in

#სადანროგორ გავერთოთ 14-16 ივნისს — ღონისძიებების კალენდარი

ზაფხულში ჩატარებულ ივენთებს განსხვავებული მუხტი, ენერგია და მზისებრი განწყობა გასდევს. თითქოს, ყველაფერი გაცილებით ლაღი და სასიამოვნოა. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად კი, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

კოკა რამიშვილი — პლატფორმა მოვლენისთვის

თიბისი კონცეპტი და რია ქებურას ფონდი წარმოგიდგენთ კოკა რამიშვილის გამოფენას „პლატფორმა მოვლენისთვის“. გამოფენას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს, მარჯანიშვილის 7-ში.

„კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაჰირებულ მსჯელობას შორის.

კოკა რამიშვილის ხელოვნება ეყრდნობა კონტრაპუნქტის ინტერაქციებს: მკაცრი სქემებისა და ლაკონიური კონცეფციების ფონზე ვითარდება ეფემერული და ზოგჯერ სრულიად უხილავი პროცესები, მოძრაობაში იქმნება მუდმივად ცვალებადი სკულპტურები, პირობითი სცენა და გამყოფი ფარდა ყოველთვის ორაზროვანია და კითხვებს იწვევს კომპოზიციის სტრუქტურის, ფორმისა და განათების, ფერისა და ტექსტურის, შინაარსის შესაძლებლობებზე. მისი შემოქმედება მრავალ თემას ეხება, თუმცა, მთლიანობაში შინაგანი ლანდშაფტის იდეის გააზრებას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს როგორც მედიტაციურ, განყენებულ ვიზუალიზაციას, ისე კონკრეტულსა და დოკუმენტურ მასალას“,ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და კურატორი.

CAMP1 — VOL.1: EURO 2024

14 ივნისს ევრო 2024 ოფიციალურად იწყება, მაგრამ 18 ივნისის არც თუ ისე ცხელ საღამოს, ზუსტად 20:00-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბურთს პირველად გააგორებს.

CAMP 1 სპორტული, შემოქმედებითი და გასართობი სულისკვეთებით გაჟღენთილი ფესტივალია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში თბილისში, ერთად თავშეყრისა და გულშემატკივრობის საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის.

საფეხბურთო ტრანსლაციები გაიმართება ფესტივალის ცენტრალურ მოედანზე — გიგანტურ, საქართველოში ყვეეელაზე დიდ შუქ-დიოდურ ეკრანზე, საქომაგო ზონა კი გათვლილია 15 000 მაყურებელზე.

Post Industrial Boys Live @Antenna

ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, გოგი ძოძუაშვილი, ანტენას მუსიკალური საღამოების პირველი სტუმარი იქნება. Post Industrial Boys გოგი ძოძუაშვილის ელექტროპოპ პროექტია, რომლის ფარგლებშიც ის ბოლო ოცი წელია ქმნის მუსიკას.

2024 წლის თებერვალში ძოძუაშვილმა Post Industrial Boys ფარგლებში ალბომი „1971“ გამოსცა. ალბომში შემავალ კომპოზიციებზე მუსიკოსი ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მუშაობდა.

15 ივნისს, შაბათს, 20:00 საათზე კი ანტენა სწორედ გოგი ძოძუაშვილს მასპინძლობს. დასწრება თავისუფალია.

Bedford Falls • Factory Tbilisi (Outdoor Stage)

Long time no see – საგრძნობლად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბედფორდები ბრუნდებიან…

15 ივნისს სტოქტონი და თიბისი ახალი თაობისთვის წარმოგიდგენთ Bedford Falls-ის ლაივს Factory Tbilisi-ს ეზოში. (coca-cola ს ყოფილი ქარხანა). ბილეთების შეძენას შეძლებთ როგორც ონლაინ, ასევე კარზე ივენთის დღეს.

Beka Gochiashvili & Friends

ჯაზი ყველა სეზონს თავისებურად უხდება. კვირა საღამოს კი განსაკუთრებით სასიამოვნო მოსასმენია, როცა მომდევნო დღიდან კვლავ აქტიური რეჟიმით უნდა ჩავებათ საქმეებში. ამიტომაც, 16 ივნისს არტერიაში ბექა გოჩიაშვილისა და მეგობრების დაუვიწყარი ჯაზ საღამო გაიმართება.

Heineken ახალ შეფუთვას შეზღუდული რაოდენობით უშვებს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიურ პლატფორმებზე შეღავათებს სთავაზობს