in

#სადანროგორ გავერთოთ 22-24 სექტემბერს — ღონისძიებების კალენდარი

სამუშაო კვირა თითქმის მიიწურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ საღამოდან შეგვიძლია, დრო დასვენება-გართობას დავუთმოთ. ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

KHIDI: BLOODY MARY | KRIS BAHA | OTHR [LIVE] | BOYD SCHIDT G2 x 303 HZ: KOTE JAPARIDZE | KATH J | REVI

22 სექტემბერს,კლუბის მთავარ სცენაზე პიონერი პროდიუსერი და დიჯეი, Acid, EBM, Dark Wave, Italo Disco, Techno ჟღერადობებზე დაფუძნებული არტისტი Bloody Mary დაუკრავს, რომელიც ცნობილი ბერლინური კლუბის Tresor რეზიდენტი და ლეიბლის Dame Music დამფუძნებელია. მასთან ერთად წარდგება ლეიბლის Power Station მფლობელი, დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Kris Baha.

არტისტებთან ერთად, წარდგებიან კლუბის ადგილობრივი რეზიდენტები: ლეიბლის BITE ოჯახის ღირსეული წევრი, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა თბილისის ელექტრონულ სცენაზე — OTHR ლაივ შესრულებით და ცნობილი ტექნო ლეიბლის Sonic Groove ოჯახის წევრი, პიონერი არტისტი — Boyd Schidt

ვერა ფაღავა — მდუმარე ქალაქები

თიბისი და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია (AC/VP) წარმოგიდგენთ ქართული წარმოშობის ფრანგი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“. გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ნახატები იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.

გამოფენაზე წარმოდგენილია AC/VP კოლექცია და, ასევე, ნამუშევრები საჯარო და კერძო კოლექციებიდან. ამ ნამუშევართაგან დამთვალიერებელი იხილავს, ფერწერულ ტილოებს რომლებიც ერთ დროს გალერეა „დარიალში“ იყო გამოფენილი. გალერეა „დარიალის დამფუძნებლის თამარ ტარასაშვილი-ტალის ინიციატივით პირველად მოექცა ყურადღების ცენტრში ვერა ფაღავას ქალაქების სერია (დაახლ. 1976 წ.).

გამოფენა ამავდროულად გვაცნობს ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტოებსაც, რომლებიც წარმოაჩენს ვერა ფაღავას მიერ შესრულებულ ფართომასშტაბიან არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებულ დაკვეთებს.

INNERGATED invites THECOMMON: NICO MORENO • AERT • GABRIELLE RITES • LESSSS • NONEOFTHEABOVE • SWART

INNERGATED წარმოგიდგენთ კოლაბორაციულ ივენთს ბელგიურ კლუბ THECOMMON -თან, რომელიც 23 სექტემბერს SPACEHALL-ში (დინამო არენა) გაიმართება.

INNERGATE RECORDS არის ბერლინში დაფუძნებული ტექნო ლეიბლი, რომელიც გამორჩეულია მისი ენერგიული და Hard Dance ჟანრის ტრეკებით. ის ასევე ცნობილია #INNERGATED ივენთ-სერიით, რომლის უნიკალური ჟღერადობა და ხარისხი დაუვიწყარ ემოციებს ქმნის მსმენელისთვის. ხოლო THECOMMON არის ანტვერპენში დაფუძნებული Hard Techno ივენთების სერია, რომელიც აერთიანებს ყველა ადამიანს ღამის ცხოვრების უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად.

SEASON OPENING – On September 23, ZEN returns with a new season!

23 სექტემბერს ZEN ახალი სეზონით ბრუნდება! ახალ Art Director-თან ერთად, ის თბილისური ღამის ცხოვრების ახლებურ გამოცდილებას გთავაზობთ. ცნობილ სააგენტო Boom Boom Booking Agency-თან კოლაბორაციით, ZEN წარმოგიდგენთ საერთაშორისოდ ცნობილ დიჯეებს, რომლებიც რეზიდენტ დიჯეებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ თქვენთვის საყვარელ მუსიკას.

სეზონს გახსნის Floyd Lavine – ცნობილი დიჯეი ბერლინიდან.

გურამ წიბახაშვილი — „გადაწერა“

კვირას, 24 სექტემბერს 18:00 საათზე გალერეაში „ვანდა“ გაიხსნება გურამ წიბახაშვილის პერსონალური გამოფენა „გადაწერა“. ექსპოზიციაში შესულია მის მიერ 1988-1992 წლებში შექმნილი ფერწერული ტილოები, კოლაჟები და ობიექტები. ნამუშევართა ეს სერია პირველად წარდგება მნახველის წინაშე.

კონცეფცია: „თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას თან სდევს უამრავი გამოსახულება. რეალურად, გამოსახულება უფრო მეტია ჩვენს გარშემო, ვიდრე რეალობა. საბჭოთა დროს დაბადებული ადამიანისთვის ეს გამოსახულებები ხშირად უარყოფით კონტექსტს ატარებს. თავს გახვევია ბელადების პორტრეტები, აგიტაციის პლაკატები, იდეოლოგიური ლოზუნგები და სხვა… სერია „გადაწერა“ დაიწყო, ალბათ, 80-იანი წლების ბოლოს, როცა ქაღალდის უქონლობის გამო დავიწყე უკვე არსებული გამოსახულებების წაშლა და ზედ ახალი გამოსახულების დახატვა. ამოცანა იყო არსებული გამოსახულების გაქრობა, გადაწერა“.

განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე IT აკადემია STEP დაგხვდებათ

იდეის წარმატებით წარმოჩენის საიდუმლო