შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ახლა ყველანი მაკონდოს იმ პერიოდს გავდივართ, ოთხი წლის, თერთმეტი თვისა და ორი დღის განმავლობაში გადაუღებლად რომ წვიმდა… თუმცა ეს მაკონდო არ არის და არც მის მაგიურ რეალიზმზე ვისაუბრებთ — სანაცვლოდ, ჩვენს რეალობაში დავრჩებით და ამ სტატიაში გირჩევთ, 23-25 ივნისს სად შეგიძლიათ განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
რა თქმა უნდა, რეკომენდაციები ამ დიდი ხნის ნანატრი მუსიკალური ფესტივალით უნდა დავიწყოთ, სადაც უამრავი ქართველი და უცხოელი არტისტი იყრის თავს. მართალია, შარშან ცუდად „გაგვეთამაშა წვიმა“, მაგრამ ესეც სასიამოვნო მოგონებად ვაქციეთ და წელს კიდევ ერთხელ ვეშვებით მელოდიურ თავგადასავალში.
ბილეთებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ივენთის ბმულზე გაეცნობით.
KHIDI 中 RESIDENTS NIGHT: FREQUENCY SHIFTER ❚ OTHR ❚ VULKANSKI
23 ივნისს KHIDI წარმოგიდგენთ რეზიდენტების ღამეს, სადაც კლუბის საამაყო რეზიდენტები დაუკრავენ: ლეიბლის BITE ოჯახის წევრები, ადგილობრივი სცენის ორი გამორჩეული არტისტი Vulkanski და OTHR, და ლოკალური მსმენელის ერთ-ერთი საყვარელი დიჯეი Frequency Shifter.
ხოლო 24 ივნისს G2 ადგილობრივ შემსრულებლებს უმასპინძლებს: დიჯეი და პროდიუსერი, ავტორი რელიზებისა ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა: NineTimesNine, Scuderia Records, SCTR – Clinical Hates, ლეიბლის X-IMG წევრი Mova და ლოკალური სცენის ახალი ტალღის წარმომადგენელი, პროდიუსერი და დიჯეი Tsukuyomi.
შეხვედრები ფოტოგრაფიის შესახებ
24 ივნისს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, გურამ წიბახაშვილს უმასპინძლებს. შეხვედრის თემა ასეთია: დავით სულაქველიძის შემოქმედება — „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“.
ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი განიხილავს დავით სულაქველიძის შემოქმედებას. ფოტოები გვიყვება, როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რა ხდებოდა ეპოქის დასასრულს საქართველოში. დავით სულაქველიძე ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ფოტო ფირზე აფიქსირებდა მის გარშემო მიმდინარე ყოველდღიურობას. დღეისთვის კი წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და, ამავე დროს, ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნებაა.
Axis Towers x Falestra / Diana King / Chinau
24 ივნისს ფალესტრას ღია სივრცეში მსმენელის წინაშე ლეგენდარული და განუმეორებელი Diana King წარდგება! გრემის მფლობელსა და უამრავი ცნობილი სტუდიური ალბომის ავტორს, თავის გასაოცარ კარიერაში, მთელ მსოფლიოში აქვს ტურები გამართული. იამაიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაფასებული არტისტი რეგეი ფიუჟენისა და დენსჰოლის ჟანრების დაუვიწყარ ჰიტებს გააჟღერებს.
ამავე საღამოს ფალესტრა უმასპინძლებს ფრანგული კლუბის, DJOON-ის რეზიდენტს, House მუსიკის განსაკუთრებულ შემსრულებელს — CHINAU.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
ZEN-ში BOHO ზაფხული გრძელდება! პარასკევს, 23 ივნისს — TOKYO შაბათს, 24 ივნისს — QERUBIM.
BOHO სტილში მორთული ინტერიერი, სამახსოვრო სანახაობა, სასიამოვნო მუსიკა, ავთენტური აზიური სამზარეულო და საავტორო კოქტეილები!
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ივენთის ბმულზე.
ტრადიციულად, დედაენის ბარის სცენა ჰიპ-ჰოპს კვირას ეთმობა და ამჯერად მაყურებლები DENIVARLEVY-ისა და GIGILOW&SIS9-ის იხილავენ.
მრავალჯერადი კოდის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.