in

#სადანროგორ გავერთოთ 24-26 თებერვალს — ღონისძიებების კალენდარი

„ვიქენდები“ მოახლოვდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველკვირეული #სადანროგორ რუბრიკის დროც დადგა — დღეს სტატიაში გირჩევთ, 24-26 თებერვალს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.

Friday JAZZ Jam Session with ZURA RAMISHVILI

პარასკევს, 24 თებერვალს, ჯაზის ჯემ სესია ჩატარდება, მუსიკოს ზურა რამიშვილთან ერთად. საღამოს გახსნის: ზურა რამიშვილი — ფორტეპიანო; სოფიო მურუსიძე — ვოკალი; რომან პლოტნიკოვი — ბასი; ირაკლი ჭოლაძე — დრამი.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

BASSIANI/HOROOM: DJ MARIA. // JULIE // ZITTO // 3AM ┃ CARL H // GALO // ZURKIN

24 თებერვალს BASSIANI ახალი სერიის, CURATED BY RESIDENTS ღამეს უმასპინძლებს. სერიის კურატორი და მასპინძელი იქნება თვითმყოფადი ტექნო არტისტი, რომლის ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა ხედვებმა და მუსიკის მიმართ უკომპრომისო მიდგომამ განსაკუთრებული როლი ითამაშა კლუბის ჟღერადობის განსაზღვრაში — ZITTO საცეკვაო მოედანზე მისთვის ღირებულ არტისტებს იწვევს.

DJ MARIA. ტოკიოში დაფუძნებული წვეულებების Transcendence სულისჩამდგმელი, რომლის სეტები ტექნოს უნიკალური რიტმებითა და ფსიქოდელიური ელემენტების შერწყმით ღრმა ეიფორიულ თავგადასავალს ჰგავს. მრავალწლიანი შრომის, დაკვირვებისა და სწავლის შედეგად თვითგამოხატვის სახასიათო ფორმები შეიმუშავა ნიდერლანდელმა არტისტმა JULIE — ფესტივალის DRAAIMOLEN რეზიდენტმა, რომლის პერკუსიულ რიტმებზე დაფუძნებული სეტები სიღრმით და ჰიპნოტურობით აჯადოებს მსმენელს. მისტიკურ და ტრანსცენდენტურ მუსიკალურ გამოცდილებას შემოგვთავაზებს ფემინისტი არტისტი ანა მარჯანიძე, იგივე — 3AM.

HOROOM საყოველთაოდ აღიარებულ ბრიტანელ სელექტორს, ლეიბლის ANIMALS ON PSYCHEDELICS სულისჩამდგმელს, CARL H უმასპინძლებს. ღამის მუსიკალური მიმართულების შექმნაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გამორჩეული წარმომადგენელი ZURKIN და თელ-ავივის ყველაზე ქაოტური და ენერგიული კლუბის BREAKFAST CLUB-ის რეზიდენტი GALO.

KHIDI 中 G2: SAPHILEAUM ❚ S.V.R.A ❚ INFD3L

25 თებერვალს G2-ში კლუბის გუნდის წევრი და რეზიდენტი, ადგილობრივი მულტიმედია არტისტი ანდრო გოგიბედაშვილი, იგივე SAPHILEAUM დაუკრავს. მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ ლოკალური შემსრულებლები, ლეიბლის UNHEARD თანადამფუძნებელი S.V.R.A და INFD3L, იგივე ST.ATIVA.

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს.

Friday & Saturday at ZEN

გაატარე დრო სასიამოვნოდ ZEN-ის გარემოში, კონცეპტუალური მუსიკისა და ავთენტური აზიური სამზარეულოს თანხლებით.

პარასკევს, 24 თებერვალს — STIMMHALT & QUERUBIM

შაბათს, 25 თებერვალს — TOKYO & FRANKIE

Beka Gochiashvili Farewell Event

26 თებერვალს სი ჩერტოში მელომანებსა და ჯაზის მოყვარულებს ბექა გოჩიაშვილის გაცილების საღამოზე ელოდება. მუსიკოსი აშშ-ში, ახალი მუსიკალური მწვერვალების დასაპყრობად, 4 გრემის მფლობელ The Stanley Clarke Band-თან ერთად მუსიკალურ ტურნეში მიდის.

Weekly Program @Dedaena

აქ ცოტა ვრცელი განრიგის ჩამოწერა შეგვიძლია, რომელიც სამივე დღეზეა გადანაწილებული…

პარასკევს ელექტრონული მუსიკა ბობოქრობს, რჩეული სეტებით დატვირთული საღამოები მეხსიერების უკიდეგანო სივრცეში რჩება.

შაბათს ღამის ჯაზით შეგიძლია ისიამოვნო, რომელსაც რეზიდენტი ბენდი და მოწვეული სტუმრები ფაქიზი გულმოდგინებით ასრულებენ და დინჯი, თუმცა გამაბრუებელი ემოციებით გვავსებენ

კვირას უკვე ტრადიციად ქცეულ ჰიპ-ჰიპ საღამოა, სადაც შეგიძლიათ, ნიჭიერ ქართველ არტისტებს მხარი დაუჭიროთ და ნაცნობ-უცნობ ბიტებს აჰყვეთ

ანაზღაურება ერთ დღეში – ალდაგის ახალი პროექტი

„დალიე და ითამაშე” „ბაკურიანის“ სათამაშო ბოთლებზე ქართული გმირები – ჟოზე და ჟოზეფინა გამოჩნდნენ!