ესეც ასე, გართობა-დასვენების დროც მოვიდა — ყველამ ერთად უნდა დავგეგმოთ, სად წავალთ ამ ვიქენდზე. ასე რომ, დღევანდელ სტატიაში გირჩევთ, 12-14 მაისს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
KHIDI 中 MURDER RECORDS NIGHT: YEARS OF DENIAL ❚ DJ PETE ❚ CHORONZON ❚ CAPABLANCA ❚ PURITAN
12 მაისს KHIDI წარმოგიდგენთ 2020 წელს Puritan-ის მიერ თბილისში დაფუძნებული და ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვანი ლეიბლის, Murder Records ღამეს. აქ ლაივ შესრულებით წარდგება საფრანგეთში დაფუძნებული, ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული დუო — Years Of Denial. მათთან ერთად დაუკრავს: Ostgut Ton-ის პიონერი წევრი DJ Pete იგივე Substance. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ: ლეიბლის Murder Records დამფუძნებელი Puritan და თამუნა აქსანდერი იგივე 00RT. G2-ის სცენა დაეთმობა: Kaos London-ის და ლეიბლის Khemia Records დამფუძნებელს Choronzon და ლეიბლის Discos Capablanca დამფუძნებელს, პროექტის C.P.I თანაავტორს Capablanca. სპეციალური New wave / Italo Disco სეტით წარდგება კლუბის რეზიდენტი და ადგილობრივი მსმენელის ერთ-ერთი ფავორიტი დიჯეი Frequency Shifter.
Bedford Falls • Factory Tbilisi
„Long time no see, – yes, ეს ხდება. 12 მაისს, ჩვენი ევროტურის დაწყებამდე, თბილისში, კოკა-კოლას ქარხანაში ჩვენი full-on, ALL CAPS კონცერტი იქნება, სადაც ჩვენს ახალ ალბომს წარვადგენთ, რომელიც ძალიან მალე დარელიზდება. it’s gonna be one hell of a show/სრული აღჭურვილობითა და ახალი ტრეკებით, ეს ყველასთვის დაუვიწყარი ლაივი იქნება, განსაკუთრებით კი შენთვის. არა, შენ არა, მეორე…“
Axis Towers x Falestra / Beka Gochiashvili & Temuriko Diassamidze / Chinau / Special Guests
12 მაისს ფალესტრას ღია სივრცეში ბექა გოჩიაშვილი განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად ჯაზის მრავალფეროვან სამყაროს გაუზიარებს მსმენელს. ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ჩვენს სცენაზე Monkey-ს რეზიდენტთან, თემურიკო დიასამიძესთან ერთად დაუკრავს და ახალი ჟღერადობით, იმპროვიზირებული რითმებითა და ნოვატორული ელემენტებით დატვირთულ მუსიკას შემოგვთავაზებს.
ამავე საღამოს ფალესტრა უმასპინძლებს ფრანგული კლუბის, DJOON-ის რეზიდენტს, House მუსიკის განსაკუთრებულ შემსრულებელს — CHINAU. RnB-ის, სოულისა და გოსპელის ჟანრების სიყვარულმა მუსიკოსის ხელწერასა და გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია. CHINAU თავისი რიტმების სიმსუბუქითა და მუსიკის პოზიტიური ჟღერადობით, საოცარ ატმოსფეროს შეგვიქმნის.
როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები | დავით სულაქველიძე
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“-ის ფარგლებში, მასპინძლობს ფოტოგრაფ დავით სულაქველიძის გამოფენას „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“.
გამოფენაზე, „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“, წარმოდგენილი ფოტოები ასახავს ოთხმოციანი წლების ისტორიას. ფოტოები გვიყვება, როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რა ხდებოდა ეპოქის დასასრულს საქართველოში. დავით სულაქველიძე ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ფოტო ფირზე აფიქსირებდა მის გარშემო მიმდინარე ყოველდღიურობას. დღეისთვის კი წარმოდგენილი ფოტოები არის საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს არის ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნება.
Folamour — ფრანგი არტისტის, Bruno Boumendil-ის პროექტია, რომელიც გამორჩეული მუსიკალური ხელწერის წყალობით, მალევე გახდა პოპულარული როგორც საფრანგეთში, ისე მთელ ევროპაში. მუსიკოსმა, ელექტრონული მუსიკის სცენაზე, თავისი სახასიათო ხელწერა 2017 წელს დაამკვიდრა, როცა სადებიუტო ალბომი „Umami“ გამოსცა. აღსანიშნავია, რომ პირველ 12 თვეში ალბომმა, ჯამურად მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმებზე და დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელში.
ასევე, 13 მაისს, საცეკვაო მუსიკის მრავალფეროვანი ჟღერადობების სამყაროში გვამოგზაურებენ, ქართველი დიჯეები: Tobako Tween, Levi Love Disco და meANDyou. საღამოზე დაუკრავს სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული არტისტიც.
გელა პატიაშვილის პერსონალურ გამოფენა — Guela Patiachvili’s solo exhibition
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ მხატვარ გელა პატიაშვილის პერსონალურ გამოფენას „ჩვენ — გადარჩენილები“.
საგამოფენო პროექტის იდეა ორი წლის წინ დაიბადა, პანდემიის პირობებში კი ის უფრო აქტუალური გახდა. გამოფენის თემა უნივერსალურია — ის ნოეს კიდობნის თანამედროვე ინტერპრეტაციაა. გამოფენაზე, ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილია მხატვრის მიერ აწყობილი საგამოფენო ობიექტი.