in

სად შევხვდეთ ახალ 2023 წელს?

როგორ აპირებთ ახალი წლის შეხვედრას? თუკი 31 დეკემბრის ღამე სადღესასწაულო გარემოცვაში გირჩევნიათ გაატაროთ და ფიქრობთ, რა გარემო აირჩიოთ საამისოდ, მოდით, ამ პოსტში თავი მოვუყაროთ იმ ადგილებს, სადაც 2023 წლის შეხვედრას საზეიმო ვითარებაში შეძლებთ. თუკი სხვაგანაც გეგულებათ გარემო, სადაც თქვენი აზრით, ახალი წლის შეხვედრა საინტერესო იქნებოდა, გელოდებით კომენტარებში – გავუზიაროთ ერთმანეთს საინტერესო ადგილებისა და ღონისძიებების შესახებ.

რედისონ ქოლექშენი

წინანდლის რედისონში, 31 დეკემბერს, საზეიმო მიღება და საახალწლო გალა ვახშამი იგეგმება, მუსიკალური პროგრამის თანხლებით, ნიკოლოზ რაჭველის, შვიდკაცას, ნატალია ქუთათელაძის, გიგი პიანომენის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და DJ Set-ის შემადგენლობით. სადღესასწაულო ღონისძიება 1 იანვარსაც გაგრძელდება.

სრული პროგრამის ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.

რესტორანი „რესპუბლიკა“

თუკი საზეიმო გარემოს თბილისში ეძებთ, 2023 წელს რესტორან „რესპუბლიკაში“ საახალწლო დღესასწაული გაიმართება, შეფმზარეულ ირაკლი ასათიანის სპეციალური მენიუთი, მუსიკალური პროგრამითა და გათამაშებებით.

ივენთის შესახებ ინფორმაციას დეტალურად ამ ბმულზე გაეცნობით.

რუმს ბაკურიანი

ბაკურიანში, სასტუმროში Rooms Kokhta მთავარი ღონისძიება 1 იანვარსაა დაგეგმილი. ქართული ბენდი MokuMoku სტუმრებს ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის ელემენტებით შექმნილ მუსიკას უმზადებს. თუმცა სტუმრებს შეუძლიათ ორდღიანი დღესასწაული მოიწყონ: 31 დეკემბერს საახალწლო ვახშამი Dj DeKa-სა და Cozy K-სთან ერთად გაიმართება. Dj DeKa 1 იანვრის ბრანჩის ფარგლებშიც დაუკრავს.

ახალი საირმე

ახალი წლის შესახვედრად საირმისკენ თუ გაგიწევიათ, ახალი საირმეს საზეიმო ღონისძიება 31 დეკემბრის ღამესაც იქნება და 1 იანვარსაც გაგრძელდება, ნუცა თოფურიასთან, ბენდ Groove Possession-თან, ბარმენების შოუსთან, ბენდ „მიქსტურასა“ და მარიამ შენგელიასთან და DJ სეტთან ერთად.

ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე გადაავლეთ თვალი.

რუმს ყაზბეგი

თოვლიან მთებთან ახლოს, სასტუმროში Rooms Kazbegi, წელს, განსაკუთრებული საახალწლო ღონისძიებაა დაგეგმილი. 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, აქ იამაიკელი მუსიკოსი Diana King იმღერებს. რეგისა და დენსჰოლ სცენის ცოცხალი ლეგენდა სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს, მოგვიანებით კი, მას DJ გუგა ხელაია შეცვლის.

ორდღიანი საახალწლო ღონისძიება აერთიანებს: საახალწლო ვახშამს, Diana King-ის კონცერტს, DJ სეტს, მეორე დღეს კისაუზმეს, ბრანჩს ბაქი ლორთქიფანიძის მუსიკასთან ერთად, საღამოს კი ისევ გუგა ხელაიას Dj set-.

პარკ ჰოტელი წინანდალში

თუკი ახალი წლის შეხვედრა წინანდლის მამულის გარემოცვაში, Tamada-ს მუსიკალური ჰანგების ფონზე გესიამოვნებათ, პარკ ჰოტელის გალა ვახშმის შესახებ გადაავლეთ თვალი ინფორმაციას, ამ ბმულზე.

ლიც რეზორტი

თუ სადღესასწაულო განწყობით ავსებას ზღვის პირას გადაწყვეტთ, 2023 წლის შეხვედრა, კვარიათში, ლიც რეზორტშიც შეგიძლიათ, NEW YORK FUNKY NIGHT-ზე. აქ საახალწლო გალა-ვახშამი ნიუ-იორკელ ჯაზმენებთან, Li’Nards Many Moods და Michael Angelo-სთან ერთად გაიმართება, სხვა აქტივობებთან და სიურპრიზებთან ერთად. სადღესასწაულო ღონისძიება 1-ლ იანვარსაც გაგრძელდება. დეტალების ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ლოპოტა სპა რეზორტი

31 დეკემბრის ღამესა და 1-ლ იანვარს შეგიძლიათ შეეგებოთ ლოპოტაზე ტბის პირას მოწყობილ საშობაო სოფელში. სადღესასწაულო წარმოდგენებთან ერთად, ახალ წელს გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძის, The Janngo-ს და კატო კვარაცხელიას მუსიკის ფონზე იზეიმებთ. 1-ლ იანვარს კი, შატო ბუერაში გაიმართება საღამო, დინი ვირსალაძესთან ერთად. დეტალურ ინფორმაციას ამ ბმულზე ნახავთ.

ამბასადორი კაჭრეთი

კაჭრეთის „ამბასადორში“ 31 დეკემბერს, ენერგიული ლათინო ამერიკული მუსიკის ფონზე, ცეცხლოვანი ფიესტა გელით. მუსიკალური და გასართობი აქტივობები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დეტალებისთვის, ამ ბმულს ეწვიეთ.

ფუნიკულიორი

სადღესასწაულო გარემო, 31 დეკემბრის ღამეს ფუნიკულიორის სივრცეშიც დაგხვდებათ. საზეიმო ვახშამი წვეულებათა დარბაზში გაიმართება, საიდანაც თბილისის პანორამული ხედი იშლება. დეტალებისთვის ამ ბმულს ეწვიეთ.

 

გაგვიზიარეთ იდეები, თქვენ სად აპირებთ ახალი წლის აღნიშვნას, 31 დეკემბერს? გელით კომენტარებში.

ProGreen ბარათით გადახდების მარათონი ახალ ეტაპზეა და პრიზების მოგების შესაძლებლობა კიდევ უფრო გაზრდილია

რით დაგვამახსოვრდა 2022 წელი, სარეკლამო კომუნიკაციების მხრივ?