სამუშაო კვირა თითქმის მიიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ საღამოდან შეგვიძლია, დრო დასვენება-გართობას დავუთმოთ. ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
ნინიკო მორდებაძე დ. შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში
ხელოვნების მოყვარულებისთვის სამსახურის შემდეგ განსატვირთად იდეალური საშუალებაა — პარასკევს, 15 სექტემბერს, 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნინიკო მორბედაძის რეტროსპექტიული გამოფენა იხსნება და 15 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. გამოფენა ხელოვანის შუა-კარიერულ მიმოხილვას წარმოადგენს და მოიცავს 100-ზე მეტ ნამუშევრებს 1989 წლიდან დღემდე.
Mtkvarze Season Opening: Voigtmann • Yves • Bekuchi • Bacho • Parna
15 სექტემბერს მტკვარზე Season Opening ივენთი გაიმართება, რომელზეც Main Room-ის სთეიჯს ბრიტანული სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა — Voigtmann დაიკავებს.
მანამდე სთეიჯს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული არტისტი — Yves დაიკავებს, რომლის სეტებიც განსაკუთრებული დრამატურგიით გამოირჩევა. მას შეუერთდება SATZ Records-ის დამფუძნებელი Bekuchi, რომელიც ცნობილია არაპროგნოზირებადი House და Techno სელექციით.
Small Room-ის დეკებს დაიკავებს თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერი Bacho. მასთან ერთად Small Room-ის სთეიჯზე დადგება Mtkvarze ბუქინგის გუნდის ყოფილი წევრი — Parna, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ივენთების შექმნაში.
KHIDI Ø [PHASE]. I BLANKA I FREQUENCY SHIFTER I ROMAN I GIO DALAKISHVILI I MOND I NODAR
15 სექტემბერს KHIDI აღნიშნავს ბრიტანული სცენის გამორჩეული წარმომადგენლის, Modwerks ლეიბლის დამფუძნებლის, Ashley Burchett-ის დაბრუნებას, პროექტით Ø [PHASE]. ხმის ინჟინრისა და მრავალმხრივ ნიჭიერი არტისტის უნიკალური ხედვა შესანიშნავად არის გამოხატული მის დიჯეი სეტებში.
მასთან ერთად დაუკრავს ბერლინში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერი Blanca Ramírez პროექტით BLANKA, რომელიც ლეიბლისა და ღონისძიებების სერიის Room Trax თანადამფუძნებელია და ავტორია რელიზებისა ისეთ წამყვან ლეიბლებზე, როგორიცაა: SK_eleven, Soma Records და სხვა.
არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ: KHIDI-ის რეზიდენტი, წარმატებული ქართველი დიჯეი და პროდიუსერი, ცნობილი როგორც არაერთი მარათონული სეტის ავტორი, გიგა არაბული პროექტით Frequency Shifter და რომან აბრამოვი იგივე ROMAN, კლუბის გუნდის წევრი, ცნობილი დიჯეი და პროდიუსერი, რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ ტრიუმფალურ დაბრუნებასა და გამოსამშვიდობებელ სეტს შესთავაზებს მსმენელს.
G2-ს ქუთაისის ელექტრონული სცენის წარმომადგენლები, წამყვანი კლუბების Bude და Reflector წევრები: გიორგი მიქაძე პროექტით MOND, ნოდარ ქოჩერაშვილი პროექტით NODAR და GIO DALAKISHVILI დაიკავებენ.
Earth Wind and Fire experience by Al Mckay – Tbilisi
ეს არის SPARKS-ის ჯადოსნური ღამეების სერიის პირველი ღონისძიება, რომელიც საქართველოში მსოფლიო დონის არტისტების მომავალი ვიზიტების დასაბამია.
16 სექტემბერს Factory Tbilisi-ში Sparks წარმოგიდგენთ ლეგენდარულ ამერიკულ ჯგუფს — Earth Wind and Fire experience by Al Mckay, რომელსაც გიტარით გააფორმებს ჯგუფის სულის ჩამდგმელი Al McKay. 70-იანი წლების დიადი ჯგუფი Earth Wind and Fire experience by Al Mckay აერთიანებს ფანკატერის ორ თაობას და გვთავაზობს ჰიტების ისეთ არჩევანს, როგორიცაა Soul, Jazz, Funk, Pop და African Rhytms უპრეცედენტო სახით, რაც დახვეწილ და უნივერსალურ გარემოს ქმნის.
Earth, Wind & Fire ცნობილია ელექტრიფიცირებული ცოცხალი წარმოდგენებით, მათი ინფექციური მელოდიები და პოზიტიური ტექსტები კი ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს.
KICK: KAPA | KAVEL B2B NIKA VASHAKIDZE
„შეხვდი შაბათს კარგი ვაიბებით Kick-ში, KAPA, KAVEL და NIKA VASHAKIDZE-თან ერთად“.
კაპა ქართველი დიჯეის და პროდიუსერის გიორგი კაპანაძის პროექტია. მან მუსიკის წერა 2018 წელს დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში. მის სეტებში შეხვდებით მრავალფეროვან და ექსპერიმენტულ ხმებს, როგორიცაა ელექტრო, ტექჰაუსი, ჰაუსი და ტექნო.
Kavel — ნიკა ყაველაშვილის პროექტია, რომლის კარიერაც 2014 წელს იწყება. მისმა მუსიკალურმა გემოვნებამ წლების მანძილზე განიცადა ტრანსფორმაცია და დღეს მისი სეტები გაჯერებულია Minimal, Minimal House, Breakbeat და Groove ჟღერადობით. 2023 წლიდან არის სტუდია Radio City- ის მენტორი. ასევე, ივენთების სერია Tsre(წრე)-ის და Maker Space-ის რეზიდენტი.
ნიკას მუსიკაში იგრძნობა ჰაუსისა და მინიმალის გემოვნებიანი გადაკვეთა. გარდა ამისა, ის სტუდია პულსის დამაარსებელია.
Reso Kiknadze Quartet Live @1984
ალბათ, კვირა საღამოს განსატვირთად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ჯაზია… თან მუსიკით ტკბები და თან ისვენებ, იქვე გონებაში ორშაბათისთვისაც ემზადები — შფოთვას კი ჯაზი ამშვიდებს. მოკლედ, 17 სექტემბერს, 21:00 საათზე, 1984-ში რეზო კიკნაძის კვარტეტი დაუკრავს.