in

#სადანროგორ გავერთოთ 21-23 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი

შეამჩნევდით, რომ ივლისიც მალე მიიწევს დასასრულისკენ, ჩვენ კი ჯერ კიდევ უხვად გვაქვს საზაფხულო გართობები მოსაგროვებელი… ამიტომაც, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

Mzesumzira Music Night @Dedaena

მზესუმზირას ფესტივალი და დედაენას ბარი კვლავ მეგობრობენ — სანამ ყველანი ქალაქგარეთ გავიკრიფებით, კიდევ ერთ საერთო ივენთზე გვეპატიჟებიან. ამჯერად სცენას მზესუმზირას რეზიდენტები A.K.O, Rati და Beqa დაიკავებენ.

ივენთი 22:00-დან 05:00-მდე გაგრძელდება.

Gudauri Summer Set • 2023

„როდესაც გუდაურში, კავკასიონზე ადიხარ, გრძნობ, რომ რაღაც დიდის ნაწილი ხარ და ზაფხულის ენერგია ამ გასაოცარ მთაგრეხილთან განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის. ყოველთვის ვოცნებობდით, რომ ზაფხულის გუდაურის სილამაზე თქვენთვისაც გაგვეზიარებინა და ეს სივრცე თქვენთვის მუსიკით შეგვეყვარებინა“, — ვკითხულობთ ივენთის აღწერაში.

21 ივლისს მზის ჩასვლისას 40-საათიანი უწყვეტი მუსიკის თანმხლებით 2 მზის ჩასვლას და 2 მზის ამოსვლას შეეგებებიან. შაბათი დღის განმავლობაში კი შესაძლებელი იქნება სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა.

ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში.

KHIDI 中 SEASON CLOSING: FIEDEL ❚ KENDAL ❚ NAZIRA ❚ YANAMASTE ❚ FREQUENCY SHIFTER ❚ BODY PRESSURE

21 ივლისს კლუბის მეშვიდე სეზონის ბოლო საკლუბო ღამე გაიმართება და ზაფხულის განმავლობაში G2 განაგრძობს ფუნქციონირებას; 28 ივლისს კი კოჯორში, KHIDI-ს შოუქეისზე შევხვდებით ფესტივალზე Tkeshi.

სეზონის დახურვაზე, კლუბის მთავარ სცენაზე, ადგილობრივი მსმენელისთვის მონატრებული არტისტი და KHIDI-ში არაერთი დასამახსოვრებელი სეტის ავტორი, კლუბის Berghain / Panorama Bar შეუცვლელი რეზიდენტი Fiedel დაუკრავს. მასთან ერთად, სადებიუტო ლაივ შესრულებით წარდგება კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი Frequency Shifter. არტისტებთან ერთად, სცენას გაიზიარებენ: ალმაატაში დაფუძნებული დიჯეი და პრომოუტერი, კოლექტივის ZVUK დამფუძნებელი, ღონისძიებების სერიის Room 4 Resistance რეზიდენტი Nazira და კლუბის რეზიდენტი, ლოკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენელი Yanamaste. G2-ის ოთახი Italo Disco ჟღერადობაზე დაფუძნებულ ფრანგ არტისტს, პროექტის Infravision თანაავტორს (Pablo Bozzi-სთან ერთად) Kendal და ლოკალური სცენის კიდევ ერთ გამოსარჩევ წევრს, ლეიბლის Murder Records დამფუძნებელს Body Pressure იგივე Puritan დაეთმობა.

UDABNO Rally Raid – Stage 2

რალი რეიდი ადამიანის და მანქანის უდიდესი გამოცდაა დროისა და რელიეფის წინააღმდეგ.. 21-23 ივლისს შედგება მეორე, 350-კილომეტრიანი ეტაპი, რომელიც გაივლის შიდა ქართლს, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლს. მაყურებლები იხილავენ, თუ როგორ მიჰყავთ ზღვარზე, ტექნიკის შესაძლებლობები ყველაზე ნიჭიერ მრბოლელებს.

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ჯგუფები: Group T1 – მოტოციკლები; Group T2 – კვადროციკლები; Group T3 – სერიულად წარმოებული „ბაგები“ – SSV; Group T4 – სერიულად წარმოებული ძარიანი ავტომობილები; Group T5 – სპეციალური საშეჯიბრო ავტომობილები პროტოტიპები.

Ciskari Garden: Hector Oaks, Kancheli, Ndrx, Zitto

22 ივლისს წარმოგიდგენთ ელექტრონული მუსიკის საზაფხულო ღამეების სერიას, რომელიც კუს ტბაზე, Ciskari Garden-ის ღია სივრცეში გაიმართება. მუსიკალურ მოგზაურობას თბილისის სცენისთვის ღირებული არტისტები გაუძღვებიან: Hector Oaks-ის მარათონული სეტები მოულოდნელი სელექციით, საკლუბო კულტურის ისტორიისა და თანამედროვეობის ძვირფას მომენტებს ასახავს, რომელსაც არტისტი ფირფიტების უზარმაზარი კოლექციის სახით აგროვებს და უზიარებს საცეკვაო მოედნის სტუმრებს.

ლეიბლ KAOS-ის სულისჩამდგმელის ყოველი შესრულება ეიფორიული და დასამახსოვრებელი გამოცდილებაა. ამ ღამეს დაუკრავენ და ქართული ტექნოს სულისკვეთებას წარმოაჩენენ ადგილობრივი სცენის სამი მძიმეწონიანი წარმომადგენელი, უმნიშვნელოვანესი არტისტები: მუსიკოსი, პროდიუსერი და ვირტუოზი შემსრულებელი, Kancheli; თავდაუზოგავი და უკომპრომისო Zitto და თბილისის სცენის აქტივისტი და გულშემატკივარი, სრულყოფილი ტექნიკის მქონე Ndrx.

IKEA-მ სარეკლამო კამპანიებისთვის ანიმეს სტილი გამოიყენა

მიეცი თავს მეტისუფლება – თიბისი დაზღვევია ახალი კამპანია