in

#სადანროგორ გავერთოთ 22-24 დეკემბერს — ღონისძიებების კალენდარი

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის ტალღაზე კიდევ ერთხელ უნდა გავატაროთ უქმეები. ბოლომდე გავხარჯოთ დარჩენილი ენერგია, ემოციები თუ სურვილები… შემდეგ ხომ უკვე ახალი ათვლის წერტილი იწყება. ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

BOG
BOG

Worakls Band (Live) ● Tbilisi Winter Set

22 დეკემბერს ფრანგი არტისტი Worakls თბილისს ახალი პროექტის, Worakls Band-ის ტურნეს, ფარგლებში ეწვევა. Worakls ფრანგი კომპოზიტორის და შემსრულებლის, კევინ როდრიგესის სასცენო ფსევდონიმია. მისი შემოქმედება კლასიკური მუსიკის და ელექტრონული ჟღერადობის გემოვნებიანი სინთეზით ხასიათდება, რის გამოც Worakls ბოლო დეკადის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლაივ არტისტად იქცა.

Set-ზე მოსული სტუმრები ასევე მოუსმენენ ფრანგ არტისტს, ლეიბლის ახალ სახეს — Aalson.

საშობაო ბაზრობა | Christmas Market 2024 @Fabrika

ტრადიციულად, ფაბრიკაში საშობაო ბაზრობა 23-24 დეკემბერს გაიმართება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მალე, იქაური ეზო საახალწლო სამზადისით აფუსფუსდება.

„გელოდებით დიდებს პატარებთან და პატარებს დიდებთან ერთად, მათ, ვისაც ყველაზე ძალიან გიყვართ წელიწადის ეს დრო და გინდათ, ეს ემოცია თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გაუზიაროთ. ჩვენამდე მოსასვლელად კი გლინტვეინის და ცხელი შოკოლადის სუნს გამოhყევით“.

Street ART Fest Tbilisi — After Party

23 დეკემბერს,20:00 საათზე KLab-ში გაიმართება Kettari Foundation-ისა და Street ART Fest Tbilisi-ის ერთობლივი ღონისძიება: Street ART Fest Tbilisi – After Party.

როგორც თანამედროვე ქართული კედლის მხატვრობის, გრაფიტისა და სხვა ვიზუალური დარგების ვირტუოზი არტისტების მხარდამჭერი, კეტტარი ფონდი ქუჩის კედლის მხატვრობის ფესტივალის პარტნიორი იყო, ამიტომ ფესტივალის After Party-ს მასპინძლობს და მოსულ სტუმრებს წინასაახალწლოდ გლინტვეინითა და სასიამოვნო მუსიკით დახვდება.

KHIDI: G2: THE FOREST | TSUKUYOMI | HISTORY OF BEATRICE

23 დეკემბერს G2 ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლებს უმასპინძლებს: პიონერი არტისტი The Forest, რომელსაც მისი მუსიკალური შემოქმედება დარელიზებული აქვს ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა: Liquid Drop Groove, Dual Story, BAHN Records. მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ ახალგაზრდა დიჯეი და პროდიუსერი, ავტორი რელიზებისა ლეიბლებზე: 01366 და Diffuse Reality — Tsukuyomi და პროდიუსერი/დიჯეი History Of Beatrice, რომელიც სცენაზე 2017 წელს გამოჩნდა.

Creams [Live] with Special Guests • Beau Chat • Kubick • Hatsvali • Beqa • Mocongo

23 დეკემბერს Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი პროდიუსერის, Creams-ის ლაივი გაიმართება სპეციალურ სტუმრებთან ერთად — Flora Kamikaze + Secret Guest.

Creams ქართველი პროდიუსერი ნათია ჭიჭინაძის პროექტია, რომელიც სცენაზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა სინგლით „Die For You”. პირველი სინგლის გამოქვეყნების შემდეგ მან პოპულარობა მალევე მოიპოვა და უკვე რამდენიმე რელიზი აქვს გამოცემული. მისი მუსიკის ჟღერადობა Dark Pop / Avant Garde Pop-ისთვის დამახასიათებელი მელოდიურობით გამოირჩევა და ექსპერიმენტული მუსიკის მრავალფეროვნებას აერთიანებს. 2020 წლიდან არის Sony Music Group-ის Awal Records-ის ნაწილი, სადაც მისი სადებიუტო ალბომი 2024 წელს გამოვა.

ლაივამდე Mtkvarze სთეიჯს Beau Chat დაიკავებს, რომელიც თბილისში დაფუძნებული მულტიმედია არტისტი, Lucrezia-ს პროექტია. ლაივის შემდეგ Main Room-ის დეკებს Kubick დაიკავებს, რომლის სეტებიც 90-იანი წლების Techno და Trance ჟღერადობებს ადრეული 2000-იანი წლების Progressive-თან და House-თან აერთიანებს. ის სთეიჯს გაიზიარებს ლეუბლ Pluto’s Plan დამფუძნებელთან, Hatsvali, რომელიც ლოკალურ ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთი დეკადის წინ გამოჩნდა.

Small Room-ის სთეიჯზე ქართველი DJ და პროდიუსერი Beqa დადგება, რომელიც ახლა Mzesumzira რეზიდენტია. მას Small Room-ში შეუერთდებიან ლეიბლ Depot 6 დამფუძნებლები, მიშა ღვინეფაძე და ლუკა კაშია, მათი კოლაბორაციული პროექტით, Mocongo.

Skoda-მ იმ საშობაო სიმღერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც მანქანით მგზავრობას უხდება

ბიზნესის სუფთა ხმა — Bang & Olufsen-მა ბიზნესმომხმარებლებისთვის Hi-End ყურსასმენები წარმოადგინა