თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, სად შეხვდეთ ახალ წელს, ვისთან ერთად, საერთოდ თბილისში თუ ქალაქგარეთ, გეტყვით, რომ არც ისე ბევრი დრო დაგრჩათ მოსაფიქრებლად. სწორედ ამიტომ, 2024 წლის რჩეულ საახალწლო წვეულებებს მოვუყარეთ თავი, იმ ადგილების ნაწილს, რომლებიც ჯადოსნური მომენტების დაგროვებას გვპირდება…
და სად შევხვდეთ 2024 წელს თბილისში?
ADAM & EVE NYE
„ადამი და ევა“ 24 წლის შემდეგ ჰიპ-ჰოპს იბრუნებს! — „ახალ წელს სადღაც ტექნო გუგუნებს, სადღაც მღერიან ლამაზ სიმღერებს, სადღაც უკრავენ ჰაუსს, მინიმალს…“. 31 დეკემბრის საახალწლო კონცერტზე მოუსმენთ Rejjie Snow-ს, Luna997-ს, ჯერონიმოს, ერეკლე დეისაძეს, Sabana-ს, Mush one-სა და Hawa-ს.
კარი 01:00 გაიღება. დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.
ახალი წელი თეატრში – BROADWAY NIGHT
თუ ახალ წელს პომპეზური და კაშკაშა საახალწლო შოუს ნახვა გსურთ, ბროდვეის ისტორიის ყველაზე პოპულარული მიუზიკლების, მაშინ თბილისში Broadway Night-ს შეგიძლიათ, დაესწროთ. „წისქვილი ჯგუფი“ და „თეატრის დასი“ თავისი ვარსკვლავური შემადგენლობით საახალწლო თემატიკით გაჯერებულ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ნომრებს შემოგთავაზებთ, ნაწყვეტებს მიუზიკლებიდან „ჩიკაგო“ და „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“.
შოუ 23:00 საათზე დაიწყება, დეტალური ინფორმაციის ნახვას კი ამ ბმულზე შეძლებთ.
რესტორანი „რესპუბლიკა“
რესპუბლიკა გთავაზობთ, ახალ წელს თბილისის ზღაპრული ხედების ფონზე შეხვდეთ, სადაც ირაკლი ასათიანის მიერ სპეციალურად ახალი წლის ღამისთვის შექმნილი საავტორო მენიუ Fresh From Paris წინანდლის მამულის შუშხუნა ღვინოსთან ერთად დაგხვდებათ. თუ რესპუბლიკაში სტუმრობას გადაწყვეტთ, 2024 წელს GiGi PianoMan-ისა და Smooth Jazz Band-ის მუსიკით შეხვდებით.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.
MAGNIFIQUE ახალი წელი MONOGRAPH-ში!
თბილისს Funk-ის ვარსკვლავი, ფრანგი DJ და პროდიუსერი, ცნობილი ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა You and I, DR. Fonk, New Order და DX7, პირველად სტუმრობს. DABEULL მონოგრაფში დაუვიწყარი ახალი წლის ღამის გატარებას გპირდებათ, ქართველ არტისტებთან MEANDYOU (Endorphins) და ZUKASU-სთან ერთად.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.
Diana King — New Year Party — Mono Hall Tbilisi
თბილისში, 31 დეკემბერს დაიანა კინგი Mono Hall-ის სცენაზე წარსდგება. იგი რეგეი ფიუჟენისა და დენსჰოლის ჟანრების დაუვიწყარ ჰიტებს შეასრულებს. საღამოს კი Haverdi განაგრძობს…
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.
ABBA Mania — FALESTRA
აქ ABBA mania-სთან, ფრანგ დრამერ, პროდიუსერ და კომპოზიტორ Cerrone-სა და ფრანგ Dj Chinau-სთან ერთად „დისკოს ჯადოსნურ დღესასწაულს“ გპირდებიან. თქვენ მოისმენთ Abba-ს ცნობილ სიმღერებს, ჰიტებს მიუზიკლიდან Mamma Mia…
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.
ახალი წელი Ramada by Wyndham
Ramada by Wyndham-ის ახალ ტერასაზე ლეგენდარული ლუი ოსტინი წარსდგება, რომელიც Glamour Girl-ისა და Hoping-ის სიმღერებითაა ცნობილი. მასთან ერთად თქვენს განწყობაზე ქართველი არტისტები Giio Sounds და Beska იზრუნებენ.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.
