in

#სადანროგორ გავერთოთ 19-21 იანვარს — ღონისძიებების კალენდარი

ქაოსური, დატვირთული დეკემბრის შემდეგ, ბევრს იანვარი ყველაზე მოსაწყენ თვედ ეჩვენება. თითქოს, დრო სრულიად გაჩერდა და ყველაფერი მეტისმეტად იწელება. თუმცა ასეა თუ ისე, ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. შესაბამისად, უქმეებზე კვლავ გვჭირდება განტვირთვა, დასვენება, გართობა და მომდევნო კვირისთვის საჭირო ენერგიით ავსება. ამიტომაც, ტრადიციულად, სტატიაში შესაბამის ღონისძიებებს გაგიზიარებთ.

BOG
BOG

Stand-Up Showcase at PUB 44

Stand-Up Tbilisi-ის კომიკოსები 90-წუთიან პროგრამას წარმოადგენენ და როგორც თავად ივენთის აღწერაში წერენ, „წინა შოუების გამოცდილებით, გირჩევთ, შოუსთვის დიდი ენერგია შემოინახოთ, რადგან ძალიან ბევრჯერ მოგიწევთ გაცინება“.

Breakbot & Irfane – Mono Hall Tbilisi

20 იანვარს Mono Hall-ში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ფრანგული მუსიკალური პროექტი — Breakbot, ვოკალისტ Irfane-თან ერთად დაუკრავს. ასევე, სცენას დაიკავებენ: Haverdi და Yamoc.

Breakbot ფრანგი მუსიკოსის, პროდიუსერისა და დიჯეის — Thibaut Jean-Marie Michel Berland-ის პროექტია და ის 2009 წლიდან გამოჩნდა მუსიკის ინდუსტრიაში, Ed Banger Records-ზე გამოცემული ნამუშევრებით. Breakbot-ის მუსიკა French house, electro house, disco house და nu-disco ჟღერადობებით არის გაჟღენთილი.

Breakbot-ის პოპულარობა ასევე განაპირობა, მისმა რემიქსებმა, ისეთი არტისტების ნამუშევრებზე, როგორიც არის: Röyksopp, Digitalism და Chromeo. აღსანიშნავია, რომ Breakbot-ის რემიქსები გამოყენებულია ისეთ პოპულარულ ვიდეო თამაშებში, როგორიც არის: Gran Turismo 5 და Forza Horizon 3.

Breakbot & Irfane მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავენ ტურნეს, ყველაზე მასშტაბურ სცენებზე. 20 იანვარს კი ისინი თავის შემოქმედებას Mono Hall-ის სცენიდან გაგვიზიარებენ.

შავი ხვრელის წვეულება — ნათია საპანაძე

The Why Not Gallery წარმოგიდგენთ ნათია საპანაძის პირველ პერსონალურ გამოფენას. „„შავი ხვრელის წვეულება“ არის მოგზაურობა ადამიანის ფსიქიკის ყველაზე რთულ კუთხეებში, მოგზაურობა იმედის ნანგრევებში და ფენიქსის მსგავსი ასვლა ცისკრის შუქში. ეს არის შეხსენება, რომ სილამაზე უფსკრულშიც კი შეიძლება აყვავდეს და უკუნი სიბნელეც კი ერთმა ვარსკვლავმა გაანათოს“.

90’s Party

ეს ივენთი 90-იანების წარსულში დაბრუნებას ჰგავს, ოღონდ მხოლოდ მუსიკის თვალსაზრისით — გადაეშვებით პოპის, ჰიპ-ჰოპის და დისკოს ერაში, საყვარელ მუსიკოსებთან ერთად. „კლეჩატი პერანგებიდან დაწყებული ნეონის ფერებით დასრულებული კიდევ ერთხელ მოვხვდეთ 90-ანების გარემოში“.

Anna Hatela • Gio Shengelia • Nika Vashakidze • Gigi

19 იანვარს Mtkvarze ლეიბლ Pacotek-ის დამფუძნებელი Anna Haleta წარდგება. ის პირველად 2003 წელს გამოჩნდა და გაბედული მიქსინგის, დახვეწილი ტექნიკისა და გამორჩეული ჟღერადობის გამო მალევე საკუთარი სტანდარტი დაამკვიდრა ელექტრონული მუსიკის სცენაზე.

Მასთან ერთად, Main Room-ში თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერი, გიო შენგელია დადგება, რომელსაც მსმენელი მისი all-night-long სეტებით და ეკლექტური სელექციით იცნობს.

Small Room-ის სთეიჯს Domain Records-ის დამფუძნებელი და ლეიბლ Small Moves-ის წევრი, Gigi დაიკავებს. მას შეუერთდება Studio Pulse დამფუძნებელი ნიკა ვაშაკიძე.

კარიერული განვითარების პროგრამა სმარტ აკადემიაში – როგორ ვეხმარებით სტუდენტებს დასაქმებაში?

გენერაციული AI, სოციალური მედიის კონტენტისთვის! – გაიცანით, 500 Georgia-ს ფინალისტი სტარტაპი STORI AI