მართალია, სინოპტიკოსების პროგნოზს თუ დავეყრდნობით, ამ ვიქენდზე მზის ნაცვლად წვიმიან ამინდებს უნდა ველოდეთ, მაგრამ არა მგონია, ამან გართობაში შეგვიშალოს ხელი. ამიტომაც, დღევანდელ სტატიაში გირჩევთ, 17-19 მარტს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
KHIDI 中 UMWELT ❚ SKEE MASK ❚ NATALIE BERIDZE ❚ SAPHILEAUM
17 მარტს KHIDI ფრანგული სცენის ვეტერან წარმომადგენელს, ლეიბლების Rave Or Die, New Flesh Records დამფუძნებელს Umwelt უმასპინძლებს. მასთან ერთად სცენას გაიზიარებს მიუნხენელი პროდიუსერი და დიჯეი, ლეიბლის Ilian Tape ოჯახის შეუცვლელი წევრი Skee Mask, რომლის სეტები ტექნო, ემბიენთ და ექსპერიმენტალური ჟღერადობით ხასიათდება.
არტისტებთან ერთად ლაივ შესრულებით წარდგება ადგილობრივი სცენის პიონერი მუსიკოსი Natalie Beridze იგივე TBA. არტისტებს მასპინძლობას გაუწევს კლუბის ლოკალური რეზიდენტი, მულტიმედია არტისტი Saphileaum. G2-ის სცენა თბილისური კლუბის Left Bank რეზიდენტს Ash Scholem და 4GB-ისა და Vodkast Records-ის კოლექტივის წევრი Ericsson
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.
BASSIANI x DEKMANTEL CLUB SERIES
17 მარტს BASSIANI ამსტერდამის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ საფესტივალო კოლექტივს, DEKMANTEL უმასპინძლებს. თითქმის ერთი დეკადის ისტორიის მქონე კურატორული სერიები საუკეთესოდ წარმოსახავს არამხოლოდ ელექტრონული მუსიკის მდიდარ მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას, არამედ მომავლის შთამაგონებელ კონტურებს.
DEKMANTEL CLUB SERIES ფარგლებში თბილისში MDR-ის სულისჩამდგმელი MARCEL DETTMANN დაუკრავს, რომლის ინოვაციურმა მიდგომებმა, ვიზუალური ხელოვნებისა და ტექნოს ინტეგრაციამ სამუდამოდ შეცვალა ელექტრონული მუსიკის ისტორია და დაგვანახა შესაძლებლობა, მუსიკალური ნამუშევარი ერთდროულად იყოს უხეში, ემოციური და არაწინასწარგანჭვრეტადი. TALISMANN-ის პირქუში, აპოკალიფსური ჟღერადობა საცეკვაო მოედანს ავისმომასწავებელი რიტუალის სივრცედ გარდაქმნის, სადაც ანტიკური და მომავლის სამყაროები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. საამაყო რეზიდენტები, ZITTO, ღამის კონცეფციასთან თანხვედრაში კლუბის კლასიკურ ჟღერადობას, ხოლო NEBBIERI, ახალი შთაგონებებით სავსე მუსიკალურ გზავნილებს გაგვიზიარებენ.
HOROOM-ში ფესტივალის სულისჩამდგმელი, პროდიუსერი და კურატორი CASPER TIELROOIJ პანორამულად გაშლის მრავალწლიან გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს, რომელიც ისტორიულ რაკურსთან ერთად, ფართო გეოგრაფიულ არეალს მოიცავს ჩიკაგოდან დეტროიტამდე. კოლექტივის მულტიკულტურულ ხმას წარმოაჩენს 80-იანი და 90-იანი წლების ნიუ-იორკის ჰაუსით და მრავალეთნიკური მეამბოხე კომუნების სულისკვეთებით განმსჭვალული არტისტი GABRIELLE KWARTENG; მომაჯადოებლად მელანქოლიური ჟღერადობით წარდგება ქართული ელექტრონული მუსიკის მნიშვნელოვანი ფიგურა, არაერთი სანიმუშო ჩანაწერის ავტორი HVL და ახალი ტალღის წარმომადგენელი, ენერგიული და ეკლექტური სეტების შემოქმედი OLLY.
ნობუტაკა იოშიზავას „კოტოს“ მუსიკალური საღამო
თუ კლუბისგან განსხვავებული გარემო და სხვაგვარი ჟანრის მუსიკა გინდათ, იაპონიის საელჩო საქართველოში გიწვევთ ნობუტაკა იოშიზავას „კოტოს“ მუსიკალურ საღამოზე!
ნობუტაკა იოშიზავა იაპონელი კოტო-ს შემსრულებელია. იოშიზავა არაერთხელ ყოფილა მიწვეული როგორც ტრადიციული კოტო-ს შემსრულებლად, ისე თანამედროვე ნამუშევრების დასაკრავად იაპონიაში და საზღვარგარეთ. მას საკმაოდ მრავალფეროვანი და დიდი გამოცდილება აქვს საკუთარ საქმიანობაში. ამჟამად კი ლექტორიცაა მუსიკის კურსზე, ხელოვნების დეპარტამენტში, ჰუმანიტარული და კულტურის სკოლაში, ტოკაის უნივერსიტეტში.
როგორც იცით, ყოველ შაბათს 00:00 – 03:00 დედაენაში ჯაზის ღამე ეწყობა და ორგანიზატორები ასეთი ტექსტით ეპატიჟებიან მსურველებს: „დაუნდობელი ჰანგები აჟღერდება და მთელი კვირის ცხოვრებისეულ მტვერს გაფანტავს. ეს ის დროა, როცა უბრალოდ ჩვენთან უნდა იყო, აჰყვე ემოციებს და მოუთმენლად დაელოდო ბუნდოვან, მაგრამ ამაღელვებელ ხვალინდელ დღეს“.
საღამოზე დაუკრავენ: გიგი ცინცაძე, სანდრო კვაჭაძე (ბიბიჩ), ლევან კემულარია (კემო), ირაკლი ჭოლაძე (კუკუ); მოწვეული სტუმარი: ხონძი.
მრავალჯერადი QR კოდის მიღება ამ ბმულზე შეგიძლიათ.
KICK x TSRE: SOUNDOPAMINE | AUDIO SPACE | KAVEL
წრე მუსიკალური ქომიუნითია, რომელიც ქმნის მუსიკალურ ინტერაქციებს სხვადასხვა ლოკაციებზე. 18 მარტს კი KICK x TSRE პირველი მეგობრული კოლაბორაციაა. KICK-ში რუმინული დუო, SOUNDOPAMINE დაუკრავს. მათი მუსიკა დაფუძნებულია ავთენტურ პროდაქშენსა და იმპროვიზაციებზე, რომლის ინსპირაციაც ტომების რიტუალებიდან, ჯაზიდან ჰაუსიდან და ტექნოდაუნ მოდის.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
SUNDAY JAZZ JAM SESSION WITH DINI VIRSALADZE
კვირას, 19 მარტს, არტერია წარმოგიდგენთ ჯაზის ჯემ სესიას, რაც სასიამოვნო განტვირთვა-დასვენების საშუალება იქნება. საღამოზე დაუკრავენ: დინი ვირსალაძე, ეგორ პოპოვ, ოთარ საგანელიძე, გურამ ტეცოშვილი.