წინა ვიქენდისგან განსხვავებით, ახლა წვიმამ არ უნდა შეგვაწუხოს და შეგვიძლია, უფრო თამამად გავეშუროთ გასართობად. ამიტომაც, დღევანდელ სტატიაში გირჩევთ, 24-26 მარტს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
Mzesumzira Music Night at dedaena Bar
შეგიძლიათ, 24 მარტს Mzesumzira Music Night-ზე Dedaena Bar-ში მიხვიდეთ. უკვე წლებია, ისინი ერთობლივ ივენთებს აწყობენ და თუ აქამდე არ გიცდიათ ამ მხიარულებაში ჩართვა, ახლა შესაბამისი დროა. „ერთად შევეგებოთ გაზაფხულის თბილ საღამოს და ზამთრის მელანქოლია მტკვარს გავატანოთ“, — წერენ ორგანიზატორები.
საღამოზე იხილავთ ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც არიან: Abdali, Beqa და Vas.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ კარზე.
MENTAL FORMATION — Exhibition „The Harvest“
Mental Formation — მენტალური ფორმაცია არის ახალი მულტიფუნქციური პლატფორმა, მთავარი გზავნილით — „ერთიანობა სიჯანსაღისთვის“. პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ჯანსაღი და ფხიზელი გართობის პოპულარიზაცია, რომლის ფარგლებშიც გთავაზობთ ქართველი და უცხოელი არტისტების ერთობლივ გამოფენა-პერფორმანსს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გრაფიკული დიზაინის ნამუშევრები, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ინსტალაცია, სხვადასხვა სახის აქსესუარები და სამოსი. ჩატარდება იოგა, მედიტაცია, სამოტივაციო შემეცნებითი ლექცია, ბგერითი თერაპია და ექსპერიმენტალური მუსიკა.
მართალია, ღონისძიება დღეს, 23 მარტს დაიწყო, მაგრამ შეგიძლიათ, უკვე საღამოს შეუერთდეთ და 24 მარტის გამთენიამდე დარჩეთ.
KHIDI 中 REGAL ❚ MADWOMAN ❚ BOYD SCHIDT
24 მარტს კლუბის მთავარ სცენაზე KHIDI-ს ესპანელი რეზიდენტი, თანამედროვე Acid Techno ჟღერადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა და ლეიბლის Involve Records დამფუძნებელი Regal დაუკრავს. მასთან ერთად წარდგება Madwoman — ბერლინში დაფუძნებული შვედი პროდიუსერი, სელექტორი და დიჯეი, ავტორი რელიზებისა ლეიბლებზე: Raven Sigh, Brvtalist Sound Recordings და სხვა.
არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს კლუბის რეზიდენტი და ადგილობრივი ელექტრონული სცენის პიონერი წარმომადგენელი, ლეიბლის Sonic Groove წევრს Boyd Schidt. G2-ის სცენა Vodkast Records-ის თანადამფუძნებელს JD J და ადგილობრივ პროდიუსერს, ლაივ შემსრულებელსა და დიჯეის Toke დაეთმობა.
MOREVI RECORDS NIGHT: RUDOLF C // CHARCH // BOYA // SKYRA
25 მარტს HOROOM ფირფიტების მაღაზიისა და ლეიბლის MOREVI RECORDS ღამეს მასპინძლობს, რომლის განმავლობაშიც დაუკრავენ კოლექტივის წევრები, შესანიშნავი სელექტორი BOYA და განსაკუთრებული მუსიკალური ხედვების მქონე არტისტი SKYRA. მოწვეულ სტუმრად წარდგება ავსტრალიელი პროდიუსერი, ლეიბლების SALT MINES და LIFE SCIENCES DIVISION დამფუძნებელი RUDOLF C, რომლის განსაკუთრებული ენთუზიაზმი ანალოგური ინსტრუმენტების მიმართ მის უნიკალურ ჟღერადობაში აისახა; ტალინის ღირებული კლუბის, HALL რეზიდენტი, წარმოშობით ქართველი ფირფიტების კოლექციონერი და BIIT ME RECORD STORE სულისჩამდგმელი CHARCH.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
იაპონური ცეკვის ფილმების ფესტივალი
25 და 26 მარტს „კირკე“ — ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმა, DANCE AND MEDIA JAPAN-ის ხელშეწყობით, წარმოგიდგენთ იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის ფილმების ჩვენებას. იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის ფესტივალს უმასპინძლებს თეატრალური კომპანია „ჰარაკი“. ფილმებში ნაჩვენებია იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის, ბუტოს, სტილში შესრულებული კლასიკურო და თანამედროვე პერფორმანსები.