სამუშაო კვირა თითქმის მიიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ საღამოდან შეგვიძლია, დრო დასვენება-გართობას დავუთმოთ. ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
Irakli Tsuladze at CROSTY ART SPACE
17 აგვისტოდან CROSTY ART SPACE ცნობილი მოქანდაკის, ირაკლი წულაძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება მისი უახლესი ნამუშევრები, ორი ინსტალაცია და ექვსი ქანდაკება, რომელთა უმრავლესობა 2023 წელს შეიქმნა და არტისტისთვის დამახასიათებელი უნიკალური სტილით გამოირჩევა.
„ირაკლის კვლევის ობიექტი და შთაგონების წყარო ადამიანი და ადამიანებს შორის ურთიერთობაა. იგი ნამუშევრებში ცდილობს ადამიანების სილუეტები და მათი ნაზი ემოციები გადმოსცეს მყარი, უდრეკი მასალებით. არტისტი არა მხოლოდ სილუეტს და მის ესთეტიკას აქცევს ყურადღებას, არამედ მისი პერსონაჟების იდეას და ხასიათს. მყარი მასალების გამოყენებით, იგი ამყარებს წარმოდგენილი პერსონაჟების მიჯაჭვულობას და უფრო რეალურს, ხელშესახებს ხდის მათ ემოციურ კავშირს. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში შეამჩნევთ წითელ ფერს, რომელიც ნამუშევრებს ერთ სერიად აერთიანებს და სიყვარულის, მღელვარების ემოციებს აღძრავს. არტისტი მის ნამუშევრებში ხშირად წარმოაჩენს ადამიანებს, რომლებიც თითქოს ერთ ემოციას და ხასიათს იზიარებენ და ცდილობენ გახდნენ იმ იდეის გამტარი, რომელიც ავტორმა ჩაიფიქრა“.
„ჩემი ნამუშევრები, ეს მცდელობებია, სივრცეში მივაგნო იმ მუხტს და ემოციას, რაც ლაიტმოტივად მიჰყვება ჩემს ქანდაკებებს, წყვილებს და კომპოზიციებს, რომლებიც ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან, ერთმანეთთან შერწყმას და გაერთიანებას ცდილობენ“.
ვისაც უყვარს ბუნებაში, გრილად დროის ტარება, გემოვნებიანი მუსიკა, ქართული ნატურალური ღვინო და სხვა საინტერესო ალკოჰოლური სასმელები, კიკეთის ფესტივალი დააინტერესებს.
Kiketi fest – სპეციალურად ამ დღისთვის, მუხის ტყეში მოეწყობა გარემო, სადაც დაისვენებთ, დააგემოვნებთ კიკეთის მარნების, გოცას ღვინოები, ტანინის, კიკეთის ფერმის და სტუმარი მარნების მათიაშვილების მარნის, მეღვინეობა ნაფერების ღვინოებს. ასევე, ფესტივალზე წარდგებიან ღვინის ბარი საამური და ღვინის მაღაზია რე ვაინს.
ჭამაზე იზრუნებს „მეტი ხალისით“, გემრიელი დაფებით, გრილზე მომზადებული საჭმელებით და სხვა. დღის ბოლოს გელოდებათ ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტი.
თუ აგვისტოს ცხელ დღეებს თბილისში ატარებ და საინტერესო ამბების ძიებაში ხარ, ესტუმრე დედაენის ბაღს შაბათს, 19 აგვისტოს, 18:00 საათზე! „მოგიყვებით ჩვენი კამპანიის „27+1“ შესახებ, ერთად დავაგემოვნებთ ბედის ორცხობილებს და შევეჯიბრებით ერთმანეთს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში. ჩვენს FEST-ზე გელოდებათ ბევრი საჩუქარი, სასუსნავი და წიგნები. მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას და არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებით! შევხვდებით აგვისტოს ფესტზე!“
ბახმაროს თასი 2023 ∘ Bakhmaro Cup 2023
წყაროს წყალი ბახმაროს, ნაბეღლავისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით კურორტ ბახმაროში 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღი გაიმართება.
წყალ მარგებელთან ერთად, ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“, ოქროს მხარდამჭერი „ევროპაბეთი“.
პირველად, ბახმაროს დოღის ისტორიაში ფულადი საპრიზო ფონდი, ყველაზე მასშტაბური – 𝟐𝟎,𝟎𝟎𝟎 ლარია.
სპორტული ღონისძიების ფარგლებში 4 გარბენი შედგება, რომლის მანძილი შეადგენს 1 200 მ, 1 200 მ, 2 400 მ და 4 800 მეტრს.
„„შემთხვევის ადგილი“ აერთიანებს ქართველი არტისტების ნამუშევრებს, რომლებიც იკვლევენ საქართველოსთვის მტკივნეულ ფაქტებს და კულტურულ დარღვევებს. Მონოქრომულ გამოფენაზე წარმოდგენილი სიმბოლოები/გამოსახულებები არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური გამოცდილება, დიალოგი გარემოსთან, ნეგატიური სიახლეები და ინციდენტები, რომელიც დაუსრულებლობის ციკლშია.
ხელოვანებისთვის სენსიტიური სურათები, რომლებიც საქართველოში შემთხვევის ადგილებზე ხდება, ხშირ შემთხვევაში დროსთან ერთად სიცარიელედ რჩება, რომელსაც არავინ არ ავსებს“.
დღეს მზიანი დღეა* გუშინდელი დღესავით, გავიღვიძე, და არაფერი შეცვლილა.