როგორც უნდა გვსიამოვნებდეს მუშაობა და საქმის კეთება, დასვენება ყველას გვჭირდება, რათა ყოველ ჯერზე განახლებული ენერგიით თუ განწყობით დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ასე რომ, ვინაიდან სამუშაო კვირა თითქმის მიიწურა, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
16 თებერვალს MAGNIFIQUE სასტუმრო MONOGRAPH-ში მონაკოსა და დუბაის წამყვანი კლუბების რეზიდენტ DEMAYÄ-ს უმასპინძლებს! ფრანგმა არტისტმა თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერებით, Desperado, Shadows, Lotus და Esperanza, არაერთხელ მოხიბლა აუდიტორია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში!
Karlo Kacharava’s Tribute at Tsinandali Estate
სიყვარულის თვის ფარგლებში, 17 თებერვალს 16:00 საათზე სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ კარლო კაჭარავასადმი მიძღვნილ საღამოსა და მისი ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობენ. ღონისძიებაზე ასევე გაიმართება გიორგი მაისურაძის საუბრები „სიყვარული და პოეზია ჟამიანობის დროს“.
State 51 წარმოგიდგენთ 2024 წლის საფესტივალო სერიების პირველ ღონისძიებას „ყვავილი თოვლზე“, რომელსაც ბაკურიანი ინნ უმასპინძლებს. მთავარი კონცეფციაა კონტრასტული ჰარმონია — ზამთრის საოცრებათა ესთეტიკის შერწყმა. „ჩვენ გთავაზობთ ზამთრის ივენთების ახალ, განსაკუთრებულ გამოცდილებას, სადაც კომფორტი და უწყვეტი სიამოვნება დაგელოდებათ“, — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
აქტივობები: გამოფენა „ყვავილი თოვლზე“; მხატვრული გამოფენა; Vintage Flea Market; ამერიკული ფეხბურთი; Beer Pong. ასევე, სტუმრების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში იზრუნებს DJ: Gocha Grotask; Nini Asiliani & Dato Kakulia; და Mocongo B2B Monk.
შაბათს, 17 თებერვალს, გია რაქვიაშვილის კვინტეტი V.S.O.P-ის მარადიულ კომპოზიციებს შეასრულებს. ეს უკანასკნელი 1970-იანი წლების ბოლოდ ჩამოყალიბდა და მალევე უდიდეს წარმატებას მიაღწია. მისი შემოქმედება იმპროვიზაციას და რთულ მუსიკალურ სტრუქტურებს ეფუძნებოდა. ამიტომაცაა, რომ წარუშლელი კვალი დატოვა ჯაზის ისტორიაში.
Apres-Ski ბარი — გუდაური ლოჯი
10 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით, სრიალის შემდეგ გუდაური ლოჯის, Après-Ski ბარში გელოდებიან. Après-Ski party სერიას წარმოგიდგენთ თიბისი კონცეპტი, Visa დ Monkey Shoulders. ახლა კვირას კი, 18 თებერვალს აქ Levi love Disco დაგხვდებათ.