თითქოს, ერთი კვირით ზამთრის სიცივეს დავუბრუნდით, თუმცა ამან „გამოცოცხლებულ“ განწყობაზე ვერ უნდა იმოქმედოს. ახლა ძველისკენ ყურების კი არა, წინსვლის დროა — ზოგადად, ალბათ ეს ფრაზა ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიშველიოთ და ახლაც თემატურად მოუხდა… კარგი განწყობის შესანარჩუნებლად კი, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
When I Grow Up I’m Gonna Kiss You
პარასკევს, 22 მარტს ახალი ნარატივების გალერეაში, ლონდონში დაფუძნებული ქართველი ფოტოგრაფის, მარიკა ქოჩიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება, რომელიც მის კერამიკულ ნამუშევრებს გააერთიანებს.
„წარმოდგენილ გამოფენამდე შექმნილი ნამუშევრები ძირითადად ორ ტიპისაა: ერთი, ხელით ნაძერწი, მცირე ზომის, ანდროგინული გარეგნობის ფიგურინებია, რომელიც ინტიმურ კავშირებსა და სექსის სცენებს ასახავს. მათი ურთიერთობა სავსე და ძლიერ დამუხტულია, იმხელა დინამიკით, რომ მოძრაობებში სხეულის სტრუქტურული სიზუსტე, მისი დეტალიზება მნიშვნელობას კარგავს; მთავარი ენერგიაა, რომელსაც ისინი ატარებენ; სიყვარულის, სინაზის, აგრესიის, შიმშილის, თამაშის, სირცხვილის, თავდავიწყების. ნამუშევრების მეორე ტიპი კი ადამიანის თავებია, სხვადასხვა ტექსტურითა და ზედაპირით, სხვადასხვა სიდიდით, ფერით და გამომეტყველებით; მათში უფრო მეტადაა რელიეფზე აქცენტი — მკვეთრი წვეტებით, კუთხეებით. ეს პირობითი თავები/სახეებია, რადგან უხეში ჩქმეტის, ჭყლეტის, პწკენის კვალი — ავტორის ხელი — ისევ იგრძნობა და პერსონაჟიდან ფოკუსს აქრობს. ამ ორი კატეგორიის ნამუშევრები კომპოზიციურად და სტრუქტურულად მკვეთრად განსხვავდება, მათ მხოლოდ ერთი დეტალი აერთიანებს: ყოველ მათგანს მოგრძო, გამოკვეთილი ცხვირი აქვს — ისეთი, როგორითაც არტისტი იზრდებოდა“, — გამოფენის კურატორი, ელენე ფასური.
ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი
2024 წლის 23 მარტს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ კომპოზიტორისა და დირიჟორის — ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ანსამბლი „მძლევარი“, სოლისტი ვოკალისტები ქეთევან ქართველიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, გაბრიელ ჩომახაშვილი და ინსტრუმენტალისტები ალექსეი სოლონოვიჩი (ჩელო), გიორგი ონიანი (დოლი).
ვახტანგ კახიძე თავად მოუყვება დამსწრე საზოგადოებას განვლილი შემოქმედებითი გზის შესახებ და შესრულდება მისი სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები.
შაბათს, 23 მარტს, „ცეხის“ სცენას SKAZZ სტუმრობს, რომელიც პირველად დაუკრავს აკუსტიკურ ლაივს — Unplugged. პოსტ-პანკ, ალტერნატიული როკ-ბენდი SKAZZ ქუთაისის მიწისქვეშეთიდან წამოსული ჯიუტი და რომანტიკული, რაც მთავარია, გულწრფელი ხმაა. 2021 წლიდან დღემდე SKAZZ-ის დისკოგრაფიას სამი ალბომი და უამრავი სინგლი შეემატა, რასაც აქტიური აუდიტორიის ზრდაც მოჰყვა.
Secret Garden Moves Showcase: Vinyl Speed Adjust • ENR • MISHO |/ Small Room: Memotech • lotham
23 მარტს Mtkvarze ბათუმში დაფუძნებული კულტურული მოძრაობა Secret Garden Moves შოუქეისი გაიმართება. შოუქეისზე Main Room-ის დეკებს რუმინელი დუო Vinyl Speed Adjust დაიკავებს, რომელიც ვინილების ორი განსაკუთრებული ენთუზიასტი ანდრეი პრედოი და კლაუდიო ბალანის პროექტია. დუო მათი უნიკალური Minimal House და Techno ჟღერადობით გახდა ცნობილი. მათი დისკოგრაფია უკვე ათეულობით რელიზის ითვლის ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა Pressure Traxx, Visionquest, Jesus Loved You, NG Trax, Drumma Records, Body Parts და სხვა..
მათთან სთეიჯს გაიზიარებს ბათუმში დაფუძნებული DJ, პროდიუსერი და ლაივ პერფორმერი EKNR, რომელიც Secret Garden Moves-ის დამფუძნებელი და Dancing on Architecture კოლექტივის წევრია. მათ შეუერთდებათ ბათუმში დაფუძნებული DJ და Secret Garden Moves-ის წევრი MISHØ.
Small Room-ის დეკებს დაიკავებს ბათუმში დაფუძნებული DJ და Clime ივენთების სერიის გუნდის წევრი Memotech. მას შეუერთდება თბილისში დაფუძნებული DJ და მუსიკის ენთუზიასტი Iotham, რომლის სელექციაც 2000-იანი წლების Progressive House და Progressive Trance ჟღერადობებზე ფოკუსირდება.
Giya Kancheli’s Tribute • Jazz Legends • Wine Not? Bar and Kitchen
ქართული ჯაზის ლეგენდებისგან დაკომპლექტებული კვარტეტი კვირას Wine Not? Bar and Kitchen-ში გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საღამოს შემოგთავაზებთ.