თითოეული ჩვენგანის კვირა განსხვავებულად მიმდინარეობს — ზოგის მეტად დატვირთული და ქაოსურია, ზოგის კი შედარებით მშვიდი. ასე ვთქვათ, ცხოვრების განსხვავებული ტემპი, წესი და რიტმი გვაქვს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, განტვირთვა თუ გართობა ყველას თანაბრად გვჭირდება. ამიტომაც, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
ბექა დვალის უსახელო ნახატების დათვალიერებას მის პირველ პერსონალურ გამოფენაზე 15-17 მარტს Hermit Space-ში შეძლებთ. „ნახატების ინსპირაცია მოდის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, ასევე ასახულია ადამიანის ემოციები სხვადასხვა ფორმაში. ამავდროულად, პატარა ასაკიდან ამ ყველაფერს მუდმივად მოჰყვება ცხადი სიზმრები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვს საერთო სურათზე. ჩემი ნახატები ასახავს რეალური და მისტიკური სამყაროს შერწყმას“.
AVARA x ცვალებადი ნიშნები — Powered by CaveaPlus
15 მარტს, პირველად Mono Hall-ის სცენაზე, ჯგუფი AVARA წარდგება მსმენელის წინაშე. AVARA-ს სიმღერები პირველად Cavea Plus-ის სერიალ — „ცვალებად ნიშნებში“ გაჟღერდა. უმოკლეს ხანში შეძლო სიმღერებმა შეეყვარებინა თავი მსმენელისთვის და არსებულ ქართულ, თანამედროვე მუსიკალურ სცენაზე შემოიტანა სიახლე. ქართული ტექსტებით და ენერგიული მუსიკით.
სპეციალური მოწვევით, მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან: სტეფანე, Mellow და ნიკა ჩოხელი. საღამოს, ტრადიციულად, გემოვნებიანი მუსიკალური სელექციით, ტატო რუსია განაგრძობს.
LOVEBAR: GAMOUVALI MDGOMAREOBA | TAMADA | MELQO | MOKU J
16 მარტს Love Bar-ის სცენას ქართველი მუსიკოსები, Melqo, ბენდი „გამოუვალი მდგომარეობა“, Tamada და Moku J დაიკავებენ.
Andy Sturgeon Masterclass — Making the Modern Garden
16 მარტს წინანდლის მამული ბრიტანელი ლანდშაფტის არქიტექტორს, ენდი სტურჯენს უმასპინძლებს. „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართება ღია ლექცია თემაზე „თანამედროვე ბაღის შექმნა“.
ენდი სტურჯენი ბრიტანულ ტრადიციებზე აღზრდილი დიზაინერია, რომელიც არაერთი ათეული წელია, გაერთიანებულ სამეფოში მოღვაწეობს. 2023 წელს ის დასახელდა საუკეთესო დიზაინერად ბრიტანული ბაღების საზოგადოების მიერ. მას ასევე მიღებული აქვს 6 ოქროს მედალი ჩელსის სამეფო ყვავილების ბაღების შოუზე. სტურჯენის უმშვენიერესი ბაღები გვხვდება როგორც შუასაუკუნეების სასახლეების გარშემო, ასევე ლონდონური ცათამბჯენების სახურავებზე.
აღსანიშნავია, რომ ენდი სტურჯენის ღია ლექციით წინანდლის ბაღი გადადის ახალ ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიული მამული დამთვალიერებელს შესთავაზებს XXI საუკუნის სტანდარტებს ტრადიციების სრული დაცვით.
Beka Gochiashvili X Temuriko Diassamidze X Cutkill Live with Special Guests + Soulidan Showcase
16 მარტს Mtkvarze სამი განსაკუთრებული მუსიკოსის კოლაბორაციული ლაივი შედგება. ლაივზე Beka Gochiashvili (aka Bjazz11), Temuriko Diassamidze და Cutkill უნიკალურ მუსიკალურ პერფორმანსს წარმოგვიდგენენ, რომელიც ჯაზის, პანკის, ჰიპ-ჰოპისა და ელექტრონულ მუსიკის სხვადასხვა ჟღერადობას გააერთიანებს. ივენთზე მოწვეული იქნებიან სხვა ქართველი მუსიკოსებიც.
@makerspace 2nd anniversary I[DAY 02] • HATSVALI / HTSVL • IKAKO• SERGI • LASHA • IKO
შაბათს, 16 მარტს, makerspace-ის დაბადების დღეზე რეზიდენტი Sergi, Pluto’s Records-ის დამფუძნებელი HATSVALI; yoki.tomo-ს დამფუძნებელი, ვალენსიაში მოღვაწე, ქართველი არტისტი Ikako და makerspace-ის დამფუძნებლები, Lasha & Iko დაუკრავენ.