in

#სადანროგორ გავერთოთ 21-23 აპრილს — ღონისძიებების კალენდარი

გასულ უქმეებზე ძირითადად ყველამ ვიცოდით, როგორ გავატარებდით დროს და რას დავუთმობდით შაბათ-კვირას. დღევანდელ სტატიაში კი გირჩევთ, 21-23 აპრილს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

KHIDI 中 SAMUEL KERRIDGE ❚ THOMAS HESSLER ❚ OTHR

21 აპრილს კლუბის მთავარ სცენაზე სადებიუტო ლაივ შესრულებით წარდგება გამორჩეული ჟღერადობისა და ხელწერის მქონე ინგლისელი პროდიუსერი, ლაივ შემსრულებელი და დიჯეი, ლეიბლისა და ღონისძიებების სერიის Contort დამფუძნებელი და Downwards-ის მნიშვნელოვანი წევრი Samuel Kerridge. მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ: გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლების Index Marcel Fengler და Symbolism ოჯახის წევრი Thomas Hessler და KHIDI-ს რეზიდენტი, ადგილობრივი სცენის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი OTHR. G2-ის სცენა ბერლინსა და თბილისში მოღვაწე დიჯეისა და ლეიბლის SATZ დამფუძნებელს Bekuchi და მზესუმზირას კოლექტივის წევრს Kdema დაეთმობა.

MONKEY SAFARI at SUZIE WONG

21 აპრილს Suzie Wong-ში სტუმრად დაგხვდებათ განსაკუთრებული და ყველასათვის კარგად ნაცნობი დუო გერმანიიდან — Monkey Safari. მათთან ერთად სცენას დაიკავებენ ქართველი არტისტები: Ucha და Suzie Wong-ის რეზიდენტი — Annatron.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Oden & Fatzo at Republic

Oden & Fatzo ფრანგული ელექტრონული მუსიკალური ტრიოა, რომელიც მხოლოდ ლაივებს ასრულებს. მათი სამყარო გამოირჩევა მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრით, სადაც ჰაუს ჟღერადობის, ბრეიქბითის და UK Garage-ის გავლენები შეიმჩნევა და შთაგონებულია უმეტესად ფანკით, ჯაზითა და ჰიპ ჰოპით.

Oden & Fatzo-ს ისეთ ლეიბლებთან უთანამშრომლია, როგორებიცაა Ministry of Sound, Salty Nuts, Locus, Hoarder და Hedzup. Saké Rec-თან თანამშრომლობის ფარგლებში გამოშვებული EP-ებით, სთორითელინგისა და ძლიერი ვიზუალების დახმარებით, ტრიო გვიყვება მათი თავგადასავლების შესახებ კოსმოსში.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Georgian Music Legacy Collection – GMLC003 Presentation

Georgian Music Legacy Collection ფირფიტებზე დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს მუსიკალურ პერსპექტივას ეხმიანება. ჩანაწერებს, რომლებიც ჩაწერის პერიოდის, ქვეყნის თუ ჯერ კიდევ არ არსებული მუსიკალური ინდუსტრიის მდგომარეობის გათვალისწინებით, მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მუსიკალური, სოციალური თუ კულტურული ღირებულებით დღესაც თანამედროვე და ფასეულია.

შაბათს 2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერის, Young Georgian Lolitaz-ის „Lemonjuice“-ის ფირფიტის პრეზენტაცია გაიმართება. საღამოზე, მუსიკოსებთან ერთად, ისაუბრებენ ალბომის შექმნის პერიოდსა და დეტალებზე; ასევე, ლიმიტირებულად გაიყიდება ჯგუფის წევრების მიერ ხელმოწერილი ფირფიტები.

„Lemonjuice“ სპონტანურად, ჯგუფისთვისაც და ქვეყნისთვისაც გარდამავალ პერიოდში, 2003 წელს ჩაიწერა. მუსიკალურად და შინაარსობრივად ეს მეტად პერსონალური ალბომია, რომელიც ჯგუფის ფრონტმენის პირად განცდებსა და დამოკიდებულებებზე გვიყვება. ალბომი ალბათ 2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადია, სადაც მუსიკალური გავლენები ბითლზიდან, ნირვანას გავლით Blur-ამდე აღწევს. „LemonJuice“-მა და მასში შემავალმა სიმღერებმა ჯგუფს პოპულარობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც მოუტანა და მისი ჩაწერიდან რამდენიმე წელში, Young Georgian Lolitaz-მა გეზი მათი მუსიკის პირველწყაროსკენ, ლონდონისკენ აიღო.

ანა იმერლიშვილი: „რომ გავიზრდები“

23 აპრილს 19:00 საათიდან „ცალკე სივრცე“ თანამედროვე ქართველი მხატვრის, ანა იმერლიშვილის პირველ სოლო გამოფენას უმასპინძლებს, სახელწოდებით „რომ გავიზრდები“. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული ფერწერული ნამუშევრები.

ექსპოზიციაში ნათლად იკითხება ერთი მხრივ, გასული საუკუნის დასავლური ფერწერული ტრადიციების შერწყმა ქართული ხელოვნებისათვის დამახასიათებელ სისადავესა და ლაკონიურობასთან; მეორე მხრივ კი, შემოქმედის მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერა და ასახვის საგნისადმი გულწრფელი დამოკიდებულება, რაც ასე იშვიათია 21-ე საუკუნის როგორც ქართული, ისე მსოფლიო სახელოვნებო სივრცეებისათვის.

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე გრძელდება  

კორპორაციები, რომლებიც მანქანების ცნობილ ბრენდებს აერთიანებენ