in

#სადანროგორ გავერთოთ 2-4 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი

როგორც იქნა, ყველაზე „ხანგრძლივი“ თვეც მიიწურა და უკვე თებერვლის უქმეებიც დაგვიდგა. ზამთრის ბოლო დღეები განსაკუთრებულად თუ არ მივითვალეთ, ეგრე როგორ გამოვა?! ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

Makerspace | SPANISH WEEKEND — DAY #01 [Pizzicatto, Koseki, Ikako]

„მეიქერსფეისი“ ვალენსიურ თავგადასავალში ეშვება — ამჯერად  Pizzicatto-სა და Kosseki-ს მასპინძლობენ. მუსიკოსებისთვის ეს პირველი ქართული ვოიაჟია.

ბილეთების შეძენას მხოლოდ კარზე შეძლებთ. ასევე, მოქმედებს Face Control და ასაკობრივი შეზღუდვა (18+).

AMNESIA LIVE AT WINE NOT? BAR AND KITCHEN FRIDAY

პარასკევს ახალი თეატრის მსახიობები Wine Not?-ს „ამნეზიურ“ საღამოს აჩუქებენ. აქ მოისმენთ ბენდ „ამნეზიის“ საავტორო სიმღერებს, პოპულარულ ქავერებს და ქართულ სიმღერებს.

გიორგი ყველაშვილი — ვოკალი, გიტარა;
ალექსანდრე ბეგალიშვილი — ვოკალი, გიტარა, ბასი;
გოგა მოძმანაშვილი — ვოკალი, შეიკერი.

პესონალური გამოფენა „ამბავი სპილოს მატარებლით მოგზაურობისა“

გალერეა შარდენი წარმოგიდგენთ კახაბერ ტატიშვილის რიგით მე-16 პერსონალურ გამოფენას — „ამბავი სპილოს მატარებლით მოგზაურობისა“. ამბავი, რომელსაც ავტორი მოგვითხრობს, საფუძველს იღებს ნახევარი საუკუნის წინანდელი მოგონებიდან და ერთგვარი პროტესტია შინაურ თუ გარეულ ცხოველებზე შეუსაბამო მოპყრობის მიმართ.

„გაზაფხული ჩვენს პატარა, ნაცრისფერ ქალაქში ხშირად მოხეტიალე ცირკის შემოსვლით აღინიშნებოდა. თითქოს საინტერესო და სახალისო უნდა ყოფილიყო ეს მოვლენა, მაგრამ ერთი გარემოება მძიმედ დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ციმბირის ტრამალებიდან მატარებლით შემოსულ ცირკს, გარდა გაუბედურებული პესონალისა და ინვენტარისა, მოჰყავდა ჭუჭყიანი და შიმშილისგან დასუსტებული ცხოველები. ეს ავად მოსაგონარი ცირკის სტუმრობის ტრადიცია რაღაც დროის შემდეგ, საბედნიეროდ, შეწყდა, მაგრამ მყარად ჩარჩა ბავშვობის მოგონებებში და დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გადაიზარდა პროტესტში, რომელიც, ვფიქრობ, იგრძნობოდა ამ თემატიკის ნახატებში. სპილო იმ ცხოველთა სიაში არ ყოფილა, ის ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. იმხანად სპილოს ასეთი მეთოდით გადაადგილების აბსურდულობა, მისი ვიზუალი, ძველი ორთქლმავალი, ფერი, კომპოზიცია — ყველივე ეს, ჩემი ვარაუდით, ახლოსაა დრამატულ ამბავთან, რომელსაც ამ ნახატებით გიამბობთ“.

EMANUELLE ESPOSITO by MAGNIFIQUE

2 თებერვალს სასტუმრო Monograph-ში Magnifique დაუვიწყარ ემოციებს შექმნის. მსმენელებისთვის დაუკრავს ოქროს ტრეკის, „It’s not right”-ის ავტორი, იტალიელი არტისტი — Emanuele Esposito! ეს უკანასკნელი აფრო ჰაუსის ტოპ არტისტების სიაში წამყვან ადგილს იკავებს.

„შევხვდებით ერთმანეთს წარსულისა და აწმყოს საუკეთესო სინთეზით, ყველასთვის ნაცნობი სიმღერებით“.

ჯგუფი ყველა – Special Guests: არა, პორნოპოეზია, დერვიშები – Mono Hall Tbilisi

3 თებერვალს 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი „ყველა“, მეგობრებთან ერთად, Mono Hall-ის სცენაზე გრანდიოზული კონცერტით ბრუნდება.

ეს სწორედ ის ჯგუფი „ყველაა“, რომელიც გაგახსენდათ და კი, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ბენდთან ერთად შეგისრულებენ „სამშობლოს“, „გვიან სერენადას“ და ა. შ. ლეგენდარული ჰიტების გარდა, მოისმენთ ჯგუფს წევრების სიმღერებს მათი სხვა მუსიკალური პროექტებიდან (ჯგუფი არა, პორნოპოეზია, დერვიშები).

KICK: KASHIA | LEVAN ABASHIDZE | MITCHELL

შაბათს, 3 თებერვალს, KICK-ის ძველი კედლებიდან მსუბუქი და მელოდიური ხმები გაისმება, რადგან სცენა გამორჩეულ ადგილობრივ ჰაუს შემსრულებლებს დაეთმობა — KASHIA, LEVAN ABASHIDZE, MITCHELL.

Italian and Georgian Romances • Wine Not Bar annd Kitchen • Gudiashvili Square

Wine Not bar and Kitchen-ში სტუმრად იტალიაში მოღვაწე ოპერის მომღერალი ნინა ბარტოლი დაგხვდებათ, უნიჭიერეს პიანისტ თამილა ჩირაძესთან ერთად. ეს არაჩვეულებრივი დუეტი იტალიურ და ქართულ რომანსებს შეასრულებს, რაც კვირა დღეს განსაკუთრებულად სასიამოვნოდ აქცევს.

შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსური სხივების საიდუმლო ამოხსნან

Google ახალ AI Art Generator-ს უშვებს