უკვე ივლისის მიწურულია, მაგრამ ზაფხულისებრი გართობა ჯერ კიდევ გრძელდება! როგორც ყოველთვის, ახლაც თითოეული ჩვენგანის კვირა განსხვავებულად მიმდინარეობს — ზოგის მეტად დატვირთული და ქაოსურია, ზოგის კი შედარებით მშვიდი. ასე ვთქვათ, ცხოვრების განსხვავებული ტემპი, წესი და რიტმი გვაქვს. მიუხედავად ამ განსხვავებისა, განტვირთვა თუ გართობა ყველას თანაბრად გვჭირდება. ამიტომაც, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
„26 და 27 ივლისს მზის ჩასვლისას 45-საათიანი უწყვეტი მუსიკის თანმხლებით მეორედ შევეგებებით 2 მზის ჩასვლას და 2 მზის ამოსვლას გუდაურში.
შაბათი დღის განმავლობაში კი ჩვენთან შეგეძლებათ, ჩაერთოთ ყველა იმ აქტივობაში, რომლითაც ზაფხულის გუდაურში შეგვიძლია დავკავდეთ. ჩვენი ფესტივალი ცდილობს, უფრო და უფრო დაუახლოვდეს ბუნებას, გუდაურის საოცარ მთებს. 2024 წელსაც შევეცდებით მეტად შევიგრძნოთ და დავიმახსოვროთ ჯადოსნური მომენტები“.
TRUST წარმოგიდგენთ ადგილობრივი მუსიკალური ლეიბლების გაერთიანებულ ფესტივალს, რომელიც 26-28 ივლისს გაიმართება. ეს სამდღიანი ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ელექტრონული მუსიკის სცენისთვის და წარმოაჩენს მის მრავალფეროვნებას, ინოვაციურობას და შემოქმედებით პოტენციალს.
ფესტივალი მიზნად ისახავს არა მხოლოდ ადგილობრივი ტალანტების წარმოჩენას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მუსიკალური ლეიბლების პოპულარიზაციასაც. ფესტივალი მასპინძლობს 12 გამორჩეულ ქართულ ლეიბლს, რომელთაგან თითოეული თავისი განსაკუთრებულ მუსიკალური ხედვისა და სტილის მატარებელია:
PLUTO’S PLAN
SMALL MOVES
VODKAST RECORDS
FANTASTIC PLANET
MOREVI RECORDS
SUMMONING
KHIDI RECORDS
FEAR NO SYSTEM
TIMETRAVEL STUFF
MIND CONTROLLED RECTIFIER
LEFT BANK
DOMAIN RECORDS
HARD GANG: Boston 168 / Dr. Rubinstein / Iraklion / Ani Kvirkvelia / Mental Limit
26 ივლისს Ciskari Garden-ში HARD GANG MOVEMNT ზაფხულის ივენთ სერიის სადებიუტო ღამეს წარმოგიდგენთ.
HARD GANG 2020 წლიდან ლეიბლის სახით პოზიციონირებს და მის მთავარ მიზანს ქართველი არტისტების უნიკალური და ღირებული ასპექტების წარმოჩენა და ფართოდ აღიარებულ, მეინსტრიმ არტისტებთან თანამშრომლობით ჰარმონიული კოლაბორაციების შექმნა წარმოადგენს.
Lineup:
- Boston 168 — იტალიური დუო, რომელთა მუსიკა ეხმიანება მსმენელს, რომელიც ღრმა, ჩაძირულ ტექნოს აფასებს, სცდება საზღვრებს და ახალ ხმოვან ტერიტორიებს იკვლევს.
- Dr.Rubinstein — ბერლინში მოღვაწე ფირფიტების სელექციონერი, რომლის ჟღერადობაც გაჯერებულია 303 ელემენტების რითმული ჰარმონიით. შეიცავს სწრაფ ტემპს, მამოძრავებელ ბითს და ქმნის ამაღელვებელ ენერგიას.
- Iraklion — ირაკლი რუხაძის დინამიკური პროექტი. მისი სეტები მძიმე, სარიტუალო ენერგიების ჰარმონიული ნაზავით ხასიათდება. მისი თხრობითი სელექცია მოგზაურობაა, რომელიც მისტიკურ და მითოლოგიურ ხმოვან პეიზაჟებში გვამოგზაურებს.
- Ani Kvirkvelia — მულტიდისციპლინარული ადგილობრივი შემსრულებელი, რომელმაც თავისი ნიჭი ევროპის ისეთ ცნობილ ტექნო სცენებზე გამოავლინა, როგორებიცაა: Berghain, Radion, Tresor, Bassiani,Khidi, Left Bank, Zur Klappe და სხვა.
- Mental Limit — ქართველი შემსრულებელი, რომელმაც ჟანრში მოგზაურობის პირველივე ნაბიჯებიდან მოახერხა და თავი საკუთარი ჟღერადობით დაიმკვიდრა. მის სეტებში ჰიპნოტური ბგერები, ჰარმონიული ტემპი და 90-იანების გავლენა იგრძნობა.
- HARD GANG-ის ღირებულებები დაფუძნებულია PLUR კულტურის ფილოსოფიაზე, რომელიც დამყარებულია მშვიდობაზე, სიყვარულზე, ერთიანობასა და პატივისცემაზე.
„მოდით, ამჯერად ზაფხულის ერთ საღამოს ჯადოსნური ელფერი შევმატოთ. დაე, ვინარნაროთ ერთად, ჰარმონიული მუსიკით და აუდიო-რეაქტიული პროექციების ერთობლიობით, ჩვენებურად, მორთულ-მოკაზმულ დედაენის ბარში“.
• IAMTransubstantiation (live)
• Holo
• Blackout
• Ethnic Jam Session (live)