in

#სადანროგორ გავერთოთ 15-17 დეკემბერს — ღონისძიებების კალენდარი

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის მიწურულამდე ბოლომდე უნდა მოვასწროთ გართობა. შემდეგ ხომ უკვე ახალი ათვლის წერტილი იწყება. ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

bog
bog-mob

დაგდაგანი — Mono Hall Tbilisi

„დაგდაგანი“ ქართული როკ-ჯგუფია, რომელიც 2013 წელს ჯგუფის ვოკალისტმა ცოტნე გორგოშიძემ ჩამოაყალიბა. „დაგდაგანის“ მუსიკა ჯგუფის შექმნის დღიდანვე შეიყვარა მსმენელმა და მათი შემოქმედება დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოსმენადია საქართველოში.

15 დეკემბერს კი ჯგუფის კონცერტი მონო ჰოლში გაიმართება.

ბესო უძნაძე — კბილის ტკივილი პარიზში

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ ბესო უზნაძის პერსონალურ გამოფენას „კბილის ტკივილი პარიზში“.

„ბესო უზნაძის ნამუშევრებში არსებობის არარსებობასთან მიმართება საკმაოდ ღრმა და რთულ ონტოლოგიაში ვლინდება. მხატვარი თითქოს ერთ დიდ ფსიქოგრამულ რუკას ქმნის, სადაც აღწერილია სხვადასხვა მდგომარეობა, იქნება ეს ტრავმა, შიში, ფრუსტრაცია, გაუცხოება თუ გაურკვევლობა. ის თითქოს გაშუალებულია და უახლოვდება არსებობის აბსურდულ ფორმებს. თუმცა, სინამდვილეში მას წინ უძღვის რიგი კომპლექსური ქვეტექსტები და ემოციური ფონი, რომლებიც განსაზღვრავენ მის შემოქმედებით კონტექსტს, იქნება ეს მიგრაცია, იდენტობის პრობლემატიკა, მწვავე პოლიტიკური თუ სოციალური ფონი. სწორედ ამ დროს, ალბათ მთავარი ამოსავალი წერტილი ხდება ერთბაშად კონცენტრირებული ინფორმაციისგან გამოთავისუფლება“.

საშობაო აგრობაზარი

რაც მეტად გვიახლოვდება ახალი წელი, მით უფრო ხშირად გვესმის გამომწვევი რიტორიკული შეკითხვა — „რაღა დარჩა ახალ წლამდე?!“ რაღა დარჩა და საშობაო ბაზრობები, საჩუქრების შერჩევა და, რაც მთავარია, პროდუქტების მომარაგება მანამ, სანამ უზარმაზარ რიგებში დაკარგავთ 2023 წლის ბოლო საათებს იმ ინგრედიენტებისთვის, რის გარეშეც ტრადიციული საახალწლო სუფრა არ გამოვა.

საახალწლო აგრობაზრობაზე კი 16 და 17 დეკემბერს დაგხვდებათ: მურაბები, თაფლი, ჩურჩხელა, ათასგვარი ყელის ჩასაკოკლოზინებელი ტკბილეული, ტყლაპი, აჯიკა, ყველი თუ ფქვილი შენი საყვარელი ხაჭაპურისთვის, ღვინო, ჭაჭა და ბევრი ნუგბარი.

KHIDI ANAMASTE | COMETHISFAR | SCRIPT | COMETISFAR

16 დეკემბერს G2-ის სცენა პროექტის RESIDENT INVITES მორიგ საღამოს დაეთმობა, სადაც დაუკრავენ კლუბის რეზიდენტი, ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Yanamaste და მის მიერ მოწვეული არტისტები: ღონისძიებების სერიის Faction თანადამფუძნებელი, პროდიუსერი და დიჯეი Script, და ვინილის ენთუზიასტი, დიჯეი COMETHISFAR.

PAPUNA SHARIKADZE QUINTET

16 დეკემბერს დედაენის ბარის სცენას გამორჩეული ქართველი და საერთაშორისოდ ცნობილი ჯაზ-შემსრულებლები დაიკავებენ. პაპუნა შარიქაძე, ხონძი, ლაშა დეისაძე, Oren Hardy და Ofri Nehemya – პაპუნა შარიქაძის ახალი კვინტეტია, რომელიც სპონტანურად შეიქმნა და მალე დაუვიწყარ ჯაზურ პერფორმანსს გვპირდება.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ქართველი ალტ-საქსოფონისტი – ხონძი – მცირე დროით ნიუ-იორკიდან საქართველოში ბრუნდება. მას არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი კონცერტი დაუკრავს დედაენის ბარში, მათ შორის Khondzi’s Perkhuli, Quintum Physics feat. Guy Bernfeld & Gio Kapanadze და სულ ახლახან Lego Funk.

თბილისს ასევე რამდენიმე დღით სტუმრობენ ცნობილი დრამერი Ofri Nehemya და კონტრაბასისტი Oren Hardy. ისინი მოგზაურობენ და უკრავენ ისეთ გავლენიან არტისტებთან ერთად, როგორებიც არიან: Gilad Hekselman, Avishai Cohen, Shai Maestro, Aaron Goldberg, Eli Degibri, Reuben Rogers, Yotam Silberstein და სხვა. ასევე აღსანიშნავია, რომ მათი და ქართველი პიანისტის – პაპუნა შარიქაძის – მუსიკალური კოლაბორაცია 2016 წელს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჯაზ-კლუბ Birdland-ში და 2018 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა.

როგორ აფასებს CRYPTAL სფოთლაითის მხარდაჭერას

Google-მა Imagen 2 გამოუშვა