in

#სადანროგორ გავერთოთ 16-18 ივნისს — ღონისძიებების კალენდარი

კალენდარს რომ დავხედე და მივხვდი, უკვე უქმეები მოახლოებულა, უცბად ჩავფიქრდი დროის სწრაფად სვლაზე… მაგრამ ეს თემა იმდენად ვრცელია და იმდენად ვერაფერს ვშველით, აზრი აღარ ჰქონდა ფიქრის გაგრძელებას. ამიტომაც, პირდაპირ მთავარზე გადავიდეთ: ამ სტატიაში გირჩევთ, 16-18 ივნისს სად შეგიძლიათ განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

Defected Tbilisi at Monkey

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პატივსაცემი ბენდი Monkey Summer Series საქართველოს პირველად ეწვევა. ის ლონდონში 1999 წელს დაარსდა და დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ჰაუს მუსიკაში, თანმიმდევრული ჰიტებისა და ხარისხიანი კლუბური ჩანაწერების ისტორიით.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

KHIDI 中 PAOLO FERRARA ❚ BOYD SCHIDT ❚ OBJECTOR TRAX ❚ LILITH ❚ GENERALI MINERALI ❚ AUDIO SPACE

16 ივნისს კლუბის მთავარ სცენაზე ესპანური ტექნო მოძრაობის HEX რეზიდენტი და თანადამფუძნებელი Paolo Ferrara დაუკრავს. მასთან ერთად წარდგება KHIDI-ის ადგილობრივი რეზიდენტი, პიონერი პროდიუსერი და დიჯეი, ლეგენდარული ლეიბლის Sonic Groove ოჯახის წევრი Boyd Schidt. არტისტებთან ერთად, B2B სეტით, სცენას გაიზიარებენ, ადგილობრივი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, ბერლინში მოღვაწე შემსრულებლები: Objector Trax და Lilith. G2-ის სცენა, TES-ის რეზიდენტს, KHIDI / G2 რეგულარულ შემსრულებელს და მზესუმზირას კოლექტივის წევრს Audio Space დაეთმობა

ელენე ახვლედიანი თეატრში | Elene Akhvlediani in Theatre

17 ივნისს, 16:00 საათზე, წინანდლის მამულისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლაბორაციის ფარგლებში, წინანდლის მუზეუმში ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, ელენე ახვლედიანის გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები და ვიდეომასალა.

გამოფენას ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 2 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

მუსიკოსი ბარმენი – მებო ნუცუბიძე

მწერლების ბარისა და კომპანია „სარაჯიშვილის“ ერთობლივი პროექტი „მწერალი ბარმენი“ ყველასთვის საყვარელი პროექტი გახდა. გადავწყვიტეთ, გაგვეფართოებინა სეგმენტი და ამიერიდან, მუსიკოს ბარმენებს, სპორტსმენ ბარმენებს, მსახიობ ბარმენებსა და შოუმენ ბარმენებსაც შეხვდებით ჩვენთან.

ბარმენობის შეთავსების პარალელურად, არტისტი აუდიტორიას საინტერესო ისტორიებს უყვება.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ყოველ შაბათს მზადდება კომპანია „სარაჯიშვილის“ საავტორო კოქტეილი.

ბუნება ფესტივალი / Buneba Fest

17-18 ივნისს მზიურის პარკში პირველი ეკო ვეგანური ფესტივალი გაიმართება, საგანმანათლებლო ლექციებით, პრაქტიკული სემინარებით, მუსიკით, გემრიელი დეგუსტაციებითა და საინტერესო სემინარებით.

ფესტივალის მიზანია, შექმნას უფრო თანამგრძნობი და მდგრადი სამყარო ცხოველებისთვის, პლანეტისთვის და ადამიანებისთვის. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ დააგემოვნოთ სხვადასხვა მცენარეული კერძები და შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ბაზარზე, არამედ მონაწილეობა მიიღოთ პრაქტიკულ სემინარებში და გაიგოთ ექსპერტებისგან მდგრადი განვითარების, ცხოველთა უფლებების, ეთიკური ცხოვრების, ჯანსაღი კვებისა და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბიზნესების მნიშვნელობის შესახებ.

 

უკუკავშირის ძალა – როგორ იყენებენ მომხმარებელთა უკუკავშირს ქართული კომპანიები

როდესაც მთავარი ღირებულება მომხმარებელია — სოფიკო ხორგუაშვილი, Medallia-ს ხარისხის მენეჯერი