in

#სადანროგორ გავერთოთ 10-12 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი

„ვიქენდები“ მოახლოვდა და ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, მთელი კვირის დაღლილობა გართობა-დასვენებაში გავფანტოთ, მომდევნო სამუშაო დღეებისთვის კი სათანადო ენერგიით ავივსოთ.

ჩვენ კი სტატიაში 10-12 თებერვლის ღონისძიებებს შემოგთავაზებთ:

FRIDAY JAM SESSION 🎹BEKA GOCHIASHVILI & TEMURIKO DIASAMIDZE

შეგიძლიათ, 10 თებერვალს პარასკევის ჯემ სესიისთვის მოემზადოთ, რომელსაც ბექა გოჩიაშვილი, თემურიკო დიასამიძე & მეგობრები გახსნიან. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.

გეგა პაქსაშვილი YELLOW / Gega Paksashvili

12 თებერვლის ჩათვლით, ბაია გალერეა გეგა პაქსაშვილის გამოფენას მასპინძლობს. „კაცობრიობის განვითარების ადრეულ სტადიაზე, ყვითელი ფერი მზის სიმბოლოდ მოიაზრებოდა. ეთნიკური და რელიგიური დაყოფა-განვითარების შედეგად, სხვადასხვა საზოგადოებასა თუ კულტურაში, ეს ფერი არაერთგვაროვნად აღიქმება. ზოგან ის ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია, ზოგან კი პირიქით, გლოვის სიმბოლო. ერთი რამ ცხადია, ყვითელი ფერი, მისი ინტენსიურობისა და ჟღერადობის გამო, საუკეთესოდ ახერხებს ადამიანის ყურადღების მიპყრობას ნებისმიერ სიტუაციაში“, — აღნიშნავს ბექა.

HOOFER Freestyle Dance Battle at Dedaena

12 თებერვალს, 13:00 საათზე, მიიღე მონაწილეობა ან დაესწარი 1vs1 საცეკვაო ბრძოლებს დედაენის ბარში. ორგანიზატორებს თუ დავუჯერებთ, ეს დაუვიწყარ ემოციებს მოგანიჭებთ… თანაც, შესაბამისი საპრიზო ფონდიც კია დაწესებული.

BASSIANI x HERRENSAUNA: CEM // JASSS // MCMLXXXV // SALOME | YOUNG MARCO // SKYRA // PARNA

10 თებერვალს ბასიანის მასპინძელი HERRENSAUNA იქნება. კოლექტივის სულისკვეთებას წარმოაჩენენ მისი რეზიდენტები CEM, რომლის სიყვარულიც სწრაფი და მძიმე მუსიკის მიმართ შესაბამისად აისახა ენერგიულ სეტებშიც; MCMLXXXV მუსიკის მიმართ კონტრკულტურული და დაუმორჩილებელი მიდგომებით გამოირჩევა და მსმენელს EBM-ის, ელექტროს, ტრანსისა და ინდუსტრიული მუსიკის სინთეზით აჯადოებს. უკომპრომისო და მოულოდნელი სეტების შემოქმედი, ავანგარდითა და ნოიზით შთაგონებული ხმის არტისტი JASSS და კოლექტივის მომნუსხველი წევრი SALOME, რომელიც ელექტროს, ტექნოს და ეისიდის შრეებს შორის უშიშრად მოგზაურობს და წვეულების სტუმრებისთვის უწყვეტ საცეკვაო განწყობას ქმნის.

KHIDI 中 REKA ZALAN ❚ THNTS ❚ YANAMASTE

10 თებერვალს კლუბის მთავარ სცენაზე სადებიუტო სეტს დაუკრავს Reka Zalan – გერმანული კლუბის About Blank რეზიდენტი და ბუქერი, ბერლინში არსებული ერთ-ერთი გამორჩეული ფირფიტების მაღაზიის Hardwax გუნდის წევრი. მასთან ერთად წარდგება ბერლინში მოღვაწე დიჯეი და Reka Zalan-თან ერთად პროექტის No Life Signal თანაავტორი – THNTS. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს კლუბის რეზიდენტი და ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი, პროდიუსერი, ლაივ შემსრულებელი Yanamaste. G2-ის სცენა ბერლინსა და თბილისში მოღვაწე დიჯეისა და ლეიბლის SATZ დამფუძნებელს Bekuchi და ვასილ ხურცილავას, პროექტით 1002 Nights დაეთმობა.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Deenara at ZEN

11 თებერვალს ZEN-ში უკრაინელი არტისტი — Deenara დაუკრავს! Deenara DJ და პროდიუსერია, მისი სეტები სავსეა ხელოვნებით, რომელიც არტისტის შინაგან სამყაროს გამოხატავს. ელექტრონული მუსიკის მიმართ დიდი სიყვარული იგრძნობა მის თითოეულ ნამუშევარში. არტისტი მრავალი წლის განმავლობაში კიევის ცნობილი კლუბის — CHI by Decadence House-ის რეზიდენტი და შოუს დირექტორი იყო.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Bakur Burduli @Dedaena

11 თებერვალს დედაენაში ბაკურ ბურდულს და მის ბენდს მოვუსმენთ. ორგანიზატორებს კი განსკუთრებული მითითება აქვთ: „კაფე-ბარში შემოსვლა მხოლოდ უჩინარი თვალის დასტურის შემთხვევაში“… მრავალჯერადი QR კოდის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

Night Jazz @Dedaena

როგორც ივენთის აღწერილობაში წერია, ყოველ შაბათს 00:00-03:00 დედაენაში ჯაზის დაუნდობელი ჰანგები აჟღერდება და მთელი კვირის ცხოვრებისეულ მტვერს გაფანტავს. „ეს ის დროა, როცა უბრალოდ ჩვენთან უნდა იყო, აჰყვე ემოციებს და მოუთმენლად დაელოდო ბუნდოვან, მაგრამ ამაღელვებელ ხვალინდელ დღეს“.

მრავალჯერადი QR კოდის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს!

პირველი Meme-ს ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 1921 წლით თარიღდება