ახალი წელი ვაზისუბნის მამულში
ვაზისუბნის მამულში 31 დეკემბერსა და 1 იანვარს ექსკლუზიური 2-დღიანი წვეულება იმართება — ღვინო, სადღესასწაულო ვახშამი, ბენდი Showtime და DJ ტატო რუსია თქვენს წვეულებას მუსიკალურად გააფორმებს…
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ახალი წელი ყველაზე მაღალ სქაი ბარში — Pullman Tbilisi Axsis Tower
გრემის სამგზის ნომინანტ DJ ტერი ჰანტერთან ერთად დაუვიწყარ საახალწლო საღამოს გვპირდებიან, რომელსაც ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან უმუშავია, როგორებიცაა Michael Jackson, Mary J. Blige და Beyonce.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
80’s Disco New Year’s Eve — ფუნიკულიორი
ფუნიკულიორში 80-იანი წლების კაშკაშა ვარსკვლავების Ottawan-ისა და Affric Simone-ს დაუვიწყარ კონცერტზე გეპატიჟებიან, რომლებიც თქვენთვის კარგად ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ (D.I.S.C.O. / Hands Up (Give Me Your Heart)).
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
და თუ ახალ წელს ქალაქგარეთ გსურთ შეხვედრა, ჩვენ ვუპასუხებთ კითხვას:
სად შევხვდეთ ახალ წელს ქალაქგარეთ?
ჯადოსნური ახალ წელი წინანდლის მამულში!
Raddisson Collection იტალიურ ივენთ სააგენტო NuArt Events -თან თანამშრომლობით საახალწლო შოუს მართავს — მუსიკალური, თეატრალიზებული და ინტერაქციული ღონისძიება საერთაშორისო მოცეკვავეების, მომღერლებისა და მსახიობების მონაწილეობით, კოსტუმირებული პერფორმანსი, საჰაერო წარმოდგენა და მრავალი სხვა სანახაობა, თქვენს ახალ წელს ჯადოსნურ მოგონებად აქცევს. აქვე დაგხვდებათ „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფის ირაკლი ასათიანის საავტორო საახალწლო მენიუ, გათამაშებები, საღამოს კი DJ Vako და სხვა ქართველი შემსრულებლები გააგრძელებენ.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
„სულ სხვანაირი ახალი წელი ლოპოტაზე!“
იმისათვის, რომ ახალი წელი ახალი შეგრძნებებით დაიწყოთ, ლოპოტა ქართველი მუსიკოსების პერფორმანსებს შემოგთავაზებთ, რომელთა შორისაც არიან: გიორგი გიგაშვილი, სალიო, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე და სხვები. აქვე დაგხვდებათ ტბის პირას მოწყობილი საშობაო სოფელი, საცირკო წარმოდგენები, აქტივობები ბავშვებისთვის… დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
The Weather Girls – New Year’s Eve at Rooms Kazbegi
ყაზბეგი 2-დღიან წვეულებას უმასპინძლებს და ყველასათვის საყვარელ Weather Girls უმასპინძლებს. 31 დეკემბერს ისინი DJ D’Angelo-თან ერთად წარსდებიან, ხოლო პირველ იანვარს თქვენს სადღესასწაულო განწყობაზე DJ გუგა ხელაია იზრუნებს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
New Year’s Eve at Rooms Kokhta
ბაკურიანშიც 2-დღიან წვეულებას აწყობენ — 31 დეკემბერს ნოდარიკო ხუციშვილსა და DJ VL NC-ს შეგიძლიათ მოუსმინოთ, ხოლო პირველ იანვარს DJ Tobako Tween-ს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
საახალწლო საღამო საირმეში
თუ ახალ წელს საირმეში წასვლას გადაწყვეტთ, გაჯანსაღებასთან ერთად Sairme Hotels & Resorts ორდღიან საახალწლო პროგრამას შემოგთავაზებთ: საახალწლო ვახშამი, ბენდი „გამოუვალი მდგომარეობა“ და „ნიუტონი“, DJ ნიკა ჩიქოვანი და ანიმატორები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
„აღნიშნეთ ახალი წელი ზღვასთან“ — ლიც რეზორტი
31 დეკემბერს საზეიმო მიღებას, საახალწლო გალა ვახშამსა და პოპულარულ ქართულ სიმღერებს გთავაზობენ, საღამოს კი DJ დაასრულებს. ხოლო პირველ იანვარს დილას გვიანი საუზმითა და “ნაბახუსევზე ხაშითა და ჭაჭით გამასპინძლებას“ გპირდებიან.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
New Year 2024 Celebration — Ambassadori Kachreti Golf Resort
კაჭრეთი კი ახალი წლის საყვერელ ადამიანებთან ერთად გატარებას გთავაზობთ, საახალწლო 3-დღიან პაკეტს, რაც მოიცავს სასტუმროს ნომერში განთავსებას, საახალწლო ვახშამს, მუსიკალურ საღამოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ცხადაძე, თაკო კაკალაშვილი და ბენდი „4+2“, ნუცა თოფურია, თბილისის ბავშვთა კაპელა, DJ KATSE და ბენდი „სინთეზი“. ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა დაგხვდებათ, გათამაშებები და საჩუქრები.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
და თუ ახალ წელთან შესახვედრად სხვა სივრცეც გახსენდებათ, კომენტარებში გაგვიზიარეთ.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი