in

#სადანროგორ გავერთოთ 17-19 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი

„ვიქენდები“ მოახლოვდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველკვირეული #სადანროგორ რუბრიკის დროც დადგა — დღეს სტატიაში გირჩევთ, 17-19 თებერვალს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში

რა თქმა უნდა, ჩამონათვალში პირველი წლის მთავარი მოვლენა უნდა ვახსენოთ — მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში, რომელიც 16 თებერვლიდან 5 მარტამდე ინტერვალში იმართება. თუკი გახსნაზე ვერ მოახერხეთ დასწრება, შეგიძლიათ, ვიქენდებზე მაინც ეწვიოთ დიდველისა და კოხტას მთებს, სადაც ასობით ათლეტი შეიკრიბება 7 სახეობაში საასპარეზოდ.

თანაც, ჩემპიონატზე დასწრება სრულიად უფასოა, კალენდარს კი ამ ბმულზე იხილავთ.

ჩემპიონატის სოფელი • Championship Village

აქვე ლოგიკურად გავაგრძელოთ და გეტყვით, რომ „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, მთის ტრასების სააგენტოსა (MTA) და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, #ჩემპიონატის_სოფელი მოეწყობა. დიდ სპორტულ სანახაობასთან ერთად, სოფელში დაგეგმილი აქტივობები, დაუვიწყარ ემოციებს გპირდებათ — მათ შორის, 19 თებერვალს Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება.

ამავდროულად, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ვორქშოპები, სპორტული ღონისძიებები, ადგილობრივების ხელნაკეთი ნივთებისა და სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა, DJ პერფორმანსები და ა. შ.

BASSIANI x VAULT SESSIONS / HOROOM x SUSHITECH RECORDS

17 თებერვალს BASSIANI ამსტერდამში დაფუძნებული წვეულებების სერიისა და კოლექტივის VAULT SESSION ღამეს უმასპინძლებს. ცოცხალი შესრულებით წარდგება პროდიუსერი STEF MENDESIDIS, რომელმაც ხმის ხელოვნების დაუფლებამდე ანალოგ ინსტრუმენტების სტრუქტურა და კონსტრუქცია შეისწავლა. ამ ცოდნამ არტისტს საშუალება მისცა, დაკვრისას სრულ იმპროვიზაციას მიუძღვნას თავი და პერსონალური შეგრძნებები, იდეები და გამოსახულებები მუსიკაში ასახოს.

ასევე, მხარდამხარ დაუკრავენ LOBSTER, რომელიც საცეკვაო მოედანთან ადაპტაციისა და მსმენელთან სინერგიაში შესვლის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა; და PHIL BERG, რომელმაც საკლუბო სცენის სიყვარული მის სეტებში წარმოდგენილი მრავალფეროვანი და ეკლექტური მუსიკალური კოლექციით დაიმსახურა. თითქმის ორ დეკადას ითვლის თბილისის სცენის სიამაყის KANCHELI აქტიური მუსიკალური გამოცდილება. არტისტის თავდადება და ემოციური ბმა მუსიკის მიმართ მის პროფესიონალიზმში, დრამატურგიის, რითმისა და მელოდიურობის უზადო ცოდნასა და პერფექციონიზმში აისახა.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

KHIDI 中 999999999 ❚ BLUE HOUR ❚ FREQUENCY SHIFTER

17 თებერვალს KHIDI წარმოგიდგენთ ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დუოს იტალიიდან 999999999, რომელთაც პოპულარობა გამორჩეულმა ლაივ აქტებმა, დიჯეი სეტებმა და მათივე ლეიბლზე NineTimesNine გამოცემულმა ტრეკებმა მოუტანა. მათთან ერთად წარდგება ბრიტანელი პროდიუსერი და დიჯეი, ამავე სახელწოდების ლეიბლის დამფუძნებელი Blue Hour. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს კლუბის რეზიდენტი და ადგილობრივი მსმენელის ერთ-ერთი ფავორიტი დიჯეი Frequency Shifter. G2-ში დაუკრავენ ლოკალური სცენის პიონერი შემსრულებელი და კლუბის ერთ-ერთი საპატიო რეზიდენტი აჩი თაბუკაშვილი (Vulkanski) პროექტით A.Tabukashvili და KHIDI-ს გუნდის წევრი, G2-ის რეგულარული შემსრულებელი P.Y.M.K

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

FRIDAY JAZZ JAM SESSION AND FIRST MEETING WITH ZURA RAMISHVILI 🎹

პარასკევს, 17 თებერვალს, არტერია წარმოგიდგენთ ჯაზის ჯემ სესიას და პირველ შეხვედრას არაჩვეულებრივ მუსიკოსთან ზურა რამიშვილთან. საღამოს გახსნიან: ზურა რამიშვილი — ფორტეპიანო, სოფიო მურუსიძე — ვოკალი; რომან პლოტნიკოვი — ბასი;  ირაკლი ჭოლაძე — დრამი.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

შეცვალე სცენარი — შეასრულე შენი როლი

ერთი გადაწყვეტილება ხშირად მოქმედებათა მთელ ჯაჭვს უყრის საფუძველს. ერთი შეხედვით პატარა ნაბიჯს კი მთელი სცენარის შეცვლა შეუძლია. სპექტაკლზე დასწრებისას თუ ფილმის ყურებისას, ამის მოწმე არაერთხელ გავმხდარვართ. რეალურ ცხოვრებაში ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა ხშირად გვიჭირს. რადგანაც პრობლემები დიდია და მათ გვერდზე ჩვენი როლი უმნიშვნელო, ნაბიჯები კი პატარა გვეჩვენება. შედეგად, თავს ვიკავებთ აქტიურობისგან, მოქმედებისგან და მცდელობისგან, გავაუმჯობესოთ საკუთარი გარემო.

18 თებერვალს 15 საათზე მოძრაობის თეატრში გაიმართება ღონისძიება — „შეცვალე სცენარი“, რომელიც ინტერაქციულ ინსტალაციებს, პერფორმანსსა და პანელურ დისკუსიას აერთიანებს. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ უშუალოდ ჩაერთონ პერფორმანსში, შეასრულონ საკუთარი როლი და დარწმუნდნენ, რომ ცვლილებებისთვის ყველა მოქმედება მნიშვნელოვანია. ღონისძიების მეორე ნაწილი იმ ადამიანების გამოცდილების გაზიარებას დაეთმობა, რომელთაც სცენარის შეცვლა რეალურ ცხოვრებაში სცადეს და თავად დაინახეს შედეგები და გამოწვევები.

DNB Georgia Presents: Concrete Waves (Vol. 2)

18 თებერვალს DNB Georgia წარმოგიდგენთ ბას მუსიკის მორიგ დაუვიწყარ საღამოს. გელოდებათ Drum & Bass ჟღერადობით სავსე, დადებითი და ენერგიული გარემო, რომელსაც წარუძღვებიან გამოცდილი არტისტები. მუსიკა იქნება მრავალფეროვანი და მოისმენთ ჟანრების სხვადასხვა განშტოებას, როგორიც არის: Neurofunk, Jump Up, Jungle, Liquid და სხვა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს განსაკუთრებული სტუმარი, პროექტით MAGNETUDE — ის საერთაშორისო Drum and Bass ფესტივალების მუდმივი წარმომადგენელია და აქვს რელიზები ისეთ დიდ ლეიბლებზე, როგორებიც არის: Evolution Chamber, Ram Records, Eatbrain და Viper Recordings.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

Nestlé-ს შოკოლადის ფხვნილის ახალი შეფუთვა, როგორც მდგრადი განვითარების ნაწილი

ქარავნის დიზაინის მიხედვით შექმნილი საავტომობილო კლასი – ფურგონები