დროა, უქმეების მოახლოებასთან ერთად, ისევ გართობისა და დასვენების თემას დავუბრუნდეთ. თითქოს, წინა შაბათ-კვირის ამბები ჯერ კიდევ რამდენიმე წამის წინანდელ მოგონებებად გვახსოვს და უცბად მომდევნოსთვის გვიწევს მზადება… ამიტომაც, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
RHYTHM 001 “Pre-Opening” BLICZ • GENERALI MINERALI • LILITH. • MIND PROCESS • UNDER BLACK HELMET
წარმოგიდგენთ RHYTHM-ის რიგით პირველ ღონისძიებას, რომლის მიზანიც ჩვენს დედაქალაქში ახალი საცეკვაო სივრცის გაცნობაა. თანაც, RYTHM ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ქართველ და უცხოელ არტისტებს უმასპინძლებს: BLICZ, GENERALI MINERALI, LILITH, MIND PROCESS, UNDER BLACK HELMET.
Monkey @ Kus Tba – Floorplan / Toke (live) / Kavel / Diassamidze
14 ივლისს Monkey უმასპინძლებს ტექნოს პიონერის, რობერტ ჰუდის და ლირიკ ჰუდის შთამბეჭდავ პროექტს Floorplan.
Monkey Summer Series კუს ტბაზე Floorplan-ის ტექნოს, ჰაუსისა და გოსპელის დაუვიწყარი ჟღერადობით გრძელდება.
რობერტ ჰუდმა, ჯეფ მილსთან და მაიკ ბენკსთან ერთად, დააარსა ლეგენდარული დეტროიტ კოლექტივი — Underground Ressistance. ამ უკანასკნელმა კი, თავისი მინიმალ და ფუტურისტული მიდგომით, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დეტროიტ ტექნოს „მეორე ტალღის“ ჟანრის განსაზღვრაში.
Diassamidze — თემურიკო დიასამიძის პროექტია, რომელიც თავისი გამორჩეული სეტებით და საოცარი ატმოსფეროს შექმნის უნარით, მუდამ ამახსოვრებს თავს მსმენელებს. Kavel — ნიკა ყაველაშვილის პროექტია, რომლის კარიერაც 2014 წელს იწყება. მისმა მუსიკალურმა გემოვნებამ წლების მანძილზე განიცადა ტრანსფორმაცია და დღეს მისი სეტები გაჯერებულია Minimal, Minimal House, Breakbeat და Groove ჟღერადობით. Toke — ლოკალური სცენის გამორჩეული ფიგურა, Live პერფორმანსით წარდგება.
KHIDI 中 RAFFAELE ATTANASIO ❚ JKS ❚ NEUX ❚ ĆYAN ID
14 ივლისს, კლუბის მთავარ სცენაზე Raffaele Attanasio დაუკრავს – იტალიელი პროდიუსერი, დიჯეი და ლაივ შემსრულებელი, ლეიბლის Axis Records ოჯახის წევრი, კოლაბორატიული პროექტის ავტორი ლეგენდარულ მუსიკოსთან Douglas McCarthy. მასთან ერთად წარდგება JKS — ბერლინში დაფუძნებული არტისტი, Smile Sessions-ის დამფუძნებელი და ავტორი რელიზებისა, ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა: Molekül, Involve Records და სხვა. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი, ბერლინსა და თბილისში მოღვაწე არტისტი Neux და ლეიბლის Hound დამფუძნებელი Ćyan ID ლაივ შესრულებით. G2-ის სცენა Left Bank-ის რეზიდენტს Wesley Wise და ლოკალურ დიჯეის Triggers in Leash დაეთმობა.
Killages – “Outcast” Album Presentation @ Monkey / Kustba
3 წლის შემდეგ, ქართული ბენდი Killages მსმენელს ახალ ალბომს „Outcast” ცოცხლად წარუდგენს, რომელთან ერთადაც შესრულდება ჯგუფის ცნობილი ჰიტებიც. ასევე, იქნებიან მოწვეული სტუმრები: Erekle Deisadze, Qaji Todia.
“Like a Wind at My Back” – Exhibition by Gogi and Ketuta Alexi-Meskhishvili at Tsinandali Estate
16 ივლისს წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ გოგი და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილების საერთო გამოფენა — „თითქოს ქარი ზურგზე“ — გაიხსნება, რომელსაც სასტუმრო აგვისტოს ბოლომდე უმასპინძლებს.
გამოფენა წინანდლის მამულის ახალ საგამოფენო სივრცეში, „გვირაბში“ გაიმართება. საგანგებოდ „გვირაბის“ პროექტისთვის სცენოგრაფმა და მხატვარმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა მოცულობითი ქანდაკებები შექმნა, რომლებიც თანამედროვე ხელოვანის ქეთუთა ალექსი -მესხიშვილის მიერ ქსოვილზე შესრულებული ნამუშევრებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
თავიანთი ნამუშევრებით არტისტები თამაშობენ სცენოგრაფიულ წარმოდგენებთან, გოგის მონუმენტალური და ფაქიზი ქანდაკებები შეჯვარებულია ქეთუთას ფოტოგრაფიულ, გამჭვირვალე ქსოვილებთან.