in

#სადანროგორ გავერთოთ 1-3 მარტს — ღონისძიებების კალენდარი

ესეც ასე, გაზაფხულიც დადგა! შეიძლება, ისევ ისე ცივა, როგორც ჯერ კიდევ ზამთრის თებერვალში, მაგრამ განწყობა მაინც სხვანაირია. ამიტომ, ვინც ამ ყვავილობის სეზონის დაწყებას ელოდა „ზამთრის დეპრესიის“ გადასაგორებლად, ახლა უკვე გართობის დროა… ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

საუბრები გელა ჩარკვიანზე

„საუბრები გელა ჩარკვიანზე“ – 1-ელ მარტს, 19:00 საათზე, თიბისი კონცეპტი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გელა ჩარკვიანის 85 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გიწვევთ. მოგეხსენებათ, „ინტელექტი“ გელა ჩარკვიანის წიგნების გამომცემელია, თიბისი კონცეპტი კი მასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების მუდმივი პარტნიორი.

ღონისძიება დისკუსიის ფორმატში გაიმართება. მონაწილეები გელა ჩარკვიანის შემოქმედებაზე, მის პიროვნებაზე, პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახზე ისაუბრებენ.

SANDRO BIBICH BIRTHDAY PARTY

„ბიბიჩა და მეგობრები სრულიად უნიკალურ და გემრიელ კონცერტზე გეპატიჟებიან. როცა ვირტუოზი მუსიკოსი დაბადების დღეს დედაენის ბარის სცენაზე ვარსკვლავთცვენით აღნიშნავს, ხალისისა და ნიჭის შეხვედრით მხოლოდ საუკეთესო შეიქმნება.

ასეთ დღეს არ უნდა გამოაკლდე, პარასკევის დასასრული აქედან იწყება. გამოუძეხი შენს სადროშოს, ერთმანეთი დედაენის ბარში ვიპოვოთ. ერთად ვაშენოთ ცოცხალი მუსიკის შერგების სცენა, უშენოდ ვერ შევძლებთ. ჰოდა შევეგებოთ გაზაფხულს ერთად ყოფნისა და სიხარულის გაზიარების ზეიმით!“ — ასეთ საზეიმო ტექსტს ვკითხულობთ ივენთის აღწერაში.

Ulijona Odisarija — A Pocket Of Time Into Which I Will Disappear

„ულიონას შემოქმედებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, რამდენიმე მოცემულობას გავუსვათ ხაზი — პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ, რომ მან მუშაობა დაიწყო არა სკულპტურაზე, არამედ როგორც ფოტოგრაფმა — აიღო რა მან ცალკეული ნივთები ყოფითი ცხოვრებიდან და დააფიქსირა ისინი ისეთი ქმედებებით, როგორიცაა გაჩხაკუნება, შეკრთომა და ნათება (ფლეში). თავის მხრივ, ის ახლაც იღებს და აფიქსირებს საგნებს, რამდენადმე განსხვავებული ხერხებით – კამერის ჩამკეტის ხანმოკლე ნათება უკვე სახეცვლილი, განგრძობადი და დახვეწილია – ზრდასრულობა ხომ კომპლექსურ მეთოდებს მოითხოვს. კამერის მიერ დაჭერილი უკუ მიიმართა. ახლა, მეთოდები შეიცვალა და იმისათვის, რომ წარმავალი მარადიულად აქციოს, მანქანასა თუ ხელსაწყოზე დამოკიდებულება აღარაა განმსაზღვრელი. სტრუქტურის შესაქმნელად, პროცედურათა სერიაა საჭირო, რათა ის გაითავისო. ზემოხსენებული პროცესი – გაჩხაკუნება, შეკრთომა, სინათლე უკვე ტევადი გახდა; დროის ჯიბე საკმარისად დიდი იმისთვის, რომ დრო გაქრეს“.

1-ელ მარტს გამოფენა ტარდება ლიეტუვის კულტურის საკონსულოსა და შემოქმედებითი ევროპის ფინანსური მხარდაჭერით.

TREEBAL 8TH BIRTHDAY — KHIDI

TREEBAL 8 წლის იუბილეს KHIDI-სთან ერთად აღნიშნავს. KHIDI X-DREAM (Marcus Maichel DJ Set) ZURKIN OBRI b2b ADDITIVV MARCUSS SONNORUS; G2: SHAI SENSI GENERALI MINERALI P.Y.M.K.

ნიაზ დიასამიძე & 33ა— Mother’s Day at Mono Hall Tbilisi

3 მარტს აღნიშნე დედის დღე ნიაზ დიასამიძისა & 33ა-ს დაუვიწყარ კონცერტზე Mono Hall-ში.

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის – მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე. მუსიკაც ეგეთი აქვს – ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა – რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან – ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით – დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე? — კვლევა

Google Chrome-ში ძიების პროცესი უმჯობესდება