ადამიანებს შემწეობისა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობა აქვთ – და შესაძლოა, იმაზე უფრო დიდებული ემოციური კავშირი მოიტანოს ამან, ვიდრე ადამიანებთან ურთიერთობამ.

წყარო: Medium



განხილვა