ახლა უკვე „ზაფხულისებრი“ გართობა-დასვენების დრო დადგა, როცა ყველაფერს განსაკუთრებული ხალისი გასდევს — თითქოს, უდარდელი ხალისი და დაუღალავი ბედნიერებით ვივსებით. ამ სტატიაში კი გირჩევთ, 2-4 ივნისს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
პარასკევს, 2 ივნისს — QUERUBIM; შაბათს, 3 ივნისს — HAVERDI
Led Theatre კი თავისი განახლებული კოსტიუმირებული შოუთი დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება სტუმრებს. ამ შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს 23+-ის სახით. ასევე, მოქმედებს ფეისკონტროლი და დრესკოდი — Smart Casual.
Axis Towers x Falestra / Giorgi Gigashvili / Nini Nutsubidze / Nikoloz Rachveli & Orchestra / Nikala
2 ივნისს ფალესტრას ღია სივრცეში — Missed Call: გამორჩეული ქართველი არტისტები საოცარ მუსიკალურ ექსპერიმენტს შემოგვთავაზებენ. გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ნიკალა, ნიკოლოზ რაჭველი და ორკესტრი, ჟანრების უნიკალური სინთეზით დაგვამახსოვრებენ ამ საინტერესო საღამოს.
KHIDI 中 7 YEARS ANNIVERSARY: OSCAR MULERO ❚ BORIS ❚ PABLO BOZZI ❚ YANAMASTE ❚ NEUX ❚ BODY PRESSURE
2 ივნისს KHIDI 7 წლის იუბილეს აღნიშნავს, სადაც ესპანური და მსოფლიო სცენის გამორჩეული ფიგურა, კლუბის საამაყო რეზიდენტი და ლეიბლის Polegroup დამფუძნებელი Oscar Mulero დაუკრავს. მასთან ერთად წარდგება კლუბის Berghain / Panorama Bar, შეუცვლელი რეზიდენტი, ლეგენდარული ბერლინური ფირფიტების მაღაზიის Hard Wax ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და ადგილობრივი მსმენელის ერთ-ერთი ფავორიტი დიჯეი Boris.
არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ლოკალური სცენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ახალგაზრდა პროდიუსერი, დიჯეი და ლაივ შემსრულებელი, კლუბის რეზიდენტი Yanamaste. G2 კლუბის რეზიდენტ არტისტს, მუსიკალური პლატფორმა Second Sight-ის დამფუძნებელსა და პროექტების: Soft Crash, Infravision წევრს Pablo Bozzi, კლუბის ლოკალურ რეზიდენტს, ბერლინსა და თბილისში მოღვაწე დიჯეის Neux და KHIDI / G2 რეგულარულ შემსრულებელს, ლეიბლის Murder Tbilisi დამფუძნებელს Body Pressure იგივე Puritan უმასპინძლებს
MOREVI RECORDS NIGHT: SEVENSOL // KDEMA // BOYA
3 ივნისს HOROOM ფირფიტების მაღაზიისა და ლეიბლის Morevi Records ღამეს დაეთმობა, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ადგილობრივი სცენის არტისტები დაუკრავენ. პროექტ Manamana-ს მეორე ნახევარი და ლეიბლის Kann ერთ-ერთი სულისჩამდგმელი Sevensol ლაიფციგის სცენის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მუსიკალური ჩანაწერებისა და ფირფიტების განსაკუთრებულმა სიყვარულმა ის ჰაუს სცენის ერთ-ერთ ინოვაციურ და უნიკალურ არტისტად აქცია. მუსიკოსისა და პროდიუსერის, ანი ზაქარეიშვილის პროექტი Kdema ბოლო წლების ღირებული შენაძენია თანამედროვე ქართული სცენისთვის. დიჯეინგთან და ჩანაწერების გამოცემასთან ერთად, ის აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახელოვნებო წარმოდგენების მუსიკალურ გაფორმებაში. ამ ღამეს ასევე დაუკრავს მორევის ოჯახის წევრი, შესანიშნავი სელექტორი BOYA.
სიხარულობანა – სპექტაკლი მაყურებლის მონაწილეობით
თამაშობანას სპექტაკლი, სახელწოდებით „სიხარულობანა“ უფრო მეტად მათთვისაა, ვისაც შვილებთან ერთად სურთ სასიამოვნო საღამოს გატარება. სპექტაკლი ინტერაქციულია, მაყურებლის აქტიური მონაწილეობით და შთაგონებულია ელინორ პორტერის „პოლიანათი“. მაყურებლები, მთავარ გმირებთან ერთად, შეძლებენ დაეუფლონ „სიხარულობანას“ თამაშს, გააკეთონ მადლიერების სავარჯიშოები, იცინონ, იმხიარულონ და ჯადოსნური დრო გაატარონ.
ოლეგ ტიმჩენკო ერთი ნამუშევრის გამოფენა/Oleg Timchenko Exhibition of One Artwork
გალერეა „ვერნისაჟი“ 2023 წლის 2 ივნისს, 19:00სთ-ზე გიწვევთ ოლეგ ტიმჩენკოს ერთი ნამუშევრის გამოფენაზე — „ჯამბაზი გრიმის გარეშე“. გამოფენა 10 ივნისამდე გაგრძელდება.
„2003 წელს, ოცი წლის წინ, გალერეა „ვერნისაჟში“ შედგა ერთი ნამუშევრის გამოფენა. დღეს, 2023 წელს, ოცი წლის შემდეგ, ერთი ნამუშევრის გამოფენა კვლავ მეორდება. ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, მთავარია, რომ ნამუშევარი არის ერთი. როგორც „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“, ასევე ვერ შექმნი ხელოვნების ნაწარმოებს ორჯერ. ამიტომ, ერთი ყოველთვის მნიშვნელოვანია და რომც მოინდომოს მხატვარმა საკუთარი ნამუშევრის „გამეორება“, ვერ შეძლებს.
მთელი კონცენტრაცია ხდება ერთ ნამუშევარზე. მათემატიკაში — ერთი რომ არ იყოს, ორი არ იქნებოდა. ერთი ყოველთვის არის ერთი! ათვლა იწყება ერთიდან! ერთს პატივი უნდა სცე!“, — ოლეგ ტიმჩენკო.