სულ ცოტა ხნის წინ ციფრულ სივრცეში ალფა დაზღვევას ახალი სარეკლამო რგოლი გავრცელდა. ვიდეოში მოყოლილია ერთი ჩვეულებრივი ბიჭის ისტორია, რომელიც ბევრს შრომობდა, მიდიოდა თავისი დიდი და პატარა მიზნებისკენ. თუმცა ცხადია, მიზნისკენ მიმავალი გზა მარტივი არასდროს ყოფილა. ამ გზაზე ჩვეულებრივი ამბავია რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს, ალფა დაზღვევა კი თავის მომხმარებელს ჰპირდება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეუშლის.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ადამიანი რაიმე ერთზეა კონცენტრირებული, ხშირად ვერ ამჩნევს რა ხდება კონცენტრაციის მიღმა. ამის საილუსტრაციოდ, ვიდეორგოლში ალფამ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, ე. წ. Monkey Business გამოიყენა და მთელი სიუჟეტის განვითარების პარალელურად, ჩვენი კონცენტრაციის მიღმა, სხვადასხვა ნივთი დამალა.
და მაინც საინტერესოა სად რა დამალა ალფა დაზღვევამ?!
პირველი დამალული და შეუმჩნეველი რამ პირველივე კადრშია. აბა, კარგად დააკვირდი დიდი ხნის თანამშრომელს, რომელიც გამამხნევებელი შეკითხვით მიდის მთავარ გმირთან. ოფისისთვის მას ცოტა უცნაურად ხომ არ აცვია?
თუმცა სანამ თანამშრომელი მთავარ გმირს მოიკითხავს, კიდევ ერთი კადრია მნიშვნელოვანი. თითქოს არაფერი არ არის ხომ აქ დამალული? ადამიანი სამუშაო მაგიდასთან ზის, ყავას მიირთმევს, სამოტივაციო მინი პოსტერებიც ადგილზეა. მაგიდაზე საკმაო არეულობაა. თუმცა უკანა ფონზე ვიღაცას მერაბ შარიქაძის ინტერვიუ ჩაურთავს. დიახ, პირველად სწორედ აქ ჩნდება ვიდეოში მრავალგზის დამალული კაპიტანი.
ისე, სამუშაო მაგიდაზე ალისა საოცრებათა ქვეყანაში ნეტა როგორ მოხდა?!
ალბათ, მართლა უცნაურია ოფისში, სკამზე, ქურთუკის ქვეშ კნუტი საიდან გაჩნდა, თუმცა ამ საყვარელი არსების დამალვა საერთოდ არც გვიფიქრია.
კიდევ ერთი საინტერესოა კადრია ვიდეოში. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ცარიელ ოფისში მარტო დარჩენილი მთავარი პერსონაჟი ქურთუკს იცვამს (აი, იმ ქურთუკს, კნუტს რომ ფარავდა), ოფისს თითქოს „ფიქრთგასართველად“ შეხედავს და იქნებ, იმ შორეულ საღამოს იხსენებს, როცა „მამამ პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად“. სიმართლე კი ისაა, რომ ზუსტად არავინ ვიცით, რას ფიქრობს მთავარი პერსონაჟი, თუმცა საქმიანად არეულ, თანამედროვე ოფისში, დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ ერთი, ასი წლის წინანდელი ნივთი საკმაოდ უცნაურად და უადგილოდ დევს.
ალბათ, ჩვენი გმირი, ყოველ დილით საკმაოდ ადრე დგებოდა და ხშირად გამოუღვიძებელიც კი თიშავდა „შეცდომით“ ჩართულ მაღვიძარას.
„ლოგინისსითბოგამოყოლილი“ დიდხანს ელოდა ტრანსპორტს, ცარიელ გაჩერებაზე. და იქნებ, ვარჯიშიდან ველოსიპედით დაბრუნებულ კაპიტანსაც შეხვედრია. შეხვედრია და, ალბათ, ჩვენი არ იყოს, მასაც ვერ შეუმჩნევია.
ისე, ის თუ შეამჩნიე, რომ სანამ მთავარი გმირი ერთხელ გაჭრამდე ასჯერ ზომავს, უკანა ფონზე მის თანამშრომელს პირდაპირი მნიშვნელობით წნევას უზომავენ.
საკითხების აწონ–დაწონვის პარალელურად ისეთ სასწორზე დგება, რომელიც საერთოდ არ მუშაობს.
იმასაც ცდილობს, რომ ბევრი რამ მოასწროს, თან ლანჩი ჰქონდეს, თან ეძინოს და თან წიგნი „იკითხოს“. ისე, ლანჩის დროს სუნ ძის „ომის ხელოვნებას“ ვინმე მართლა კითხულობს?!
კადრის უცნაურობით დახუნძლულობის ნომინაცია თუ იარსებებდა, აუცილებლად ეს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი კადრი იქნებოდა გამარჯვებული. აქ განსაკუთრებით რთულია რაიმე ერთზე კონცენტრირდე, მაშინ, როცა ერთი თანამშრომელი ძალიან ჰგავს ჰარი პოტერს, მეორეს გახსნილი პიჯაკიდან სუპერმენის ფორმა მოუჩანს, სადღაც უკან მერაბ შარიქაძე, მისთვის სრულიად შეუსაბამო იმიჯით, ტელეფონზე საუბრობს, წყლის დისპენსერში კი ოქროს თევზები დაცურავენ.
ბოლო კადრში კი სულ უკან, მერაბ შარიქაძე რომ მაიმუნის ფორმაში ჩაცმულ კაცს ბოჭავს, ეგ ამბავი „არახალია, ძველია“.
საბოლოო ჯამში, ვიდეორგოლი საკმაოდ უცნაური და სახალისო კი გამოვიდა, მაგრამ სრული სერიოზულობით გეუბნებით, რომ –
შენ მთავარია შენი მიზნისკენ იარო და…
პ.ს. არ გეგონოთ, რომ ყველა საიდუმლო გაგიმხილეთ. კიდევ არის ამ ვიდეოში დაფარული და დამალული დიდი თუ პატარა ნივთები, რომელსაც იმედია აუცილებლად იპოვი.