ამჟამად ზამთრის ბოლო უქმეებს ვითვლით, მომდევნო კვირიდან უკვე „გაზაფხულისებრი“ გართობის დრო დგება! სეზონი მხიარულად რომ გავაცილოთ, შესაბამისი განწყობაც უნდა შევიქმნათ. ასე რომ, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
Zuk n’Sos featuring Papuna Sharikadze Live at @1984
ახალი ქართული მუსიკალური პროექტის „Zuk n’ Sos“ პირველი კონცერტი პარასკევს, 23 თებერვალს, 21:00 საათზე 1984-ში გაიმართება.
ზუკა სიმონიშვილი — გიტარა; სოსო ცაგარეიშვილი — დრამი; პაპუნა შარიქაძე — პიანინო.
Mzesumzira Music Night at Cafe-Gallery
23 თებერვალს „გალერიში“ დიდი ხნის მეგობარს, „მზესუმზირას“ მასპინძლობენ — ლამაზ დღეებს გაიხსენებენ და ენერგიებს გააერთიანებენ. როგორც ღონისძიების აღწერაში წერია, ამ ღამისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და ორივე სართულს გახსნიან.
CAFE-GALLERY: · 𝐁𝐄𝐐𝐀 · 𝐊𝐃𝐄𝐌𝐀 · 𝐑𝐀𝐓𝐈
SECOND FLOOR: · 𝐍𝐄𝐀𝐑𝐒𝐎𝐍𝐈𝐂 · 𝐈𝐊𝐀𝐊𝐎
Sioni Hi-Fi Soundsystem takeover Version 09-Radikal Guru | sTia | CHROMIE IDima Dadiani |Juno Q Beat
24 თებერვალს, შაბათს, Dub Commandment მელოდია გაჟღერდება Tes-ში. ამაზე კი Radikal Guru, sTia, CHromie, Juno და დიმა დადიანი იზრუნებენ.
Radikal Guru, რომლის ნამდვილი სახელია Mateusz Miller, დაიბადა პოლონეთში და გაიზარდა მუსიკისადმი გატაცებით. მას განსაკუთრებით იზიდავდა Dub-ისა და რეგის ხმები, რომლებიც მოგვიანებით საკუთარ ნაწარმოებებში ჩართო. მისი მედიტაციური და ბასზე ორიენტირებული ტრეკები Dub-ის ფესვებითაა გაჟღენთილი, რაც იდეალურად ერწყმის თანამედროვე ელექტრონულ მუსიკას.
sTia (ნათია სართანია) DnB დედოფალია! მუსიკალური კულტურის დიდი კატალიზატორი საქართველოში, ბას მუსიკის მხარდამჭერი. ასევე, Creative Education Studio-ის (CES) დამფუძნებელი — ეს არის ელექტრონული მუსიკის პიონერული სკოლა საქართველოში 2011 წლიდან CES Records-ის დამფუძნებელი, Georgian Music Legacy Collection-ის თანადამფუძნებელი.
დიმა პიონერია ელექტრონული მუსიკის კულტურაში — 90-იანი წლებიდან ქმნის თავის ექსპერიმენტულ ტრეკებს. ცოტა ხნის წინ პატარა სათემო სივრცეც შექმნა, სახელწოდებით Vimana. აქ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შეიკრიბონ, ერთმანეთს იდეები გაუზიარონ და ითანამშრომლონ. Juno პირველი ქართული, ხელით შექმნილი Dub Soundsystem-ის ოპერატორია. Chromie კი დიჯეი და პროდიუსერია.
ამჯერად ნატალია ნაყოფია გეპატიჟებათ დედაენის ბარში — „ხმოვანებას თქვენს საკადრისს ავწევთ, ბენდთან ერთად შესრულებული ცოცხალი მუსიკა რომ სრული რეალობით შეიცნოთ და ისიამოვნოთ. დედაენის ბარი პატარა სცენაა დიდი გულით. ეს ის ადგილია, სადაც მუსიკა მრავალფეროვანი დაგხვდებათ, უცვლელი მხოლოდ სასწაული ხმის ხარისხი და უშუალო, მეგობრული გარემოა“.
ავთო მესხის ფერწერა: 1981-1990
გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ საბჭოთა პერიოდში ე. წ. „არაოფიციალური ხელოვნების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას, რომელიც 1981-1990 წლებში შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს აერთიანებს.
„ავთო მესხი ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ხელოვანია, რომლის პრაქტიკაც ერთბაშად მოიცავს და უკავშირდება კუბიზმს, აბსტრაქციონიზმსა და კონსტრუქტივიზმს. მისი ნამუშევრები ხშირად ირეკლავენ ავანგარდისტული მოძრაობის გადააზრების და ესთეტიკური შესაძლებლობების გაფართოების მცდელობებს.
ავთო მესხის მხატვრული ენა გეომეტრიული და ხაზოვანი პერსპექტივის ელემენტებით ხასიათდება. კვადრატოვანი და მართხკუთხა ფორმები წითელ, ლურჯ და თეთრ ფერებში ატარებენ აშკარა არქიტექტურული და ურბანული გარემოს ნიშნებს, რომლებიც თავისი რიტმულობით და წონასწორობით კომპოზიციურ ერთიანობაში იკვრებიან. მესხის მხატვრულ ფორმაში არქიტექტურული ობიექტები დანაწევრებული და ხელახლა გადააზრებულია. მკაფიო გეომეტრიზებული ფიგურები თავისი მოქმედი და მოძრავი თვისებებით ერთი მეორესთან მიმართებით ქმნიან სიბრტყობრივ დინამიზმის შთაბეჭდილებას“.