in

#სადანროგორ გავერთოთ 12-14 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი

თითოეული ჩვენგანის კვირა განსხვავებულად მიმდინარეობს — ზოგის მეტად დატვირთული და ქაოსურია, ზოგის კი შედარებით მშვიდი. ასე ვთქვათ, ცხოვრების განსხვავებული ტემპი, წესი და რიტმი გვაქვს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, განტვირთვა თუ გართობა ყველას თანაბრად გვჭირდება. ამიტომაც, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

Mari Babaevi — Sugar Cubes

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მხატვრის მარი ბაბაევის პირველ პერსონალურ გამოფენას — „შაქრის ნატეხები“. გამოფენა წარმოადგენს ბაბაევის მხატვრულ ხედვას სხვადასხვა მედიაში, მათ შორის ნახატებში, სკულპტურაში, ინსტალაციასა და ტექსტილის ნამუშევრებში. გამოფენის სათაური ბადებს სიტკბოსა და სტრუქტურული სისუსტის პარადოქსს, აღვიძებს საგნების დელიკატურ, მაგრამ გამძლე ხარისხს და მათ ღრმა საზოგადოებრივ ფესვებს, რომელსაც ბაბაევი იკვლევს.

არტისტი განმარტავს: „ჩემს აზერბაიჯანულ მემკვიდრეობაში, ჩემი გენეტიკური ხე ორ ნაწილად იყოფა – ერთის მისია მეორეზე ზრუნვაა. მეტაფორული კედლის მიღმა, მე მივყვები მისიის დინებას, რომ ვისაუბრო იმ ქალების სახელით, რომლებიც ცხოვრობენ სხვებისთვის, ცხოვრობენ სხეულებად და არა პიროვნებებად. ისინი ცხოვრობენ სახლებში თეთრი კედლებით, ფანჯრების გარეშე და აცვიათ შავი კაბები. კედელი ხდება სიმბოლური ბარიერი, რომელიც ყოფს მათ გარე სამყაროსგან. ამ რთული მოგზაურობის შუაგულში, მე მამოძრავებს რწმენა, რომ ტრადიციები არ უნდა გარდაიქმნას შემაჩერებელ ძალად. მათ უნდა ჰქონდეთ არსებობის გამდიდრების და არა შეზღუდვის ძალა“.

ერთობა და გართობა ლუმოსური ელფერით

თანამედროვე სამყაროს ყოველდღიური ცხოვრების ტემპი სულ უფრო ცოტა დროს გვიტოვებს საკუთარი თავისთვის, მოდუნებისთვის, შენელებისთვის, სიმშვიდის განცდისთვის, დაკვირვებისთვის. ამიტომ ერთად ყოფნა, ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამისათვის ლუმოსში დაიბადა ახალი პროექტი, სახელად „ერთობა“, რომელიც გააერთიანებს ივენთების სერიას ცის ქვეშ.

„ესაა ჩვენი მცდელობა, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გამოცადოს მრავალფეროვანი გამაჯანსაღებელი, თერაპიული, მედიტაციური და თვითშემეცნებითი პრაქტიკების სიკეთეები ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღებისა და თვითდაკვირვებისთვის. ამასთანავე, გვსურს, შევქმნათ მშვიდი და უსაფრთხო სივრცე დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, დასასვენებლად, ყოველდღიური ცხოვრებისგან მოსაწყვეტად, ახალი ადამიანების გასაცნობად, გასაზიარებლად, გასართობად, ცოცხალი მუსიკის მოსასმენად, საცეკვაოდ, ერთნაირობისა და, ამავდროულად, მრავალფეროვნების განსაცდელად.

შაბათს, 13 ივლისს, გეპატიჟებით „ერთობის” პირველ საზაფხულო ივენთზე მთაწმინდაზე, ეზო ფესტივალის სივრცეში, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს, მთაწმინდის მთის ფერდობზე ველურ გარემოსთან ჰარმონიულადაა შერწყმული“.

Monkey @ Kus Tba – Austin Millz | Click | Click | Papuna | Gotlib

13 ივლისს MONKEY წარმოგიდგენთ სახელგანთქმულ არტისტს ნიუ-იორკიდან — Austin Millz. Მასთან ერთად, კუს ტბას ესტუმრება გერმანიაში დაფუძნებული Click † Click.

Austin Millz – ნიუ-იორკელი DJ შეუდარებლად მიქსავს ჰიპ-ჰოპსა და R&B-ის საცეკვაო მუსიკის ჟანრებთან. Მის უნიკალურ ჟღერადობას მოპოვებული აქვს აღიარება ისეთი არტისტებისგან, როგორიცაა Quincy Jones. მრავალი საინტერესო პერფორმანსიდან, გამოსარჩევია Beyoncé-ს Coachella-ს მთავარ ღონისძიებაზე შესრულება. ხანგრძლივი გავლენიანი კარიერის შემდეგ, Austin Millz კვლავ აგრძელებს საცეკვაო მუსიკის ჟანრების მომავლის განსაზღვრას.

Click † Click — ქრისტოფმა 4 წლის ასაკში დაიწყო ელექტრონულ მუსიკასთან ურთიერთობა. Მისი კარიერა დინამიკურობით გამოირჩევა. Მისი მოგზაურობა ჟანრებში მრავალფეროვანია, minimal techno-დან დაწყებული, უხეში industrial-ით გაგრძელებული. ბერლინში აღიარებულ არტისტს, შეხვდებით ისეთ ცნობილ ვენიუებსა და ფესტივალებზე, როგორებიცაა, Watergate, Ministry of Sound, BPM, Melt! Festival…

PAPUNA — პაპუნა ლებანიძის პროექტია, რომელიც 2017 წლიდან უკრავს როგორც თბილისის სივრცეებში, ისე ქვეყნის გარეთაც. Მისი სელექცია ძირითადად მოიცავს Disco, Funk, Garage, House და Breakbeat ჟანრებს. Მისი პერფორმანსები ნამდვილი ფრისტაილია და არცერთი მათგანი არაა წინასწარ მომზადებული. Პროექტი PAPUNA ბრიტანული მოტივებითაა ინსპირირებული და მოიცავს მრავალ სხვადასხვანაირ კოლაბორაციებს.

gotlib — MONKEY-ის რეზიდენტი, ლატვიაში დაბადებული და ბრიტანეთში გაზრდილი არტისტი, ახლა საქართველოში ცხოვრობს. gotlib ბავშვობიდან მუსიკით იყო გარშემორტყმული და მისი გემოვნება მოიცავს ჟანრებს: R’n’B, hip-hop, UK garage, baile funk, reggae, afrobeats, და რა თქმა უნდა House.

KICK: MAXWELL | NIKA VASHAKIDZE

შაბათს KICK-ის სცენას დაიკავებს ერევანში დაფუძნებული, მოდის და ქვიარ ხელოვნებით შთაგონებული არტისტი — 𝐌𝐀𝐗𝐖𝐄𝐋𝐋 და გამორჩეული ადგილობრივი მუსიკოსი — 𝐍𝐈𝐊𝐀 𝐕𝐀𝐒𝐇𝐀𝐊𝐈𝐃𝐙𝐄.

Audi-მ 90-წლის წინ შექმნილი მანქანის დიზაინი რეალობად აქცია!

„თუ რაიმეს მიღწევა გინდა, გვიანი არასდროსაა, მთავარია, არ გაჩერდე“ – ინტერვიუ Touch.Point-ის სპიკერთან, დოთ ლანგთან